ტკივილნარევი წარსული

Comenzar desde el principio
                                    

      - ძალიან შემაშინე პატარავ

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

- ძალიან შემაშინე პატარავ. როცა დაგინახე თუ როგორ უსუსურად ჩამივარდი ხელებში სამყარო თავზე დამენგრა. ჯანდაბა აღარასდროს მინდა ამ მდგომარეობაში გნახო, ზედმეტად ძვირფასი ხარ გესმის?
გთხოვ თავს გაუფრთხილდი, ჩემთვის გააკეთე ეს პატარავ... მიყვარხარ - პალატიდან გავიდა, რადგან არ უნდოდა ლინას თავი არაკომფორტულად ეგრძნო როცა გაიღვიძებდა, მაგრამ საავადმყოფო არ დაუტოვებია, მას აქ მარტო არ დატოვებდა. მთელი საავადმყოფოს და ასევე ანდრიას ყურადღება ლინას დაქალის ლოლას ხმამაღალმა საუბარმა მიიპყრო, რომელსაც სახეზე ეტყობოდა თუ როგორ ღელავდა საკუთარ დაქალზე.
- რომელ პალატაშია ლინა, ლინა დადიანი?
- მესამე სართულზე 102ე პალატაში - სასწრაფოდ მასთან აირბინა და პალატაში შესვლისას მისი დაუდევრობით გამოწვეულმა ხმაურმა ლინას გაღვიძება გამოიწვია. ლოლა მასთან მივიდა და ძლიერ მოეხვია.
- ღმერთო ვერ წარმოიდგენ როგორ შემეშინდა როცა გავიგე რომ საავადმყოფოში იყავი ჩემო ლამაზო - თან თავზე ხელს უსმევდა. ლინა ჯერ კიდევ ბოლომდე გამოფხიზლებული არ იყო და ვერ გაერკვია თუ ვინ მოიყვანა ის აქ, მაგრამ ახსოვდა რომ სანამ გონებას დაკარგავდა ბოლოს ანდრიასთან ერთად იყო სასტუმროს დიზაინის სანახავად, ნუთუ მან მომიყვანა. მაგრამ ის სიტყვები რომელიც ძილში ჩამესმა მისი ნათქვამი არ არის ხომ? ალბათ დამამშვიდებლის ბრალია. ფიქრებში იყო გართული როცა იგრძნო როგორ შეანჯღრიეს მისი სხეული.
- ლინა კარგად ხარ? რამდენიმე წუთია გეხაძი მაგრამ ხმას არ მცემ.
- კარგად ვარ, უბრალოდ ჩავფიქრდი, ვინ მომიყვანა აქ.
- ანდრიამ.
- რა? შენ საიდან იცი?
- პალატასთან ახლოს დავინახე - ანუ ანდრიამ მომიყვანა აქ, რატომღაც შემრცხვა... უცებ ექიმის ხმა გავიგე.
- ქალბატონო ლინა თავს როგორ გრძნობთ?
- გმადლობთ, კარგად ვარ, უბრალოდ თითქოს გამოფიტული ვარ.
- თქვენს ქმარს უკვე ვუთხარი მაგრამ თქვენც გაგიმეორებთ თქვენი ეს მდგომარეობა გამოიწვია გამოიწვია პანიკურმა შეტევამ, რომელიც შიშის ფონზე განხორციელდა. ასევე მინდა ავღნიშნო თქვენი ფიზიკური მდგომარეობა, ორგანიზმი დასუსტებულია, როგორც საჭირო ნივთიერებების და ვიტამინების ნაკლებობით, ასევე სხეულის წონით.
ეს გამოწვეულია არასწორი და არასაკმარისი კვებით, ამიტომ გთხოვთ აკონტროლეთ რომ დროულად და კარგად იკვებოთ - ექიმის სიტყვები ვერ გავიგე რადგან თავში მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა ქმარი, ანდრიაზე ამბობს? საიდან მოიტანა რომ ჩემი ქმარია.
- ასევე მაინტერესებს პანიკური შეტევები ხშირად გაწუხებთ - ამის გაგონებაზე თავი დავხარე. არ მინდოდა ექიმი მომეტყუებინა და არც ის მინდოდა რომ ლოლას გაეგო ჩემი შეტევების შესახებ.
- დ..დიახ - ლოლამ გაკვირვებულმა შემომხედა.
- გასაგებია, რამდენიმე წამალს გამოგიწერთ, ეხლა კი ცოტა დაისვენეთ და გადასხმის დამთავრების შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ დროულად იკვებეთ და არანაირი სტრესი - ექიმი გავიდა თუ არა ლოლა გაბრაზებული მომიბრუნდა.
- მე ეს რატომ არ ვიცოდი?
- არ მინდოდა გენერვიულა - ამოვილუღლუღე.
- მაგრამ რატომ? შენი საუკეთესო დაქალი ვარ, შენი უფროსი დასავით ვარ, ოჯახად მიმაჩნიხარ - ხმას აუწია, მას შევხედე და დავინახე აცრემლიანებული თვალები.
- ჯანდაბა რანაირი დაქალი ვარ, ეს როგორ არ ვიცოდი. უნდა მივმხვდარიყავი, შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი, უნდა მენუგეშებინე... - ვერ წყნარდებოდა ამიტომ ავდექი და მოვეხვიე.
- მაპატიე გთხოვ.
- რისი გეშინია ასე რომ პანიკური შეტევები გიტევს?
- მე... მ-მე... ის ღამე... - უკვე მიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი. რამდენიმე წლის წინ ჩემი კომპანიის გახსნის აღსანიშნავად მე და ლოლა კლუბში წავედით. იმდენად დავთვერით რომ ვერაფერს ვიგებდით, სრულიად გათიშულები ვიყავით. სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გავედი და იქ ვიღაც ბიჭი დამხვდა რომელიც ხარბად მათვალიერებდა, ეტყობოდა რომ ისიც საკმარისად მთვრალი იყო. ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა, უკან კლუბში შესვლა დავაპირე მაგრამ ხელი დამტაცა და კლუბის უკან გამიყვანა. ვყვიროდი მაგრამ ჩემს ყვირილს კლუბიდან გამოსული ხმამაღალი მუსიკა ფარავდა. წინააღმდეგობას ვუწევდი მაგრამ რამდენჯერმე გამარტყა რის გამოც წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ მქონდა ამას ემატებოდა სასმელიც რომელიც ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით იყო ჩემს ორგაბიზმში.
კოცნა დამიწყო, ყელზე ჩაუყვა და ბოლოს ტანსაცმელი შემომახია. იმ ღამეს დავკარგე ქალიშვილობა. გამაუპატიურეს. იმ ღამის შემდეგ შეიცვალა ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა. ამიტომ აღარ დავდივარ ხშირად ისეთ ადგილებში როგორიცაა კლუბი, ამიტომ ვარიდებ თავს ბიჭებს რადგან მეშინია. მათი მეშინია, ასევე მეშინია სექსუალური კავშირის, რადგან იმ დღეს დიდი ტკივილი განვიცადე, ძალიან მტკიოდა მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი. მეშინია იგივე არ გამეორდეს.
- მაგრამ ეგ ხომ წლების წინ იყო, მაგ დღის შემდეგ... მთელი ეს წლები პანიკური შეტევები გქონდა?! - ხმას არ ვიღებდი.
- ლინა მიპასუხე!!! - დამიყვირა.
- ლოლა ბოდიში, გთხოვ მაპატიე. გპირდები აღარაფერს დაგიმალავ - მეც ვტიროდი.
- მიპასუხე ეს რატომ გააკეთე? - ხმა დაურბილდა.
- იმ.. დღეს.. როცა.. გ-გგამაუპატიურეს ცხოვრება დამენგრა, თავს საშინლად ვგრძნობდი, კოშმარები არ მასვენებდნენ, ყოველ ღამე. ტირილში ვიღვიძებდი, სიკვიდილი მინდოდა გესმის? დაგიმალე იმიტომ რომ არ მინდოდა იგივე გეგრძნო რაც მე, ტკივილი - ყველაფერს ვუყვებოდი და თან ვტიროდი, არ მინდოდა მისთვის კიდევ რამე დამემალა. ლოლა მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა, ორივე ძლიერ ვტიროდით და მგონი ჩვენ ეს ნამვილად გვჭირდებოდა.

