2 თავი

1K 67 26
                                    

დილით გავიღვიძე 9 საათი იყო არ ვიცი ასე ადრე რატომ გავიღვიძე მაგრამ მალევე ავდექი გავემზადე და გადავწყვიტე კაფეში წავსულიყავი.

  ქუქის pov.

დილით ხმაურმა გამაღვიძა. ჯერ 9 საათი იყო კომპანიაში 12 მივდიოდით. ძილის შებრუნება მინდოდა მაგრამ ვინ დაგაძინებს დაბლა ბიჭები ალბათ რაღაცას თამაშობდნენ და ძალიან დიდ ხმაზე ყვიროდნენ.

დაბლა ჩავედი და რას ვხედავ. თაე და ჯიმინი ვიდეო თამაშებს თამაშობდნენ,ჯინი საჭმელს აკეთებდა და თან ნამჯუნს ეჩხუბებოდა რომ სამზარეულოში არ შემოსულიყო,ჰობი თასს და ჯიმინს უყურებდა და ბოლო ხმაზე იცინოდა,შუგა არ ჩანდა ალბათ ეძინა.

ზევით ავედი გავემზადე და როცა დაბლა ჩამოვედი ჯინი შემეფეთა

-სად მიდიხარ (ჯინი)
-კაფეში. რა არის რომ (მე)
-რა კაფე ჩემი გაკეთებული საჭმელი არ ჯობია (ჯინი) ამაზე გავიცინე -რა გაცინებს მოდი ეხლა და ჭამე თან წადი და შუგასაც დაუძახე (ჯინი)
ამ დროს იუნგი ჩამოდის. ხელში ბალიში უჭირავს და იზმორება
-რა იყოთ ხალხო იქნება და დამაძინოთ ცოტა ჩუმად რომ იყოთ არა? შენ კიდე დედა ჯინ გაუშვი ბავშვი სადაც მიდის დაანებე თავი (შუგა) იქვე ჯდება და ბალიში ხელში უჭირავს
-კარგი ხო წადი ოღონდ რეპეტიციაზე არ დააგვიანო (ჯინი)
-კარგი დედა ჯინ არ დავაგვიანებ (მე) ჯინი გამოკიდებას აპირებდა როცა კარები გავიხურე და წავედი

შეფუთული ვიყავი ასე რომ ვერავინ ვერ მიცნო თან კაფეც იქვე იყო. ვიფიქრე ბამიც წამეყვანა მაგრამ მაინც დავტოვე. როცა მივედი არავინ იყო რადგან დილა იყო.ყავა ავიღე და იქვე კუთხეში დავჯექი და თან ძაღლებს ვეთამაშებოდი

ნანი pov.

მივედი ყავა შევუკვეთე სანამ გამზადდებოდა ძაღლებთან წავედი რომ ცოტა ხანი მათთან მეთამაშა. როცა მივედი დავინახე ბიჭი რომელიც ასე გამოიყურებოდა.

ARMY DREAM Where stories live. Discover now