(20) ქობულეთი.

Start from the beginning
                                    

- ხო, სანდრო.

- ჯიგარი ხარ! _ ლოყაზე მაკოცა და მანქანას მიუბრუნდა.

***

- შუა გზიდან ადგილებს შევცვლით. _ უთხრა თორნიკემ სანდროს და ჩაფხუტი გადმომაწოდა. დავიფარე, თუმცა შეკვრა გამიჭირდა. აქამდე შეხება არასდროს მქონია.

- დაგეხმარო?

- არა. შევიკარი, უკვე.

- კარგი. _ თავადაც მოირგო ჩაფხუტი და მოტოციკლეტზე დაჯდა. უკან მივუჯექი, არადა არანაირი სურვილი მქონდა ამით მემგზავრა.

- ხელები წელზე მჭიდროდ მომხვიე.

- კარგი. _ ხელები მართლაც შემოვხვიე და ზედ პატარა ბავშვივით ავეკარი.

- წავედით?

- წავედით. _ ვთქვი თუ არა მაშინვე ვინანე. სანდრომ ხომ იცოდა, სიჩქარის რომ მეშინოდა? თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და თორნიკეს უფრო ძლიერად მოვეხვიე.

***

საბოლოოდ, ქობულეთში შუადღისას ჩავედით. ჩვენი დროებითი სახლის ეზო მთლიანად მწვანედ იყო დაფარული. ხეებს შორის ეკიდა პატარა ჰამაკი და იდგა გადახურული მაგიდა, თავისივე სკამებით. სახლი ორ სართულიანი იყო, ბევრი ოთახით. მისვლის თანავე ძალა გამოცლილები გავწექით იქვე.

- პროდუქტები საერთოდ არ გვაქვს. _ ამოიწუწუნა ქეთამ და საწოლზე წამოჯდა.

- ახლა ისე ვარ, შეიძლება მოვკვდე, ამიტომ ეგ ნაკლებად მაღელვებს. _ ამოვიოხრე და თვალები დავხუჭე. ძილი საშინლად მერეოდა.

- საღამოს გავიდეთ. ახლა მეც არ მაქვს რაიმის თავი. _ თავადაც კვლავ გადაწვა.

დაღლილობისა და გუშინდელი ღამის უძილობის გამო ადვილად ჩამეძინა.

***
საღამოს, ყველა ერთად გავედით ქობულეთის ქუჩებში. ადგილობრივი რესტორნებიდან ქართული მუსიკების ხმა გამოდიოდა და მე და ქეთაც სხვადასხვა ილეთებით ვაფორმებდით.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now