- ანას-ტასია - ძალიან ნაცნობი, სირბილისგან დაღლილი და აქოშინებული ხმა გავიგონე. სანამ შევბრუნდი მანამდე ვიცოდი უკან ვინც დამხვდებოდა და ლამის იყო ჩემმა გულმა ხტუნვა დაიწყო.

მაინც მოვიდა.

- ჩემს დაუმშვიდობებლად აპირებდი წასვლას? - თავი გვერდზე გადახარა და როგორც ჩვევია ტუჩის კუთხე ჩატეხა. რატომ იქცევი ასე იოანე გელოვანო? უკვე ჩემს წინ იდგა და თვალებში მიყურებდა.

- მეგონა არ მოხვიდოდი ასე რომ... - მხრები ავიჩეჩე, თითქოს ვანიშნე რა არის გასაკვირითქო?

- ზუსტად მაგის გამო იხედებოდი ხო უკან? - ჩაეცინა.

- მე...

- მოდი ჩაგეხუტო - ხელები პირველმა შემომხვია და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა - ანას-ტასია თაბაგარო იცი როგორც უნდა ჩამეხუტო...- და ისევ ჩაეცინა. მეც შემოვხვიე ხელები და მის გამხდარ, მაგრამ ძლიერ ხელებქვეშ გავინაბე.

- მშვიდობიანი მგზავრობა... და სასიამოვნო დასვება. - ოდნავ გამიღიმა და მერე თაკოსკენ მიბრუნდა.

- თქვენი გაცნობა ნორმალურად ვერც მოვახერხე, იმედია კიდევ მოგვეცემა შანსი, რომ ერთმანეთის უკეთ გაცნობა შევძლოთ.

- იმედია... ბოდიში ჩემი უხეშობისთვის. - უხერხულად გაუღიმა თაკომ.

- წავედით?

- კი.

***

უკვე თვითმფრინავში ვარ და ერთი სული მაქვს როდის აფრინდება.

მგონი თქვენთვის არ მომიყოლა ჩემი და ვაჩეს ლაპააკის შესახებ. მოდი ახლა გიამბობთ დაწვრილებით ყველაფერს.

ვაჩემ თავისი პირობა შეასრულა იმ დღეს, როცა მან და ვიკამ კაფეში შეხვედრა გვთხოვეს ვიკა ნიკას და ლილეს გააყოლა ის კი ჩემთან სალაპარაკოდ დარჩა.

- რამდენი ხანია მე და შენ ასე მარტო არ დავმსხდართვათ და არ გვილაპარაკია.

- ვაჩე სულ რამდენიმე თვეა გიცნობ და როგორ მოვახერხებდით ამაზე არ გიფიქრია ხო? - გამეცინა მის დაუკვირვებლობაზე.

განშორებამდე... (დასრულებულია)Where stories live. Discover now