თავი 14

571 30 2
                                    

საღამომ კარგად ჩაიარა. საბამ სახლში მიმიყვანა.

,,მოვედით"

,,საბა ჩემთან წამოდი, დღეს მაკა არ იქნება"

,,მაკა რა შუაშია, უბრალოდ არ მინდა თქვენი შეწუხება"

,,საბა" თვალები დავუბრიალე. ,,ვის აწუხებ გოგოები შენგან მოისმენენ რაც ჩაიდინე"

,,ვაიმე, რა ჩავიდინე?" შეშინებული სახე მიიღო.

,,აუ რა სულელი ხარ საბა, არაფერი. გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი" გადავიხარხარე.

,,უიმე, გულმა ლამის დამარტყა გოგო" ჩაიცინა და ხელი გადამხვია.

ავედით სახლში. კარებზე დავაკაკუნე და სანამ გოგოები კარებს გააღებდნენ სირიუსის ყეფა გავიგეთ.

,, ძაღლი გყავს?" ცოტა შეშინებული იყო.

,,კი, ხო არ გეშინია?" ჩავიცინე.

,,არა რა მეშინია. ისა და ხო არ იკბინება?"

,,ცოტას"

,,ცოტას?" ისევ შეშინებული იყო.

,,ჰო, სამი მეზობელი უფეხოდ დატოვა ერთი უცხვიროდ"
ვეუბნები და ვცდილობ არ შევიმჩნიო რომ ვატყუებ.

,,ნია ახლა დამირეკეს საქმე გამომიჩნდა, უნდა წავიდე"

,,რას სულელობ. მოდი აქ, გეხუმრე" აქ უკვე სიცილი ვეღარ შევიკავე.

ამასობაში ნინიმ კარები გააღო. სირიუსი დამეტაკა, ბევრი მლოკა და მეფერა.

,,საბა, ნია ხო მშვიდობა გაქვთ?" ნინი გაკვირვებული უყურებდა შეშინებულ და გაურკვეველ საბას.

,,რავი მგონი" საბა შეიშმუშნა.

,,ნია რა ხდება?"

,,საბას... ვაიმე დედა... საბას სირიუსის... შეეშინდა" სული ვეღარ მოვითქვი სიცილისგან რომ გამართულად მეთქვა წინადადება.

,,ეს თქვენი დაქალი გიჟია" ჩაიჩურჩულა საბამ.

,,ვიცით" გადაჩურჩულეს გოგოებმა.

,,საბუშ რას შვები ხო ხარ კარგად?" თავზე ხელი მოვუსვი.

,,გიჟი ხარ გოგო! გიჟი!" ხმამაღლა თქვა.

ყველაფერი სიყვარულის ფერია✅Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz