***

9 2 1
                                    

-კიდევ ერთი ტეკილა.

ვეუბნები ბარმენს და მოწოდებულ სასმელს სულმოუთქმელად ვყლაპავ.

პირში ლიმონის ნაჭერს ვითავსებ, მაგიდაზე რამდენჯერმე ვაკაკუნებ და საცეკვაო მოედანს თვალს ვავლებ.

დაგინახე, მაგრამ არ მინდოდა აქ ყოფილიყავი.

შესანიშნავია, მე კი შენს დავიწყებას ვცდილობ!

მთვრალი არ ვარ, მხოლოდ სამი ჭიქა.

სარკისებურ მუსიკას ტანს ვაყოლებ და ამაყად ცეკვას ვიწყებ.

მამაკაცების თვალები არ მშორდება, განსაკუთრებით კი შენი.

ტკივილი მომაყენე, მაგრამ ჩემი ბრალია.

ისევ მიყვარხარ.

მენატრები.

სხეული და სული დამიავადდა.

შენით შეპყრობილი ვარ.

მაგრამ მე აქ ვარ.

სევდიანი მუსიკის ფონზე, შენს დავიწყებას ვცდილობ...

სევდიანი მუსიკის ფონზე, ჩვენი სიყვარულის გაშვებას ვცდილობ.

სევდიანი მუსიკის ფონზე ჩემი ტკივილის აცეკვებას ვცდილობ...

ტელეფონის ეკრანი ანათებდა და მეუბნებოდი, რომ ჩემი სტილი არ მოგწონდა, ეს გამოვასწორე.

ისევ მომწერე, რომ გენატრებოდი, მაგრამ ახლა თავისუფალი ვარ.

აღარ დავბრუნდები მაპატიე.

დილით ისევ მწერდი, ჩემგან მთვრალ შეტყობინებას ელოდებოდი.

არანაირი ეჭვი აღარ არის, ამას გულით გეტყვი, რომ ეს ნამდვილად დასასრულია.

სევდიანი მუსიკის ფონზე, შენ ისე ლამაზად მკარგავ მე...

ზედმეტად უცხო ვარ, რომ ახლობელი ვიყო...

მთვრალი არ ვარ, მხოლოდ სამი ჭიქა.

მგონი ჩემმა ანცმა გულმა უკვე დაგივიწყა.

სხვა მიყვარს.

ვის ვატყუებ.

არ გამომდის.

თამამად ვმოძრაობ, მაგრამ ყველასგან დისტანციას ვიცავ.

ხომ ხედავ არა?!

არ მსურს შენს საკუთრებას შეეხონ!

მიყურებ და გეღიმება...

ნეტავ ვიცოდე რა გახსენდება...

წელზე ხელს მხვევ, ჩემს გამოცეკვებას ცდილობ.

უარზე არ ვარ.

არც ვყოფილვარ არასდროს.

ჯანდაბა როგორ მომენატრე.

თვალს ვხუჭავ და საკუთარ მხრებს ვეხვევი.

საკუთარი ილუზიის მსხვერპლი ვარ...

არადა მთვრალი არ ვარ, მხოლოდ სამ...

ჩამოვარდნილ ცრემლს ვიწმენდ და გასასვლელისკენ მივდივარ.

მაგრამ ვჩურჩულებ, რომ ვერ დაგკარგავ.

ვერ დაგთმობ.

ისევ უკან ვბრუნდები და თვალებით გეძებ.

იქ არ ხარ.

პანიკა მეწყება, მაგრამ დაგინახე.

ჩემს ადგილას იჯექი და ტეკილას სვამდი...

გავიღიმე და ახლოს მოვედი.

ჰალსტუხზე უხეშად მოგქაჩე და უხეშადვე გაკოცე სანატრელ ბაგეებზე.

შუბლი შუბლზე მოგაბჯინე და მახსოვს დაბალ ხმაზე გითხარი ...

-მომენატრე, ნაბიჭვარო ჯონ...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 23, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სევდიანი მუსიკის ფონზე...Where stories live. Discover now