-შენი შვილი ჭკუიდან მშლის. მისთვის იმდენი რამ დავთმე... ოცნებებზე უარი ვთქვი, მაგრამ რისთვის? ის ჩემი ტვირთია.  ჯიუტი პარაზიტი, რომელიც...

-სურათი დამიბრუნე!_რიუს გარდაცვლილი ქალის სურათთან გამართული მონოლოგის მოსმენით  გაცოფებულმა ვეღარ შევძელი მისი მსხვერპლად გამოყვანილი ისტორიის მოსმენა, ოთახში უკითხავად შევიჭერი და მოთხოვნილი ნივთის მისაღებად ხელი ისე გავიწვდინე, თითქოს ფოტოზე რაიმე უფლება მქონოდა.

-შენ! _ჩემი დანახვით არანაკლებ გაღიზიანებულმა რიუმ თითი გაბრაზებული დედასავით დამიქნია და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.

-რის მიღწევას აპირებ? გინდა შვილი ჩემ წინააღმდეგ ამიმხედრო?_ჩემზე გაბრაზებულმა ხმას აუწია და წინ ამაყად დამიდგა.

ჩვენ შორის შემცირებული დისტანციის შემდეგ, მისი საუბრისას, რიუს პირიდან ამოსული ალკოჰოლის სუნმა ყველაფერს ფარდა ახადა.

-ნასვამი ხარ._იმედგაცრუებულმა ჩემთვის ჩავილაპარაკე და თავი გავაქნიე.

მატეოსთან გადადგმული ნაბიჯები ნაგავზე მხოლოდ იმიტომ მოისროლა, რომ ნასვამს მტკინვეული მოგონებები ცხვირწინ დაუდგა.

მატეო მხოლოდ მისი სიმთვრალის გამო გაანადგურა!

-პასუხს თავს არიდებ გრეის? გამოგიჭირე! ამოღერღე ჩემი შვილი რისთვის გჭირდება? რას გინდა მისი ნდობის მოპოვებით მიაღწიო? _ სასმელს დამონებული გონებით, ბატონი დანი ჯიუტად განაგრძობდა ჩემ დაკითხვას და ყოველ წამს უფროდაუფრო მიჩენდა მის მიმართ ბრაზს.

-შენი შვილი? ერთი საათის წინ მომხდარი შვილზე მზრუნველი მამის საქციელს საერთოდ არ ჰგავდა! ახლა გაინტერესებს მასთან რა გეგმები მაქვს? _მატეოს მდგომარეობის გახსენებით გაცოფებულს, ჩემ დამსაქმებელთან ფორმალური საუბარი სულ გადამავიწყდა.

-უკვე მეორედ გაფრთხილებ გრეის! შენ დედამისი არ ხარ! როლში ნუ იჭრები და ნუ გავიწყდება, რომ...

 შეინახე დანის საიდუმლოМесто, где живут истории. Откройте их для себя