-შეხედე გრეის, მაისურიც მომცეს.  24 ნომერი ვარ. მამამ სკოლაში დედის გვარით დამარეგისტრირა და ამიტომ დანი არ აწერია, მაგრამ ჩემი მაისურია. ფეხბურთის გუნდში ვარ და მალე ვითამაშებ კიდეც.

მის თვალები იმ წუთს ყველაზე იშვიათი და სუფთა ბრილიანტივით ბრწყინავდა. ყველაზე მეტად კი ის მახარებდა რომ ჩემთან მისი წინსვლების მოსაყოლად მოვიდა.

-შენით ვამაყობ მატეო. დარწმუნებული ვარ ჩემპიონი გახდები და მალე იმდენ წარმატებას მიაღწევ, რომ მთელ სამყაროს დაამახსოვრებ თავს._მის გასამხნევებლად გულიდან წამოსული არცერთი სიტყვა არ დამიშურებია.

მისდამი ჩემ გრძნობებს ახსნას ჯერ კიდევ ვერ ვუძებნიდი, მაგრამ თითოეული მისი წარმატება ისეთი სიხარულითა და ბედნიერებით მავსებდა, საკუთარ წარმატებასაც კი უკან ჩამოიტოვებდა.

-ჩემ თამაშზე ხომ მოხვალ გრეის? სკოლა არც ისე ახლოსაა, მაგრამ ერთ-ერთმა ავტობუსმა საკმაოდ მალე მომიყვანა.

მისმა მორიგმა სიტყვებმა უცებ სრულიად სხვა რამ გამააზრებინა.

სკოლის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრად ადრე იყო. მისი ამხელა გზაზე დამოუკიდებლად მგზავრობის საფრთხეები არაფრად რომ არ ჩამეგდო, იმას ნამდვილად ვერ უარვყოფდი, რომ ეს გამოსეირნება რიუსთან ახალ პრობლემებს შექმნიდა.

-მატეო სკოლიდან გამოიპარე? -შეშინებული კითხვა ისე დავსვი მის შეკითხვაზე პასუხის დაბრუნება არც კი გამხსენებია.

არ ვიცი მატეოს სკოლაში გაშვება ჩემი რიუსთან საუბრის შედეგი იყო, თუ არა, მაგრამ ეს მახარებდა და არ მინდოდა ჩემთან გამოქცევით ისევ უკან დაეხია.

-ჩემი ბრალი არ არის. მამამ გამაფრთხილა, რომ სკოლაში მხოლოდ მისი მძღოლი წამიყვანდა, მაგრამ დღეს არ მოვიდა. სახლში მარტო დარჩენა აღარ მინდოდა ამიტომ შენთან წამოვედი. გრეის შენ სახლში სხვა რატომ ცხოვრობს? აღარც ალბატროსები აღარ დამხვდა.

 შეინახე დანის საიდუმლოजहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें