WTTPD

387 45 103
                                    

1. რამე კარგი მომიყევით.

იისფერი - ერთი კვირის წინ აღმოვაჩინეთ, რომ ბაბუას ვარდისფერი, ცქრიალა ღვინოების კოლექცია ჰქონია სარდაფში. გამოიცანით, ვინ გადმოილოცა მისი განძი...

ფქვილი - ევან პიტერსი დაიბადა 1987 წლის 20 იანვარს.

დეიზი - ბოლო დღეებია, ბავშვობის მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს და ახალ წელს ერთად აღვნიშნავთ. ამის გამო ბედნიერი ვარ.

პინგვინი - საახალწლოდ ძალიან კარგი საჩუქარი მივიღე.

მერიჯეინი - ჩემთვის ისაა კარგი, ახლახანს საყვარელი ღვინო რომ მომიტანეს.

2. ჯგუფის ქავერებს ვინ აკეთებს?

- იისფერი.

3. როდის დაბრუნდებით ახალი ნაშრომებით?

იისფერი - ძალიან მალე. ვიცი, რომ გაიწელა დრო, მაგრამ ამჯერად მართლა უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებ ახალ ნაშრომს და ძველსაც დავასრულებ.

ფქვილი - ვერ ვწერ როდესაც კარგად ვარ, ამიტომ დავიცდი სანამ რაიმე ცუდი მოხდება.

დეიზი - ჯერ-ჯერობით მხოლოდ underground-ზე ვმუშაობ. ალბათ, ფინალური გამოცდების შემდეგ, აუცილებლად გაანვახლებ პროფილს ახალი ფიქციებით. იდეები საკმაოდ მაქვს.

21 კითხვა WTTPD-თან (Happy 2021!)Where stories live. Discover now