უცნობი ულვაშიანი კაცის სიკეთე ჩემთვის ჯერ კიდევ კარგად მივიწყებული ძველი იყო. უსიამოვნოდ გამოვლილი ოცდა რვა წლის განმავლობაში ის კაცი პირველი იყო, რომელმაც დახმარების ხელი გამომიწოდა.

-გა-სა-ხლე-ბის ბრძა-ნე-ბა._მატეოს ენის ბორძიკით წარმოთქმულმა სიტყვებმა დამზაფრა.

შეშინებულმა ბოსტნეულს თავი მაშინვე მივანებე და მატეოსკენ გაფართოებული თვალებით შევბრუნდი.

-გრეის, ეს შენი ფურცელია?_ცნობისმოყვარე მატეომ ხელში მოქცეული ფურცელი დაუზარელად მომირბენინა და პატარა გმირივით ამომხედა.

-ყოჩაღი ბიჭი ხარ მატეო._ძალით გავუღიმე შექებისთვის გამზადებულ ბავშვს და ახალ დოკუმენტს შეშინებულმა გაფართოებული თვალებით დავხედე.

გრეის ჰარპერს.

ქალბატონო გრეის, მოგახსენებთ, რომ სახლთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა. თვენი გადასახადი კი ჯერ ისევ დაუფარავია.

სწორედ ამიტომ გაცნობებთ. მომდევნო შვიდ სამუშაო დღეში დაფაროთ გადასახადი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბინის დაცლა მოგიწევთ.

მფლობელი: მერი სტიუარტი

ქეითის ბოლო შეტევის გამო კონტრაქტის გასაგრძელებელი თანხა ჯერ კიდევ არ მქონდა. დრო კი იწურებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ წუთს შემეძლო სახლში, დედასთან და ქეითთან დაბრუნება, ამის გაკეთება მაინც არ მინდოდა.

ერთ დროს ვარსკვლავური მწვერვალებისკენ გაწეულს, ჩემი ერთადერთი მიღწევის დათმობა არ მინდოდა.

არ მინდოდა ახალი სამსახურის ძებნით მიღებული სტრესი, ჩემი ოჯახის უკანასკნელი წევრების ავადმყოფობის მიზეზი გამხდარიყო.

-გრეის, ცარიელი მაცივარი რატომ გაქვს? -იმედგაცრუებული მატეოს ხმამ გაუაზრებლად მაიძულა ზრდასრულთა დაუსრულებელ პრობლემებს მოვმწყდარიყავი და პატარა პარაზიტზე გადავრთულიყავი.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now