რიუს ყურადღება სწორედ ექიმის შეკითხვის შემდეგ დავიმსახურე.

მეგობართან ფუჭ საუბარში გართულმა იმის იმედით გამისწორა მზერა რომ ჩემ თვალებში რაიმეს ამოიკითხავდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

-ქალბატონო გრეის?_ჩემი დუმილით დაინტერესებულმა თავი კიდევ ერთხელ შემახსენა და რიუსთან გაბმული უსიამოვნო თვალის კონტაქტი გამაწყვეტინა.

-ბატონო დეივ, არ მინდა უზრდელობაში ჩამომართვათ. თქვენი დიდი მადლიერი ვარ, მაგრამ ამ რესტორნის მიღმა პატარა ბიჭის დედა ვარ. _შესისხლხორცებული ტყუილი კიდევ ერთხელ გამეორებით სუნთქვაშეკრულმა გაბედულად წარმოვთქვი და რიუს უცნაური რეაქციის გამო წამით საუბარი შევწყვიტე.

თეთრ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ბიზნესმენი ჩემი წარდგენისთანავე შეიშმუშნა. აქამდე მტკიცე ხასიათის გამოსავლენად, ერთმანეთზე გადადებული ფეხები იატაკზე დააწყო, მაისურის საყელო შეისწორა და ტუჩები პატარა მატყუარა ბავშვივით მოიკვნიტა.

მატეოს ხსენებას არ მოელოდა. ეს მის ამოუცნობ გამოხედვაშიც კარგად ჩანდა.

-მართლა? რიუს ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მეგონა მარტოხელა ქალბატონი იყავით._უტაქტოდ მიპასუხა ექიმმა და ჩემი აღიარებით დაინტერესებული, ფინჯან ყავას დიდი ინტერესით დასწვდა.

-გრეისს მეუღლესთან პრობლემები აქვს. ამის გამო მის ვაჟთან მეტი დროის დათმობა სჭირდება. შენთან მასზე ამიტომ არაფერი ვთქვი. არ მინდოდა მისი პირადი პრობლემები გამევრცელებინა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა გრეისს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

ჩემ პასუხამდე რიუმ დააკმაყოფილა ექიმის ცნობისმოყვარეობა.

-თქვენი მეუღლის გამო ვწუხვარ. ნამდვილად ვერ ხვდება, რომ მშვენიერ ქალს კარგავს.-ჩემ გასამხნევებლად წამოიძახა დეივმა და მაგიდაზე დადებულ ხელზე მისი თანაგრძნობის ნიშნად დამადო.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now