"ბუნების ჰარმონია დაირღვა,როდესაც ლურჯი და მწვანე შეერწყა".
საუკუნეების განმავლობაში ამ წინასწარმეტყველებას ხალხი ცისა და მიწის შერწყმაზე წარმოიდგენდა,სანამ 1857 წელს მიწა არ იძრა და ციდან მთვარე არ გაუჩინარდა.
* * *
სარკეში ლურჯ თვალებს თავის ახალთ-ახალ სამოსს ავლებს და მაჯებში ისწორებს.თმას ლამაზად ივარცხნის და ოთახს ტოვებს.მის დანახვაზე ხალხი საქმეებს წყვეტენ და თავს მდაბლად უკრავენ.ლუი ყველას გვერდს უვლის და ერთ-ერთ მოახლესთან ჩერდება.ყავისფერთმიან გოგონას უყურებს და ოდნავ ჩაეღიმა.წინა ღამე გაახსენდა.როგორ მორიდებით იქცეოდა გოგონა,ის კი,მის წვრილ წელს ეხებოდა.ნელა მაგრამ ძლიერად მოძრაობდა გოგონას ფეხებშორის,მაგრამ ვერ იგებდა თუ რატომ არ აკმაყოფილებდა ბოლომდე.საბოლოო ჯამში კი მაინც ნასიამოვნები დარჩა მისით.
ამ დროის განმავლობაში მწვანე თვალები არ ცილდებოდა ლუის ნაქვთებს და წამით ოცნებებში ინაცვლებდა.მას არ გამოპარვია,თუ როგორ გაჩერდა ლუი ყავისფერთმიან გოგონასთან და როგორ ჩაიღიმა.დაინახა როგორ გაუწითლდა გოგონას ლოყები და თვალები დახარა.ჰარიმ ამოიოხრა და ისურვა მის ადგილას ყოფილიყო,მას შეხებოდა ლუი და ესიამოვნებინა.როდესაც მას ჩაუარა,სუნთქვა შეეკრა და თვალები აწია.ლუის მკაცრი გამოხედვა დასთამაშებდა სახეზე.სურვილი გაუჩნდა მის ნაქვთებს შეხებოდა,მისი გამხმარი ლოყები ხელებში მოექცია და ვარდისფერ ტუჩებზე ნაზად,მაგრამ ვნებიანად ეკოცნა.ეკოცნა მანამდე სანამ მათ გარშემო ყველაფერი არ გაქრებოდა,სანამ მათი წოდება:"მსახური" და "ბატონი" არ გაქრებოდა.უნდოდა მის ლამაზ წელზე შემოეხვია თავისი გრძელი,ნატიფი თითები და აღარასდროს გაეშვა.ამის წარმოდგებაზე ხმადაბლა ამოიოხრა,მაგრამ ამ პატარა ხმამაც კი მიიქცია ლუის ყურადღება და ჰარის დახედა.ლურჯი შეხვდა მწვანეს.ერთმანეთს უყურებდნენ და რაღაც გაურკვეველი ხდებოდა მათში.ერთმანეთს იზიდავდნენ,მაგრამ ამავდროულად განიზიდავდნენ კიდევაც.
YOU ARE READING
two ghosts (L.S.)
Short Story"ბუნების ჰარმონია დაირღვა,როდესაც ლურჯი და მწვანე შეერწყა" warning‼‼ +18!(არ ვიცი რამდენად უნდა ეწოდოს მაგრამ იყოს) მკვლელობა!
