-ის არ იქნება.-გულცივი უცნობის მომდევნო ნაბიჯებში დარწმუნებულმა თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და ინსტიქტურად კარისკენ დავიძარი.

იმ წუთს ჩემი სატკივარით იმდენად ვიყავი შეწუხებული ისიც კი არ მადარდებდა ჩემი კარის ზღურბლთან სერიული მკვლელი იდგებოდა თუ არა.

რკინის კარის გაღების თანავე თვალში მოხვედრილმა მოულოდნელმა ნაცნობმა სახემ გამაოგნა.

-დეიზი._მატეოს მოულოდნელ წამოძახილს, ნათანის გვერდით ამომდგარი კიკინებიანი გოგო, მაშინვე გაეკრიჭა და სახლში უკითხავად შემოიჭრა.

-აქ რას აკეთებ?_მოულოდნელი სტუმრობით დაბნეულმა უტაქტოდ ვიკითხე და ნათანს გავხედე.

-შენი სამსახურის პირველი დღეა. _უყოყმანოდ მიპასუხა და სახლში ისე შემომეჭრა, თითქოს მისი ყოფილიყო.

-საერთოდ არ შეცვლილხარ გრეის. ჩიტები ისევ გიყვარს და შენი სახლიც. ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. ბევრი სკულპტურა, სასწავლო წიგნები და კლასიკური მუსიკა.

საკუთარი თავით კმაყოფილმა მას შემდეგ მომმართა, როდესაც ჩემი ნაგროვები კლასიკური მუსიკის დისკების წყება შეათვალიერა.

-ნათან._ჩემი პრობლემები ყელში ისე ძლიერად მიჭერდა ძველი მეგობრის დაუღალავ სურვილს, ოდნავ მაინც გავეღიმებინე, ვერაფრით ვუსრულებდი.

-შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? _ჩემი სერიოზულობით შეწუხებულმა ამჯერად დინჯად მიპასუხა და თვალი ბავშვებისკენ გააპარა.

-წამოდი დეიზი, ჩვენ ოთახს დაგათვალიერებინებ.-მიხვედრილი ზრდასრულივით ჩაკიდა მატეომ ხელი მასზე ორი წლით პატარა გოგოს და ჩვენ გაგვარიდა.

-ჭკვიანი ბიჭია. _მატეოს საქციელით გაოცებულმა ნათანმა ჩუმად ჩაიბუტბუტა და მზერა მე დამიბრუნა.

-შემიძლია ჩაიზე დაგპატიჟო. მხოლოდ ეს მაქვს._სამზარეულოს დახლთან მისულმა უკან მიუხედავად შევთავაზე და პასუხის მოსმენამდე ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now