ძალადობა

Comincia dall'inizio
                                    

ტიროდა.

მივედი და მის საწოლზე ჩამოვჯექი.

- თავს როგორ გრძნობ? - ვკითხე მან კი შემომხედა და საწოლიდან წამოდგა.

- საშინლად, ნეტავ არ ვარსებობდე..- ამაზე გული მეტკინა...მან ხომ სიკვდილზე ფიქრობს - მაინც არავინ იდარდებს მე არავის არ ვჭირდები.- თქვა და ჩამოვარდნილი ცრემლები მოიწმინდა.

- ეგრე ნუ ფიქრობ...მე..მე მჭირდები! - ძალა ძლივს მოვიკრიბე რომ ეს მეთქვა.

- გჭირდები? რისთვის? - ვხვდები რომ გონია მე მისი სხეული მჭირდება სინამდვილეში კი მე მთლიანად მჭირდება... ეს რა გრძნობაა? მთელ მუცელში რომ მივლის მას რომ ვხედავ? აუცილებლად ექიმს უნდა მივაკითხო.

- მე იმისთვის არ მჭირდები რაზეც შენ ახლა ფიქრობ... ყოველ ბიჭის დანახვაზე ეგრე ფიქრობ? - ვცდილობდი თემა შემეცვალა რადგან მის კითხავზე პასუხი არ მქონდა.

- ყველა ბიჭს არ უნდა ჩემთან ურთიერთობა! - მითხრა და ფანჯრისკენ გაიხედა.

- იმიტომ რომ დებილები არიან და არ იციან ვის ემეგობრონ განა ის გოგო ლამაზია რაქვია... მინა თუ შუშა ? შებოლილ თევზს გავს .- გულის არევის იმიტაცია გავაკეთე მან კი გულიანად გადაიკისკისა...საყვარელი იყო...მომწონს როცა სიცილის დროს ვუყურებ ..არ ვიცი რატომ მაგრამ მასთან გატარებული ყოველი წამი მიყვარს.

- რომ იცოდე მაგ შუშას რამხელა ძალაუფლება აქვს მასზე ეგრე ვერ ილაპარაკებდი. - მითხრა და ნაღვლიანად გაიღიმა.

- ეგ უკვე მკიდია რა აზრი აქვს ძალაუფლებას თუ ადამიანს ავიწყდება რომ ადამიანია და ფულზე დახამებულ ცხოველს ემსგავსება? -ღიმილი სახეზე უქრება...სასწრაფოდ უნდა შევცვალო თემა!

- აბა ხვალიდან ვიწყებთ მეცადინეობას ახლა კი მოემზადე მივდივართ ! - საწოლიდან წამოვდექი წასვლას ვაპირებდი მაგრამ მაჯაზე ხელი ვიგრძენი.

- სად? - მკითხა მე კი მივტრიალდი და ხელები მხრებზე დავულაგე.

Will Be Back Again | J. JKDove le storie prendono vita. Scoprilo ora