მივხვდი,შემიძლია მისთვის ძვირფას რამეს შევეხო და მითუმეტეს გავაფუჭო.
ეს კი მას გააღიზიანებს და იძულებული იქნება...

ერთმანეთს მე და ტატიანამ ბოროტულად გავხედეთ.

"აბა გოგონი,წარმატებები."-მეუბნება და კარებისკენ მიდის.

"მოიცა!"-ვაჩერებ მას.-"რატომ მეხმარები?"-ვეკითხები.

"ჩვენ ქალები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ნორა."-ჩემი სახელი კიდევ უფრო შემძულდა როდესაც ეს მან თქვა.

"რა არის შენი რეალური მიზეზი?"-ისევ ვეკითხები.

"ჩვენ ორივე მივიღებთ იმას რაც გვინდა. შენ თავისუფლებას მე კი ზეინს.სარფიანი შემოთავაზებაა არა?"-მეკითხება და გულისამრევად მიღიმის.

შემდეგ უბრალოდ გადის.

ფიქრი ახლა ყველაზე მეტად მჭირდება,დაფიქრებულად უნდა მოვიქცე.არაფერი უნდა შემეშალოს.

პირველი მოქმედების იდეა უკვე მაქვს,კამილად მადლობას ვუხდი 'ჯაშუში ბავშვები'-ს ყურება,რომ დამაძალა.სხეული მტკივა,ყველაფერი მტკივა და როდესაც ჩემს მდგომარეობას კიდევ უკეთესად ვიაზრებ ტირილს ვიწყებ.

კისერში სიჩუმისგან რაღაც მახრჩობს და არაფრის საშუალებას არ მაძლევს.

მინდა დავიბანო მაინც,ყველაფერი ჩამოვირეცხო.თავი ყველაზე ბინძური ადამიანი მგონია დედამიწაზე და მძულს ჩემი სხეულის ყველა ნაწილი.

ვხვდები ასე არაფერი გამოვა,მაგრამ რამდენადაც არ უნდა მძულდეს ის უნდა ვუთხრა რაღაც.

ქვევით ჩავდივარ,მხოლოდ ზეინი და ორი ბიჭია არ საუბრობენ.თვალები დახუჭული აქვთ.ყურადღების მისაპყრობად ვახველებ და შავგრემანი მიყურებს.

"შხაპის მიღება მინდა."-ვცდილობ ისე ვუთხრა,რომ ხმა არ გამიტყდეს.

მე გაჩუქებ მზეს /Z.M (დასრულებულია)Where stories live. Discover now