,,ვიცი!" ყურთან ყვირილით ვუთხარი.

,,საბა დალიეთ?" კითხა ნუცამ.

,,რავი, კი. ცოტა."

,,ჰო და ახლა გაუძელი" დააშინა ნუცამ

,, ვაიმე რა ჩავიდინე"

,,კარგი ნუცა რეებს ეუბნები"

,,შენც თუ მეღადავები გადავირევი" ბოლოს გამწარდა საბა.

*გადავიხარხარეთ გოგოებმა*

,,აუ ჩემი კაი ახლა ვერ ხართ ვერცერთი" გაიბუტა საბა.

,,კაი რა საბუ არ გაბრაზდე" ჩავუჯექი კალთაში და მოვეფერე.

,, ჭკუიდან შემშლით თქვენ ბოლოს. ასე ვატყობ"

*ჩავიცინეთ*

,,კარგი შემირიგდი ახლა" ტუჩი გადმოვარტიალე და ხელი გავუწოდე შესარიგებლად.

,,არა" ხელები ახლართა ერთმანეთში.

,,შემირიგდი და გაკოცებ"

,,მაკოცებ?"

,,კი"

,,ბევრს?"

,,კი ბევრს"

,,კარგი კოცნად ღირს"

ერთმანეთით ტკბობა დავიწყეთ ნინი და ნუცა ოთახიდან გავიდნენ.

,,გამოდი გოგო გამოდი"

,,ჰო გავიდეთ. ამათ არ რცხვენიათ და ჩვენ მაინც შეგვრცხვეს" ჩაიცინეს.

ერთმანეთით ტკბობას რომ მოვრჩით საბამ საათს დახედა.

,,აუ გვიანია უკვე. უნდა წავიდე."

,,აუ საბა" გავიბუსე.

,, მთელი დღეა შენთან ერთად ვარ"

,,აუ ხო მაგრამ..."

,, კარგი რა რა მაგარამ? წავალ და დილას გნახავ."

,, კარგი"

სირიუსი საბას ფეხებთან მივიდა და საბას თვალებით ეუბნებოდა
,,მომეფერე სიძე"-ო.

,,ვა სირიუს" მოვუჭუჭყნე ცხვირი.

,,ვა დიდ თავა. როგორ შემაშინე. უფროსწორად დედაშენმა შემაშინა." ჩაიცინა და საბაც მოეფერა.

,,მე რა შეგაშინე. შენ შეშინდი" ჩაცინვით ვუთხარი.

,,ისე შენ თუ დედა ხარ მე რა გამოვდივარ?" იკითხა საბამ და სირიუსს თვალი ჩაუკრა.

,,საბა გეჩქარებოდა შენ" წარბები შევკარი.

,,არა მართლა მაინტერესებს, ვინ გამოვდივარ" ისევ მკითხა

,,ყურმოჭმული მეზობელი საბა, ახლა წადი" ვუთხარი და კარები მივუხურე.

*ზარის ხმა*

,,რა გინდა საბა"

,,კოცნა"

ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შევაერთეთ და ტკბობას შევუდექით.
მალე შემცივდა.

,, კარგი ნია შედი სახლში შეგცივდა"

,,კარგი"

,,ნია ამ დღეებში მაკასაც გავიცნობ და შენც გაგაცნობ ირმას, დედაჩემს"

,, კარგი, როცა გინდა"

,, ძილინებისა" მოვარდა ისევ მაკოცა ჩამეხუტა და გაიქცა.


ყველაფერი სიყვარულის ფერია✅Where stories live. Discover now