პირველი და უკანასკნელი შანსი

1.4K 75 28
                                    

დილით ადგომა ყველაზე მეტად მეზიზღება, აპრილის შუა რიცხვებია თუმცა დილაობით ლოგინიდან ამდგარს ცივი სუსხი მაინც დამივლის ხოლმე კანზე.
თბილი ლოგინიდან გამოძრომა,ხელ-პირის დაბანა და მარინას გაკეთებული ყავა კრუასანებთან ერთად ჩემი ყოველდღიური რუტინაა.
ისე სულ მიკვირდა ბებიაჩემი დილის 7-ზე როგორ დგებოდა მითუმეტეს როცა საქმეც არაფერი ჰქონდა.

-ელეონორა ბებო დღეს რომ სახლში მოხვალ საჭმელი რა დაგახვედრო?
-ბე მე ფულს დაგიტოვებ და რაც გინდა ის გაააკეთე
-რათ მინდა გოგო შენი ფული, მამაშენი ისედაც მირიცხავს თანაც პენსიაც მაქვს- სულ ესე იცოდა გადაფიჩინება ჩემ ფულს,რომ ვუხსენებდი ხოლმე😂
-კარგი,კარგი მაპატიე მაშინ ხაჭაპურები გამოაცხვე და საღამოს ლაშას და თეკლეს დავპატიჟებ
-ძალიანაც კარგი❤️

ბებიაჩემთან დიალოგის შემდეგ გავემზადე,უკვე როგორც ამხელა რესტორნის მენეჯერს განსაკუთრებული იმიჯი მჭირდებოდა ასე, რომ ჩავიცვი ნახევრად კლასიკური კაბა,თმები გავიშალე და ოდნავ მაკიაჟიც გავიკეთე. ჩემი თავი მართლაც, რომ მომეწონა და სამსახურში წავედი.

დღე მშვიდად მიდიოდა,ახალ საქმეს კარგად ვართმევდი თავს იქამდე სანააამ:

-ელენე ერთი ბიჭი მგონი შენ გკითხულობს,ზუსტად შენნაირი გარეგნობის გოგო აგვიღწერა აქ მიმტანად მუშაობს და მოვიდესო
-ჰაჰ,თავხედი-ჩუმად ჩავილაპარაკე ჩემთვის, თუმცა უკვე ვატყობდი რომ თეთრი ფერი მედო სახეზე
-კარგად ხარ ელენე?
-კი,კი კარგად ვარ ახლავე მივალ,რომელ მაგიდასთანაა? და მარტოა?
-კი მარტოა და მეორე სართულზეა მეშვიდე მაგიდასთან

ამაყად მივაბიჯებდი, მინდოდა დარწმუნებულიყო, რომ სხვა ქალებს არ ვგავდი რომლებიც მის დანახვაზე დნებიან, თუმცა გულში ვფიქრობდი იქნებ სულაც არ არის ,,იდუმალ თვალება" და სულ სხვა მკითხულობს.

