თავი 1.

76 3 2
                                    

ხმამაღალ მუსიკას მთელი სხეულით შევიგრძნობ და რითმს აყოლილს ნაკლებად მადარდებს ირგვლივ მყოფი ხალხი .

იმდენი ხანია ,  თავისუფლება არ მიგრძვნია არც მოჭარბებულ სასმელს ვაქცევ ყურადღებას .

ჩემს წინ მდგარ სტეისის ხელებს ვხვევ მხრებზე და მასთან ახლოს ვაგრძელებ ცეკვას .

მხოლოდ ჩემს აჩქარებულ გულს , ხმამაღალ მუსიკას და ბგერებს ვგრძნობ რომელსაც ჩემი ტუჩები ტოვებს .

დადებითი ემოციებისგან უაზროდ მეღიმება .

- ვიღაც გაშტერდება - ხმამაღლა ჩურჩულებს ჩემს ყურთან და წინ ჩამოშლილ თმას უკან მიწევს .

შეკრული წარბებით მტრულად უყურებს აშკარა მსხვერპლს და სიცილისგან გამოწვეული სასიამოვნო ტალღაც მივლის სხეულში .

- ისე საშიშად გამოიყურები არ მგონია მომიახლოვდეს , პატარავ - ლოყაზე ვაკრავ ტუჩებს და მის პრწკენაზე უსიამოვნოდ ვიშმუშნები .

უკანა ჯიბეში მოთავსებული ტელეფონი მოულოდნელად ყვება მუსიკის ხმას და ბზუილით მახსენებს თავს .

- უნდა ვუპასუხო , ნაილთან მიდი - დედაჩემის ზარს ვანახებ სტეისის და ვცდილობ ხალხში გზა გავიკვლიო .

გარეთ გასვლისთანავე ვგრძნობ მარტისთვის დამახასიათებელ სიცივეს .

სითბონარევ უცნაურ სიოს .

თითქოს ჩემნაირს .

მის გრილა ტონებს ჩემს კანზე გაბნეული უამრავი მარგალიტი ეხმაურება და გაურკვეველ გრძნობებად მივრცელდება სხეულში.

- დედა - შემომავალი ზარი მაწყვეტინებს დარეკვის მცდელობას და მეც მაშინვე ვპასუხობ მას .

- სად ხარ? - მის კითხვაზე თვალებს უნებურად ვატრიალებ . მშვენივრად იცის ჩემი ადგილსამყოფელი , მაგრამ ვერაფრით უმკლავდება ნერვიულობას - დიდი ხანია გირეკავ , არ გესმოდა?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 17, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ხელი არ გამიშვაWhere stories live. Discover now