II

989 72 62
                                    

დილის ათის ნახევარი. თეჰიონი საბანში იყო გახვეული და ტკბილად ეძინა. შავი ხვეული თმა შიბლზე ჩამოჰყროდა და მშვიდად სუნთქავდა. ტელეფონმა დარეკა, თვალები არც გაუხელია ისე დაიწყო ტელეფონის ძებნა. 

 -გისმენთ.-პირი გააწლაკუნა კიმმა. 

 -გამარჯობათ კომპანია KU დან გიკავშირდებით, თქვენი სივი ვნახეთ და დღეს შეხვედრაზე ხართ დაბარებული 4 საათზე.თან იქონიეტ პირადობის მოწმობა რათა თქვენი ვინაობა დავადასტუროთ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ- საუბარი დაასრულა გოგონამ.

 -მადლობთ თქვენც.

 როგორ გრძნობდა თავს თეჰიონი? ყველაზე იღბლიან ადამიანად სამყაროში. თოთხმეტი წლის შემდეგ პირველად შეხვდება ჯონგუკს. მის პირველ სიყვარულს და ერთადერთ მამაკაცს მის ცხოვრებაში. პირველად გაუჩნდა შანსი ჯონგუკთან შეხვედრის, როცა ჯონგუკი და თეჰიონი ავარიაში მოყვნენ ჯონგუკი თეჰიონზე მძიმედ იყო, თეჰიონს კი მასთან მიახლოებას უკრძალავდნენ ჯონგუკის მშობლები კატეგორიული წინააღმდგი იყვნენ მათი ურთიერთობის, ჯონგუკის მამა დაემუქრა კიდეც. მაშინ პატარა იყო და რა თქმა უნდა ეშინოდა უფროსი ჯონის.

_

-თეჰი ბორდიულზე ადი და მე გატარებ. 

 -კარგი რა უაზრობაა. 

 -წავიდეთ და მანქანით გავისეირნოთ? 

 -ნაყინის საჭმელად წავიდეთ. 

 -წავიდეთ ჩემო პატარა-ხელი გადახვია ბიჭს.

_

მთელი დილა იმაზე ბწობდა თუ რა უნდა ჩეცვა პირველ დღეს პირველი შთაბეჭდილება მაინც მნიშვნელოვანიაო, თან ძმას უბურღავდა ტვინს სკაიპით.

-ჯუნი ყავისფერი პალტო არ ჯობია? უფრო კლასიკურია.

-ნეტა საიდან გაქვს ამდენი. 

-დებილო შენ გამომიგზავნე.

ნამჯუნი დიდი ხანია საზღარგარეთაა, ნიუ იორკში. თეჰიონს ტანსაცმელს უგზავნის ხოლმე. არა კიარ აკლია რამე მაგრამ ტანსაცმლის მანია სჭირს.

თოთხმეტი/FourteenWhere stories live. Discover now