-გამარჯობა ელეონორა-შემომხედა ისევ ისეთი იდუმალი თვალებით რომელიც ვერ გამერკვია ცისფერი იყო თუ ნაცრისფერი
-გამარჯობა D.-მისი ინიციალი გავუმეორე,ის რაც წერილს მიაწერა
-როგორც ვხედავ მიგიღია ყვავილები, შენი თვალის ფერი ვარდები
-ოუ დიახ,დიდ მადლობას გიხდი მომეწონა,მართლაც რომ ულამაზესი იყო
-ბოდიში თუ მიიღე ჩემგან? მაპატიე?
-არ ღირხარ იმდენად,რომ ამდენი ხანი გულში ბრაზი შემენახა შენზე-წავკბინე მინდოდა დამემტკიცებინა,რომ ის ჩემზე ვერ მოქმედებს
-ძალიან ამაყი ხარ მიმტანობის ფონზე-მანაც არ დამაკლო,გული მეტკინა მის სიტყვებზე
-მენეჯერი
-ვერ მიგიხვდი?-ცინიკურად ჩაიცინა
-ამ რესტორნის მთავარი მენეჯერი და არა მიმტანი და ხომ რომც ვიყო მიმტანი ან სულაც დამლაგებელი კარგად დაიმახსოვრე,რომ მაგით პიროვნული თვისებები არ განისაზღვრება! შეიძლება შენ ხარ ბიზნესმენი ალბათ მილიონერიც კი,მაგრამ შენი პიროვნება და თვისებები კაპიკებიც არ ღირს-ხმა ჩაუვარდა,ფერი დაეკარგა,მისი იდუმალი თვალები თითქოს დასევდიანდა
-შენ ჩემზე არაფერი არ იცი ელეონორა
-არც მინდა გავიგო,უკვე კარგად ვხვდები როგორიც ხარ D.
-დანიელი
-ვერ მიგიხვდი?-ეხლა მე გავუმეორე თავისივე დასმული კითხვა
-D შეგიძლია აღარ დამიძახო დანიელი მქვია და ხომ მაინც როგორი ვარ შენი გადმოსახედიდან?-ზედმეტად დიდ ქაოსში შევდიოდი მისი ამ გამომწვევი კითხვებით და საუბრის მანერით თუმცა დანებებას არ ვაპირებდი, ამ ბიჭს ჭკუა ვინმემ უნდა ასწავლოს
-დანიელ შენ ხარ ერთი ,,ფულიანი ბიჭი"მოდი ასე უხეშად რომ გითხრა, რომელსაც თავი სამყაროს მეფე ჰგონია და ჰგონია,რომ ყველა მის გარშემო ბრუნავს, შენ გგონია რასაც ხელს დაადებ შენი გახდება და შენ დაეპატრონები, გგონია ვერ ვხვდები რატომ გაგიჩნდა ჩემდამი ინტერესი და რატომ ზიხარ ეხლა აქ? იმიტომ,რომ ,,გატეხილში" ხარ იმდღეს საპირფარეშოში ჩემგან უარი,რომ მიიიღე, რომ დაგთანხმებოდი ჩემი სახელი არც გეცოდინებოდა ისე გაააგრძელებდი ცხოვრებას, შენთვის ერთგვარი გამოწვევა ვარ რომელიც გინდა,რომ დაიპყრო,ამას შენ თვალებში ვხედავ, მაგრამ არც კი იფიქრო მე სხვანაირი ვარ აქამდე რომ გინახია იმ გოგოებისგან და ქალებისგან რადიკალურად განსხვავებული, რამდენი მილიონის პატრონიც არ უნდა იყო ჩემთვის მაინც იაფფასიანი ხარ რაც შენთან შეხვედრის პირველივე წამიდან დავადგინე, ჩემი თვალის ფერის ვარდები კი ამ შთაბეჭდილებას ვერასდროს ვერ შემიცვლის!-ჩემი მონოლოგი ამით დაავასრულე და დიდხანს გამომწვევად ვაკვირდებოდი დანიელის რეაქციას რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მის მზაკვრულ გეგმებში გამოიჭირეს და ჩაუშალეს...
-მაპატიე თუ ეგეთი შთაბეჭდილება დაგიტოვე ელეონორა, ვნანობ როგორც კაცი და მინდა გამოვაასწორო,აქ სწორედ მაგისთვის მოვედი, მომეცი საშუალება დავმეგობრდეთ და იქნებ ასე მაინც დაგანახო ჩემი სულ სხვა კარგი მხარე
-გაქვს რომ ეგ კარგი მხარე საერთოდ? იმ დროისთვის მიმტან გოგოს, რომელიც შენთან შედარებით არაფერს წარმოადგენდა თითქმის გაუპატიურება დაუპირე და რატომ გგონია რომ ამის შემდეგ შენი კარგი პიროვნების მჯერა?
-ჯანდაბა,არა არა მე არც მიფიქრია გაუპატიურება,ხშირ შემთხვევაში ნასვამზე სხვა გოგოებთან ჭრიდა ხოლმე ეგ ხერხი, მეც თვალი დაგადგი,მომეწონე როგორც გოგო და მეგონა შენც სხვებივით ამყვებოდი თუმცა მერე ვინანე, ვინანე როცა დავინახე რომ სულ სხვანაირი ხარ, იქ ძაღლთან გარეთ რომ დაგინახე როგორ ეფერებოდი და აჭმევდი ზუსტად მანდ მივხვდი,რომ შენში შევცდი და სულ სხვანაირი ხარ, მინდა,რომ მაპატიო, ბოდიშს ხშირად არ ვიხდი თუმცა ეხლა ვხვდები რომ შემეშალა შენთან-ღმერთო ისეთი სახით მიყურებდა, ისეთი მარწყვივით ტუჩები და მეტყველი თვალები ჰქონდა ლამის აქეთ მე ვაკოცე. მის ნალაპარაკებში ეჭვს ვერ შეიტანდი, ამ მომენტში მართლაც უსაყვარლესი იყო
-კარგი დენიელ, მოგცემ პირველ და უკანასკნელ შანსს რახან ასე გინდა და ვნახოთ შეძლებ თუ არა კარგი მეგობრობის ან ადამიანობის გაწევას
-ე არა ა
-ვერ მიგიხვდი?-უკვე მესამედ გაისმა ეს კითხვა ამ სუფრასთან
-შენ დამიძახე დენიელი, მე კიდე დანიელი ვარ- ისევ ჩაიცინა
-აჰ ბოდიში დანიელ

მოგწონთ? როგორ ფიქრობთ როგორ განვითარდება მოვლენები? ან როგორ გინდათ რომ განვითარდეს?❤️
P.s შეედრება დანიელი ჩემს გიორგის?😂❤️

Never let me go Where stories live. Discover now