-რა მოუვიდა?_ორი ზომით დიდ ჰუდსა და პირბადეში შენიღბული მამაკაცის ვინაობა, მისმა ხმამ გაყიდა.

- რიუ?_მისი გარდასახვით გაოცებულმა მაშინვე ამოვილუღლურე, როგორც კი მაყურებლებს რამოდენიმე ნაბიჯით გამარიდა.

-აქ რა გინდა გრეის? მატეო სად არის? რა მოუვიდა? თუ გამომეპარა და იმ წყეული ობობის ნაკბენმა რამე დაუშავა...

-დამშვიდდი რიუ. ყველაფერი რიგზეა მატეო კარგადაა._შეშინებული დანის დასამშვიდებლად მას მაშინვე გამოვუტყდი და თამაშზე ორიენტირებული ბავშვისკენ ვანიშნე.

-რა გააკეთე გრეის?_იმის გააზრებით გაღიზიანებულმა რიუმ, რომ მოვატყუე და მაინც ის გავაკეთებინე, რაც მე მინდოდა, ზემოდან მტრულად დამხედა და თავი პატარა დამნაშავე ბავშვად კიდევ ერთხელ მაგრძნობინა.

-გეუბნებოდით რომ გვერდით სჭირდებოდით, მაგრამ ჯიუტობას აგრძელებდით. სხვა გზა არ მქონდა._თავი მაშინვე გავიმართლე და გაუაზრებლად ერთი ნაბიჯით დავშორდი.

-იცი მაინც ამის გამო რამხელა შეხვედრა გადავდე?_ჩემ დასატუქსად გამზადებულმა იმ დისტანციის შესანარჩუნებლად, რომელსაც მე გავურბოდი ნაბიჯი ისევ ჩემკენ გადმოდგა.

-მიდი, მიდი მატეო!_უეცრად ატეხილმა ყიჟინამ რიუს ყურადღება ჩემიდან პირდაპირ მოედანზე მიმართა.

ნაცნობი სახელის ყვირილი ჩემში, ახალ აღმაფრთოვანებელ შეგძნებებს იწვევდა, მაგრამ რიუს სიტუაციის გამო ამის ბოლომდე შეგრძნებას ვერ ვახერხებდი.

-მაპატიე რიუ. მატეოს აქ სჭირდებოდი, ამიტომ იძულებული ვიყავი...

საუბარი მაშინვე შევწყვიტე, როგორც კი შევნიშნე შვილის თამაშით გაოცებულ რიუს ჩემი მოსმენა შეეწყვიტა.

გულამოვარდნილი მატეო ბურთთან ერთად მოწინააღმდეგის კარისკენ მთელი ძალით მირბოდა და მის წინააღმდეგ მებრძოლებს ლიდერობას არაფრის ნებით უთმობდა. მოედნის ბოლომდე გავლის შემდეგ თამაშსა და გამარჯვებაზე ორინტირებულმა მატეომ ბურთს უყოყმანოდ დაარტყა და მის გუნდს პირველივე წუთებზე პირველი გოლი მოუტანა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now