15

938 61 20
                                    

თეჰიონს დილით არცისე კარგად გაეღვიძა, მთელი სხეული სტკიოდა განსაკუთრებით კი წელი. ჯონგქუქი გვერდით არ დახვდა ამიტომ გადაწყვიტა ამდგარიყო და მოეძებნა, მაგრამ ჯონი ვერსად იპოვა ბოლოს კი გადაწყვიტა დაერეკა
-სად ხარ?
-საქმე მაქვს, სახლიდან არ გახვიდე და მარტოსულად რომ არ იგრძნო სახლში თავი ჯიმინს დაურეკე. საღამოს მოვალ- თეჰიონს პასუხის დაბრუნებაც არ აცადა ისე გაუთიშა. ჯიმინისთვის არ დაურეკავს, მთელი დღის მანძილზე იწვა და ტელევიზორში ფილმებს უყურებდა. იმდენად ჩაითრია ფილმმა რომ ჭამაც გადაავიწყდა.
ჯონგქუქი საღამოს 8საათზე დაბრუნდა და სახლში მძინარე თეჰიონი დახვდა, მას მიუახლოვდა და შუბლზე მსუბუქი კოცნა დაუტოვა, შემდეგ კი
სამზარეულოში გავიდა.
თეჰიონს ხმაურზე გაეღვიძა, სამზარეულოში გავიდა და იქ მოფუსფუსე ჯონი დახვდა
-გაუღვიძია პრინცესას- ჩაეცინა ჯეონს
-პრინცესა არ ვარ - შეუღრინა კიმმა
-იცი რომელი საათიაა, ღამე რაღა უნდა აკეთო
-არვიცი. რას ამზადებ?
-პასტას
-შესანიშნავი, დღეს არაფერი მიჭამია
-რა ჯანდაბაა კიმმ!? მე რომ არა მშიერი უნდა იყო მთელი დღე? - უყვირა ჯონგქუქმა
- მე საჭმლის გამზადება არ ვიცი - ამოიკნავლა თეჰიონმა. ჯონს აღარაფერი უთქვამს ისე დაიწყო მაგიდის გაშლა.

12 საათი სრულდებოდა თეჰიონი საწოლში წრიალებდა. კიმს ძილი არ ეკარებოდა ხოლო ჯეონი აბაზანაში იყო. თეჰიონმა დრო იხელთა და ჯონგქუქის გარდერობში შეძვრა. ყოველთვის მოსწონდა მისი ჩაცმულობა და ახლა შანსი მიეცა იქედან რაიმე აეღო, და იმედია ჯონი არ გაუბრაზდებოდა. დიდი შავი პერანგი გადმოიღო და იზომებდა როდესაც წელზე ხელები იგრძნო. ვინ იქნებოდა თუ არა ჯონი.
- გიხდება - ყურში ჩასჩურჩულა და იქვე პატარა კოცნა დაუტოვა. თეჰიონი შემობრუნდა და წელს ზემოთ შიშველი ჯეონი რომ დაინახა ნერწყვი მძიმედ გადავყლაპა, ჯონგქუქმა სახე ხელებში მოიქცია და აკოცა ....



დიმტარარარარარარარა

Dream's Come True SometimesWhere stories live. Discover now