6 თავი

346 31 25
                                    

    -შენ მე მართლა დაქალივით მყავდი,მაგრამ დარწმუნებული ვარ,მიხვდი,რომ ჯიმინის მოკვლას მე ვაპირებდი,ამიტომაც არ შემიძლია ნება მოგცე,რომ იცოცხლო-თქვა სელჯამ და შემდეგ განაგრძო-შენ ერთად-ერთი ადამიანი იყავი,რომელიც დამიმეგობრდა და ცდილობდა,რომ ყოველთვის ახლოში ვყოფილიყავი.შენი მოკვლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა,მაგრამ ასე საჭიროა,ხვდები ? შენ ის მსროლელი რომ არ დაგენახა,ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...-ამოიოხრა გოგონამ.
სელჯამ ცრემლი მოიწმინდა და საბოლოო სათქმელი უთხრა კომაში მყოფ მეის-ნუ დარდობ,შენი სიკვდილის შესახებ ბებიაშენს მე შევატყობინებ...და კიდევ ერთი...მიყვარხარ,მეი,არასოდეს დაგივიწყებ,შენ ყოველთვის ჩემს გულში იქნები-სელჯა დაიხარა და გოგონას ტუჩებზე აკოცა.
-ნახვამდის,მეი-დაემშვიდობა სელჯა,რის შემდეგაც ტრუპკა ამოაძრო,რომლის საშუალებითაც მეის ჟანგბადი მიეწოდებოდა.ხუთი წუთის განმავლობაში იგი უყურებდა თუ როგორ კვდებოდა მისი ერთად-ერთი დაქალი და მხოლოდ მაშინ წავიდა,როდესაც დარწმუნდა,რომ გოგონა აღარ სუნთქავდა.

სიმარტოვე,აი რასაც გრძნობს ადამიანი,როდესაც კვდება.არც შიშს,არც მწუხარებას და არც სინანულს,მხოლოდ და მხოლოდ სიმარტოვეს.სიკვდილი,ეს კიდევ ერთი ისტორიის დასასრულია.

ბავშვობაში ბებიაჩემი ზღაპრებს მიყვებოდა,სადაც ყოველთვის ბედნიერი დასასრული იყო.მთავარი გმირები სირთულეებს უმკლავდებოდნენ და ბოლოს ერთად დიდხანს ცხოვრობდნენ.მაგრამ ცხოვრება ზღაპარი არაა,ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად ხდება.

მაპატიე,ბებო,ჩემი დაპირება ვერ შევასრულე.მე დაგპირდი,რომ საუკეთესო მოცეკვავე გავხდებოდი,რომელსაც ბევრი ფული ექნებოდა და ერთად დიდ სახლში გადავიდოდით.

მაპატიე,ტანაკა,მე არ დაგიჯერე და გეჩხუბე,თუმცა შენ სრულიად მართალი იყავი.ჩვენი მოცეცკვავედ გახდომის გეგმა ჩაიშალა,ახლა კი უჩემოდ მოგიწევს ბიჭებთან ერთად კონცერტებზე ცეკვა,მაგრამ შენ შეძლებ ამას,შენ ძლიერი გოგო ხარ,მე მჯერა შენი.იმედი მაქვს ჩემი სიკვდილი არ შეგაფერხებს.

მაპატიე,ჯიმინ,ალბათ შენ თავს დაიდანაშაულებ ჩემს სიკვდილში,მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა უფრო ვინანებდი.ჯიმინ,იმედი მაქვს ტანაკას მიხედავ,შენ ხომ მაგის ბიასი ხარ,ამიტომაც უნდა იზრუნო მასზე.

ოთახში თავდაპირველი სიჩუმე იდგა,ფანჯარაში ზაფხულის ნათელი დღე იყო,სადღაც,ალბათ დაიბადა ბავშვი,ახალი სიცოცხლე ერთი სიკვდილის სანაცვლოდ.

შავი ტანსაცმელი,ნამტირალევი სახეები.მეის გასვენებაზე ბევრი ადამიანი მივიდა,მათ შორის BigHit-ის ყველა მოსამსახურე პირი.ტანაკა იდგა და მცხარედ ტიროდა,მასთან ჯიმინი მიუახლოვდა და უთხრა-მაპატიე,ეს ჩემი ბრალია.გოგონამ აიდოლის მხარეზე ხელი დადო და უპასუხა-მეი რომ ცოცხალი ყოფილიყო,ამ სიტყვების გამო გეჩხუბებოდა-ტანაკამ აცრემლიანებული სახე მოიწმინდა-მე ვიცი ვისი ბრალიც იყო და ამ ვიღაცას სასიცოცხლოდ ბევრი დრო არ დარჩენია !

პირველი ნაწილის დასასრული.

პირველი ნაწილის დასასრული

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 03, 2017 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

OppaWhere stories live. Discover now