გპირდები.

50 7 0
                                    

ეს შენ გეძღვნება.

გადახედე,
თუ ოდესმე გაგიმხელ,
გადახედე და დარწმუნდი,
რომ აქ თითოეული სიტყვა შენ გეხება,
მხოლოდ შენ და სხვა არავის.

შენია ეს თამაში,
შენზეა დაყრდნობილი,
შენ მართავ მას.

თამაშში ერთი იგებს,
მეორე აგებს.

ერთი გამარჯვებულია,
მეორე დამარცხებული.

თუმცა,
ამ თამაშს რამდენიმე ხელი აქვს.

თამაშში დამარცხებული თავის ბედს ვერ ეგუება,
მწარდება,
ფეთქდება,
ნაპერწკლებად იფრქვევა,
ითხოვს მეორე ხელს.

ან აგებს,
ან იგებს.

თუ იგებს,
სახეზე კმაყოფილი ღიმილი აკრავს,
მაგრამ ვინც აგებს?
ვინც აგებს,
ასევე ითხოვს მესამე ხელს.
იგივე პრინციპია,
რა თქმა უნდა.

ეს თამაში სადამდე წავა,
სადამდე გასტანს,
არავის ეცოდინება.

გპირდები,
რომ როდესაც სამუდამოდ გაქრები,
ჩემიდან,
ჩემი გონებიდან,
ჩემი გულიდან,
გაქრები და აღარ გამოჩნდები,
გაქრები და ვეღარ ვიგრძნობ ვიბრაციას,
გაქრები და მე უკვე ვეღარ ვიგრძნობ,
რომ შენ დაბრუნდები,
რომ ისევ ნათელი სხივივით გამოჩნდები,
გაზაფხულის მზესავით,
რომელიც წამში იცვლის ფერს,
წამში ბნელდება,
და ყველა გაოგნდება ხოლმე,
ამ წამს,ის ხომ კაშკაშებდაო.
ნათელი სხივივით,
რომელიც სიბნელეს მალავს,
გპირდები,
რომ ამ დროს დამთავრდება ეს თამაში.

ამ დროს დამთავრდება,
ამ დროს ამომეწურება სიტყვათა მარაგი,
ამ სახელწოდების ქვეშ.

გპირდები,
რომ ზაფხულობით,
აივანზე ყოფნის დროს,
სიმღერას არ მოვუსმენ,
მთვარეს არ შევხედავ,
და მას სხვას არ შევადარებ.

რადგან ეს შენ ხარ,
ერთადერთი მთვარე,
ერთადერთი ნათელი წერტილი,
რომელიც სიბნელეს ღიად აქცევს.

შენ არ ხარ აქ,
შენ არ ხარ ჩემს გვერდით,
შენ ჩემს თავში ხარ,
შენ აქ ცხოვრობ უსინდისოდ,
ნებართვის გარეშე.
დაუპატიჟებელი სტუმარივით,
რომელიც სახლში შემოიჭრა,
ფეხი-ფეხზე გადაიდო,
ყავა მოითხოვა,
და წასვლას არ ლამობს.

ვანიშნებ,
ვეუბნები,
წავიდეს,
გაქრეს,
აღარ იყოს აქ,
აღარ იარსებოს ჩემს თავში,
ჩემს გონებაში,
მაგრამ არაფერი.

შენ არ ხარ აქ,
შენ ჩემს თავში ხარ.
შენ ილუზია ხარ.
ილუზია ხარ,
რეალური ხმით.
შენ კვლავ ჩემს თავში ხარ.

28 იანვარი,
2021.

თამაშიWhere stories live. Discover now