-ეს რა ჯანდაბაა - გაჰყვირის მამაჩემი ბოლო ხმაზე და სტეიკიან თეფშს ჩემი მიმართულებით ისვრის. თავის ჩაწევა მოვასწარი თორემ დიდი ალბათობით ის თეფში კედლის მაგივრად მე მომხვდებოდა სახეში. თავს ძვლივს ვიკავებ მას არ მივვარდე და ჩემი ხელებით არ გამოვასალმო სიცოცხლეს. მოითმინე, ცოტაც მოითმინე. შეძლებისდაგვარად ვამშვიდებ ჩემს თავს მაგრამ არა, ის მაინც არ ჩერდება და ისეთ სიტყვებს ამბობს რასაც საბოლოოდ გამოვყავარ მწყობრიდან
-დედაშენს არ უსწავლებია შენთვის წესიერად საჭმლის მომზადება? - ზიზღით გამომხედა და დივანზე კომფორტულად მოკალათდა, პულტი ხელში მოიმარჯვა და ტელევიზორში არხების თვალიერება უდარდელად დაიწყო. ტვინში სისხლმა ამასხა. როგორ ბედავს და დედაჩემს ახსენებს. ნაბიჭვარი. მეტი ვეღარ მოვითმინე და ბოლო ხმაზე ვუღრიალე
-აღარ გაბედო და მეორედ დედაჩემი ახსენო - მოულოდნელობისგან შეხტა და გაბრაზებულმა გამომხედა. ჩაშავებული თვალებით მიყურებდა. ჯანდაბა. დარწმუნებული ვარ ჩემი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა არსებობს, ჩემს ოთახში გაქცევა და იქ ჩაკეტვა მანამ სანამ მასში ჩასახლებული დემონი არ დაწყნარდება მაგრამ უკვე საკმარისია. ეს ყველაფერი ყელში ამოვიდა და დღეს ნამდვილად არ ვაპირებ მისთვის დათმობას
-რამდენს ბედავ? ჰმ? როგორ ბედავ და ჩემთან ხმას უწევ - ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა. მარჯვენა ხელი მაღლა ასწია დასარტყამად მე კი მარცხენა ხელით დავუკავე და მარჯვენა სახეში მოვუქნიე. წაბარბაცდა და მისაღებში მდგარ მაგიდას დაეჯახა. მაგიდაზე მდგარი ვაზა კი ძირს დაეცა და ნაფშხვენებად იქცა
-შე პატარა ნაბიჭვარო - მუშტი მოიქნია მაგრამ ამჯერად ვეღარ მოვახერხე მისი აცილება და ყბაში მითავაზა. მუხლებზე დავეცი და წონასწორობის შესაკავებლად ხელები იატაკზე დავაწყვე და მათ დავეყრდენი
-უკვე ზედმეტები მოგდის. შენ ერთი დიდი შეცდომახარ. შენს გამო დავკარგე ენი. შენ რომ არა ყველაფერი რიგზე იქნებოდა
-გაჩუმდი. გეყოფა - ფეხზე გამწარებული წამოვარდი - დედაჩემის სიკვდილს მე ნუ მაბრალებ. ის შენ მოკალი. მე მხოლოდ მის დაცვას ვცდილობდი შენნაირი ცხოველისგან. ვისაც დედაჩემის სიკვდილში ბრალი მიუძღვის ეს მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ. შენს გამო დედა და და დავკარგე. შენს გამო საშინელი დღეები გამოვიარე. ბავშვობაში იმის მაგივრად რომ მეგობრებთან ეზოში მეთამაშა სახლში ვიყავი და ჩემი დის დაცვას ვცდილობდი შენი მორიგი ჩხუბისა და დარტყმებისგან. მძულხარ. მთელი არსებით მძულხარ. შენში ყველაფერი მეზიზღება. მშურს იმ ადამიანების ვისაც თბილი და მოსიყვარულე მამა ყავთ. შემ მე ცხოვრება გამინადგურე მეც დედაჩემსაც და ჯემასაც. საერთოდ ისიც არ ვიცი ჩემი და ეხლა ცოცხალია თუ არა და ეს ყველაფერი შენი ბრალია - ვერც კი გავიაზრე ისე დამისველეს ცრემლებმა სახე
-ანუ გძულვარ არა? ესიგი გძულვარ და გეზიზღები - სადისტური ღიმილით შემომხედა და თითი მისკენ გაიშვირა თან ნელნელა ჩემსკენ მოიწევდა მე კი უკან ვიხევდი - ხოდა გაეთრიე ჩემი სახლიდან და აქ მოსული აღარ გნახო - ბოლო ხმაზე იყვირა
-ამაზე კარგს ვერაფერს შემომთავაზებ - ჩავილაპარაკე და ეგრევე ჩემს ოთახში შევედი, ჩანთა ავიღე და რაც ხელში მომხვდა შიგნით ჩავყარე, მხარზე მოვიკიდე და უკან მოუხედავად გავვარდი ამ ჯოჯოხეთიდან.
YOU ARE READING
Catoptrophobia
Fanfiction,,-სარკეში ჩაიხედე და კარგად დააკვირდი შენს თავს. იმ ღამით შენ უნდა მომკვდარიყავი და არა ის. ამიერიდან ყოველი სარკეში ჩახედვისას მას დაინახავ და ის ღამე გაგახსენდება, როდესაც დედაშენმა ჩემს ხელებში შენს გამო დალია სული - ზიზღით ჩამჩურჩულა და ჩემი ოთ...
