6 თავი

3.7K 206 345
                                    

გადაწეული ფარდებიდან მზის სხივები აღწევენ ოთახში და ომეგას სახეზე ელამუნებიან. ომეგა თვალს ფრთხილად ახელს და რამდენჯერმე ახამხამებს დამძიმებულ ქუთუთოებს. პირველი რაც მას მხედველობაში ხვდება თეთრი ჭერია. პირიდან ხმადაბალი კვნესა და ოხვრა ამოსდის. ამდენი ხანი ერთ მდგომარეობაში წოლისგან სხეულის ყველა კუნთი სტკივა.

თვალს კიდევ ერთხელ ავლებს ოთახს, ყველაფერი ისევ ისეა როგორც წინაზე იყო. არაფერი შეცვლილა იმის გარდა რომ ახლა მის საწოლზე ლამაზად დაკეცილი მოსამსახურის ფორმა დევს, ზემოდან წერილით: "გაღვიძებისთანავე ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი"

იმ წამსვე თვალწინ უდგება თითოეული დეტალი. შიშისგან კანკალს იწყებს. ახლაღა ამჩნევს რომ მის ხელებზე და ფეხებზე ბორკილები მოხსნილი აქვს. ჯერ კიდევ ვერ იგებს რა ჯანდაბა ხდება მის თავს. რატომაა აქ. რა მიზეზით. ან არსებობს თუ არა საერთოდ მიზეზი?

წარმოდგენა არ აქვს. შეშინებული და დაბნეული ერთდროულადაა. მისი ტვინს კი თითქოს უკვე თითქოს შეეწყვიტა მუშაობა. არ შეეძლო აზრების დალაგება.

ფეხზე დგება. მუხლები უკანკალებს, და არა მარტო მუხლები, არამედ მთელი სხეული. თავბრუ ესხმის, ყველაფერი ტრიალს იწყებს, მუხლები ეკვეთება და პატარა სხეული იატაკზე ვარდება.

როგორღაც იკრებს ძალას იატაკიდან ასადგომად და კედლის დახმარებით ძლივს აღწევს ღია ფანჯარამდე. ჰაერს ღრმად ისუნთქავს, ქვემოთ იყურება, ეზოს თვალს ავლებს.

ეზოში რამდენიმე დაცვაა გადანაწილებული გარდა ამისა გადახტომა და გაქცევა რომც უნდოდეს, შანსი არ აქვს.

პატარა, სუსტი ომეგასთვის ზედმეტად მაღალია. მერე რა რომ მხოლოდ მეორე სართულია? დიდი, მაღალ ჭერიანი ოთახების გამო ისე ჩანს თითქოს მეორე კი არა მესამე სართული იყოს.

გადახტომას აზრი არ აქვს. რომ სცადოს რამის მოტეხვის გარეშე ვერ დაასრულებს და ვერც გააღწევს აქედან.

Ai ajuns la finalul capitolelor publicate.

⏰ Ultima actualizare: Apr 09, 2022 ⏰

Adaugă această povestire la Biblioteca ta pentru a primi notificări despre capitolele noi!

მოსამსახურეUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum