თავი 8

En başından başla
                                    

ავტობუსით მიმავალ გრძელ გზას მდუმარედ ვადევნებდი თვალს და იმ მიზეზის პოვნას ვცდილობდი, თუ რას ექცია მატეო ჩემთვის ასე ძვირფას ადამიანად.

მასთან რაღაც უცნაური, მჭიდრო გრძნობები მაკავშირებდა. გრძნობები, რომლებიც აქამდე არცერთი მეგობრისა თუ ბავშვის მიმართ მიგრძვნია. ეს რაღაც ამოუცნობი შეგრძნებები მთელი მის გარეშე გატარებული პერიოდის განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდა.

მისი წყალობით თვალის გახელიდან გასული პირველი ხუთი წუთიც აღარ იყო მარტივი გადასატანი, რადგან ჩემი გონების გამოღვიძებიდან პირველივე წამს გაუაზრებლად მასზე დარდს ვიწყებდი.

მაინტერესებდა რიუსთან საუბრის შემდეგ მისთვის ისევ ძველებურად რთული იყო მამასთან ცხოვრება? თავს ისევ მარტოსულად გრძნობდა? ძველი დროისგან განსხვავებით ახლა საშუალება ჰქონდა სცოდნოდა მზრუნველი მშობელის ყოლა რას ნიშნავდა. ისევ განიცდიდა, რომ რიუ მასზე ნათანივით არ ზრუნავდა?

მოსვენებას მიკარგავდა ის ფაქტი, რომ არ ვიცოდი თავს, როგორ გრძნობდა.

ავტობუსი მის მორიგ გაჩერებაზე ხმაურიანად შეჩერდა. ფიქრებში გართულმა დაპროგრამებული რობოტივით ჩამოვაბიჯე ტრანსპორტიდან და უცნობ ქუჩას თვალი მოვავლე.

დედასთან და დასთან, სამსახურთან დაკავშირებული ტყუილის წყალობით, სახლიდან გამოსვლა საათობით ადრე მიწევდა. გარეთ გატარებული თავისუფალი საათების წყალობით ახალი სამსახურის ძებნა მშვიდად დავიწყე.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უამრავ ხელოვნების სკოლასა და საგამოფენო სივრცეს მივაკითხე, მაგრამ თითოეული მათგანიდან მოკრძალებული უარით გამომისტუმრეს. მიზეზი ყველგან ერთი იყო. მრავალელიანი გამოცდილების არ ქონა. სკოლის დაბალ ანაზღაურებადი ხელოვნების მასწავლებელი არცერთ სკოლასა თუ მუზეუმს არ სჭირდებოდა.

 შეინახე დანის საიდუმლოHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin