შესაძლოა ჩემნაირი ადამიანების ნამუშევრების სანახავად ხალხი დიდი მონდომებით მოსულიყო, მაგრამ მომუშავე პერსონალის გარეშე იმ შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ მიიღებდნენ, რომელიც საბოლოო შედეგის ნახვისას დარჩებოდათ.

-რიუ დღეს გალერეაში ასეთი აღელვებული პირველად მოვიდა. შენმა გადასვლამ პრობლემები მოაგვარა?_ჩვენ შორის არსებული შემაწუხებელი სიჩუმე ნათანმა საბოლოოდ დაარღვია და  გამომცდელად გადმომხედა.

რიუ მართალი იყო. ჩემი და მისი არარსებული ურთიერთობით ნათანი ზედმეტად ინტერესდებოდა, მე კი არ მინდოდა ეს რაიმე პირადული გრძნობით განპირობებული ყოფილიყო.

-ასეც შეიძლება ითქვას. ისე აღარ ვჩხუბობთ, როგორც ადრე._ახალ ტყუილს დასაბამი მხოლოდ იმიტომ დავუდე, რომ ნათანის შესაძლო გრძნობები იქამდე გამენელებინა, სანამ ახალ პრობლემებს შექმნიდა.

უნდა სცოდნოდა, რომ ჩემთვის მხოლოდ კარგი მეგობარი იყო და თუ ამის გასაგებად რიუს გამოყენება დამჭირდებოდა გავაკეთებდი კიდეც.

-ჰარპერის ნამუშევრები გალერეის ბოლო დარბაზშია. ეს პრობლემაა ბატონო რიუ. _ოთახში შესვლისთანავე იმ ქალისგან მოსმენილი სიტყვები, რომელთანაც ერთი კვირის წინ გასაუბრება გავიარე, უსიამოვნოდ შემომეგება.

ჩემი ნამუშევრები რაიმე საფრთხის წინაშე იდგა?

-გამარჯობა._სათათბირო მაგიდასთან შემომსხდარ ადამიანებს ერთიანად მივესალმე და ნათანის მითითებისამებრ მაგიდის თავში ჩამომდგარი რიუს გვერდით დავიკავე ადგილი.

-მზად ხარ შენი პირველი გამოფენის დეტალების განსახილველად?_ქურდულად გადმომჩურჩულა ნათანმა და ადგილი ჩემ გვერდით დაიკავა.

-ნათან ყველაფერი მზადაა?_ჩვენზე გადმორთულმა რიუმ მოწილეს მკაცრი ლიდერივით გადახედა და მისი ქარიზმით ოთახში არსებული ჩურჩული შეწყვიტა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now