8

809 62 31
                                    

თქმა აღარ მჭირდება რადგან წელი მაქვს გაკავებული...ის ტახი ძლივძლივობით ავიყვანე თავის ოთახში...და წამოვაგორე...

ჯობია ახლა  წიგნებს მივუჯდე ვისწავლო..რადგან გამოცდა მაქვს ხვალ...თან ზედამხედველი ნამჯუნი იქნება...
ამიტომ გადაწერის შანსი ნულია..

💙

სწრაფად ვდგები და ვიცმევ...თურმე სწავლისას ჩამძინებია....და არც მაღვიძარა დამიყენებია...კიდეკაი კარი ქუქიმ რომ შემოაღო...და შემყვირა
ქვემოდ ჩავდივარ....

___დილამშვიდობის ქუქი, ახლა ვერ ვისაუზმებ უნდა გავიქცე გამოცდაზე მაგვიანდება....

სიტყვის თქმას არ ვაცლი ეგრევე ვაღებ კარებს და გარეთ გავბივარ...

თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი...30 წუთში ეგრევე ინსტიტუტში მივედი....შეგახსენებთ 1 საათი მჭირდება ხოლმე იქ მისასვლელად...

აუდიტორიის კარები შევაღე...და ზარიც ირეკება...ოფლი ღამაღუპით მდის, ფეხები მიკანკალებს...ვგრძნობ დიდ ხელებს ჩემს გარშემო მაღლა ავიხედე შუგააა...თბილი და ამავედროს აღელვებული მიმზერდა...სკამზე დამსვა...სალფეთქი ამოიღო და დაიწყო ჩემი სახის მოწმენდვა ოფლისგან...მოჯადოებული ვუყურებდი...ძალიან საყვარელი ადამიანია....

კარებს მთელი ძალით ვიღაც აჯახუნებს...ბატონი ნამჯუნია...

___ბატონო იუნგი შეგიძლიათ თქვენს ადგილას რომ დაბრძანდეთ? მემგონი ქალბატონი შ/ს თავის თავს თვითონვე მიხედავს....

შუგაც მას ემორჩილება რადგან ნამჯუნის ეშინია ნუ ყველას ეშინია ლექტორებსაც კი...რადგან გაბრაზებული ნამჯუნის ნახვა სარისკოა ჩვენივე სიცოცხლისთვის...ერთხელ შევესწარი დერეფანში რომ ეჩხუბებოდა ერთ-ერთ ლექტორს...არვიცი რის გამო,მაგრამ მისი განრისხებული გაწითლებული სახე არასდროს დამავიწყდება...იმხელა ხმაზე ყვიროდა..მაჟრიალებდა..მეშინოდა...ბოლოს რომ ვეღარ გავუძელი ეგრევე სახლში წავედი...

ფსიქოპატი ✔️Where stories live. Discover now