     - ღმერთო არ ვიცი რა გითხრა, ნეტავ ჩემთვის გეთქვა, გვერდში დაგიდგებოდი, გულში ჩაგიკრავდი, განუგეშებდი ჩემო ლამაზო

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

- ღმერთო არ ვიცი რა გითხრა, ნეტავ ჩემთვის გეთქვა, გვერდში დაგიდგებოდი, გულში ჩაგიკრავდი, განუგეშებდი ჩემო ლამაზო.
ჯანდაბა ეს არ უნდა გადაგეტანა, არ იმსახურებდი... - ამ ყველაფერს ანდრია უსმენდა, პალატის კართან იდგა და თითოეული სიტყვა გარკვევით ესმოდა, ვერ იჯერებდა მონაყოლს. ბრაზმა შემოუტია და ასევე... გული ეტკინა. უნდოდა ვინმე ეცემა, უნდოდა ის ტიპი სიკვდილამდე ეცემა ვინც მის საყვარელ ქალზე გაბედა და ძალა იხმარა, მაგრამ ასევე უნდოდა ლინასთან მისულიყო და ეთქვა რომ მას დაიცვდა და უფრო ძლიერ შეიყვარებდა, უნდოდა ენუგეშებინა და ერთად გადაეტანათ ეს ტრავმა, მაგრამ კარგად იცოდა რომ ამას ვერ გააკეთებდა... ჯერ. საავადმყოფოდან გაცოფებული გავიდა, ალექსანდრეს დაურეკა და დასალევად წავიდა, ეს სჭირდებოდა.
- ანუ ძალა იხმარე არა?! შენი დედაც შე ნაბიჭვარო. სადაც გიპოვი იქვე ჩემი ხელით მოგკლავ. არ შეგარჩენ ჩემი ქალის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას ნაძირალავ.

პირველრიგში ბოდიშით ცენზურის დარღვევისთვის და დაგვიანებისთვის

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.


პირველრიგში ბოდიშით ცენზურის დარღვევისთვის და დაგვიანებისთვის. გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი რადგან ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ასევე დააკომენტარეთ რისი ნახვა გსურთ შემდეგ თავებში...
კიდევ gifებში სახეებს არ ვიმჩნევთ, მათ ვიყენებ რათა უკეთესად გამოვსახო თავში ასახული ემოციები ან კადრები.

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაDonde viven las historias. Descúbrelo ahora