part 22

235 24 15
                                    

(ჰიო)

_ორი დღე ისე გავიდა ჰანასთვის არც კი დამირეკავს... ძალიან მიძნელდებოდა მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთესს იპოვის მომავალში_

(ჰანა)

ორი დღე გავიდა და საერთოდ არ შემომხმიანებია რამდენჯერაც ჰიოსთან მივედი იმდენჯერ რონა დამხვდა მასთან,  ამიტომ ცოტა სიტუაციის გასანეიტრალებლად გადავწყვიტე მამას აგარაკზე დამეპატიჟებინა ყველა იმედია ორი დღე მოიცლიდნენ ორი თუარა ერთი მაინც... ყველას სათითაოდ დავურეკე, ყველა თანახმა იყო, ჰიოს გარდა ის არ მპასუხობდა... ალბათ არ სცალია ამიტომ გადავწყვიტე დღეს 7 საათზე ყველა ჰიოსთან შევკრებილიყავით და მოგვეგვარებინა ყველაფერი მე უბრალოდ მამას დათანხმება მჭირდებოდა რაც გუკის წყალობით არ გამიჭირდა ნამდვილად! 7 საათზე უკვე ჰიოსთან ვიყავით

-ბიჭებო როგორ მომენატრეთ _ყველას სათითაოდ გადავეხვიე_
-ჰიო არ გინახავთ? დღეს არც მოსულა მთელი დღე სახლში იყო
- სახლში? მე რომ მოვედი რონამ მითხრა რომ დიდი ხნის წამოსული იყო კომპანიაში _ეგრევე რონას გავხედე_
-ძალიან დაღლილი იყო და არ მინდოდა ვინმეს შეეწუხებინა
-მისიმინე რონა მაგას მე გადავწყვეტ ჩემს შეყვარებულს როდის მოვაკითხო, და როდის გავაღვიძო გასაგებია? რა უფლება გაქვს რომ მატყუებ?
-ტონს დაუწიე! არმინდოდა ვინმეს გაეღვიძებინა თქო
-ჰიოსთან ავდივარ არავინ ამოხვიდეთ! _გამწარებულმა ვიღრიალე_
-ჰანა სძინავს თქო ნუ აწუხებ დაღლილია
-რონა! შენი ადგილი იცოდე და ნუ ერევი მათ ურთიერთობაში _დაუყვირა ლიქსმა_
-კი მაგრამ ლიქს...
-კიდევ გავიმეორო?

_კიბეებზე ავირბინე და მის ოთახში შევედი, ისე პატარა ბავშვივით ეძინა არ მინდოდა გამეღვიძებინა მაგრამ ფეხის ხმაზე როგორც ჩანს გაეღვიძა_

-უმ ჰეი ბოდიში თუ გაგაღვიძე
-არაუშავს მოდი ჰანა
-როგორ ხარ ორი დღეა არ შემხმიანებიხარ, არც კი მპასუხობდი რო გირეკავდი... რო გაკითხავდი კიდე რონა მხვდებოდა და მატყუებდა რომ სახლში არ იყავი და ამიხსნი რაშია საქმე სანამ ჭკუიდან გადავედი?
-უბრალოდ ძალიან გადატვირთული ვარ ამ ბოლო დროს და არ მინდოდა არავის ნახვა
-არც ჩემი?
-ეგ რა შუაშია?
-აბა რანაირად იქცევი ეს ერთი თვეა?
-რას გულისხმობ?
-რას ვგულისხმობ? დააკვირდი ჰიუნჯინ შენს ქცევებს აბა?! შეტყობინებაზე მოკლე
პასუხები ტელეფონს არ მპასუხობ და ვიღაც რონა მიწყვიტავს მე აქ მოვალ თუ არა! ეს ნორმალურია გამაგებინე! _უკვე ყვირილზე გაადავდიოდი_
-ბოდიში ჰანა მაგრამ რა გავაკეთო ჩემი თავისთვის არ მჩება დრო
-როგორც ჩანს თავს მასთან უფრო კარგად გრძნობ ვიდრე ჩემთან... _ლოგინიდან წამოვდექი და ოთახიდამ გამოვედი_
-ჰეი ჰანა დამელოდე _წამოხტა ჰიო_
_კიბეები ელვის სისწრაფვით ჩავიარე და სახლიდან გამოვედი_

LOST IN HIS EYES {H.HJ}Where stories live. Discover now