5 თავი

224 15 3
                                    

   პალატაში სიჩუმე იდგა.ერთად-ერთი,რაც ამ სიჩუმეს არღვევდა,ეს წვეთოვანის ხმა იყო.მეი კომაში გაუნძრევლად იწვა,გეგონება სადაცაა პრინცი მოვა და კოცნით გადაარჩენს გოგონას,მაგრამ ეს ხომ ზღაპარი არაა.
   პალატაში ტანაკა შევიდა,გვერდით მიუჯდა და დაღონებული სახით დაქალს უყურებდა.

   -ვწუხვარ,რომ შენთან ერთად საბოლოოდ,რაც გავაკეთე, ვიჩხუბე...

   მას თვალები აუცრემლიანდა,გეგონება ცოტაც და იტირებს,მაგრამ ორ წუთში გოგონამ შესძლო თავის დაწყნარება და განაგრძო.

   -გახსოვს,როგორც გავიცანით ერთმანეთი ? შენ მე დამიცავი,როდესაც კონკურსანტი გოგოები დამცინოდნენ იმის გამო,რომ ერთ მოძრაობას ვერ ვაკეთებდი.მაშინ თქვი,რომ მე აუცილებლად ვაჯობებდი მათ და ფინალშიც გავიდოდი.სიმართლე გითხრა,მე არც მქონდა ფინალის იმედი,მაგრამ შენმა სიტყვებმა ბიძგი მომცეს და ამიტომაც დღედაღამე ვვარჯიშობდი,რომ მიმეღწია სასურველი შედეგისთვის.
   და გახსოვს,ერთხელ,რომ გეჩხუბებოდი ჯიმინი ტოპს ჯობიაო მეთქი და შენ მე ბიგბენგის ყველა სმღერა მომასმენინე ?

   გოგონამ გაიცინა და განაგრძო.

   -იმის მერე,ერთი კვირა მაგათი კლიპები მესიზმრებოდა...

   უცბად კარი გაიღო და მინ იუნგი შემოვიდა-ამმმ..აქ ხარ ? კარგი,გარედ დაველოდები სანამ მორჩები.

   -არა,უკვე გავდიოდი-თქვა ტანაკამ და სამ წამში ოთახიდან გაუჩინარდა.

   შუგა მეის საწოლს მიუახლოვდა  და ლაპარაკი დაიწყო.

   -არც თუ ისე კარგად გიცნობ,ერთად-ერთი,რაც შენგან დამამახსოვრდა ეს ის,რომ დერეფანში წამაქციე....სიმართლე გითხრა,არ ვიცოდი თუ არ ავფეთქდებოდი,მაგრამ,როდესაც ამომხედე,შენში ერთი გოგო დავინახე,რომელიც ადრე მიყვარდა...მოკლედ,მართალი ხარ,შენ მას ძალიან გავხარ,თუმცა,იმედი მაქვს ხასიათებით მაინც განსხვავდებით,იმიტომ,რომ მისი სასტიკი ხასიათის გამო დავშორდი...მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ გადამიყვარდა !

   აიდოლმა პალატას თვალი შემოავლო და განაგრძო.

   -მაგას იმიტომ გიყვები,რომ შენ მაინც არ გესმის და მე ყოველთვის მინდოდა რომ მომეყოლა ვინმესთვის.ჯიმინი გარედან მელოდება,ვთხოვე,რომ ჯერ მე შემოვსულიყავი,ამიტომაც უნდა გავიდე და დავუძახო...მალე გამოჯამრთელდი !

   შუგა ოთახიდან გავიდა,რის შემდგომაც ეგრევე ჯიმინი შემოვიდა და შორიდან ათი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად უყურებდა მწოლიარ გოგონას.ბოლო-ბოლო ახლოს მივიდა და დაიწყო.

   -პირველ რიგში,მადლობა მინდა გადაგიხადო...მადლობა,რომ გადამარჩინე,მაგრამ არ ღირდა თუ თავად დაშავდებოდი...შენ მე მითხარი,რომ არც ერთი არმიელი არ დაშავდებოდა და მართალიც აღმოჩნდი,მაგრამ ამის ნაცვლად თავად დაშავდი...თავდაპირველად შენზე სხვა წარმოდგენა მქონდა.

   აიდოლმა მძიმედ ამოისუნქა და განაგრძო.

   -პირველ ვარჯიშზე რომ დაიგვიანე,ვიფიქრე,ეს რა არაპუნქტუალური გოგოა,მას ეტყობა დიდად არ აინტერესებს ეს კონკურსი.მაგრამ,როდესაც შენ მე მითხარი,რომ ყველაზე მაგარ მოცეკვავედ აპირებ გახდე,დავრწმუნდი,რომ ვცდებოდი.მიხარია,რომ გაგიცანი,შენი წყალობით ბევრი რამ ვისწავლე და გავიაზრე ამ ცხოვრებაში...

   ჯიმინმა მეის ხელი აიღო და თქვა.

   -წასასვლელი ვარ,პოლიციას უნდა გავესაუბრო მომხდართან დაკავშირებით.მალე გნახავ,არ მოიწყინო.

   იმის მერე,რაც ჯიმინი გავიდა რამდენიმე ხნის განმავლობაში პალატაში არავინ შესულა.მხოლოდ ორი საათის შემდეგ პალატის კარი გაიღო და შიგნით სელჯა შემოვიდა.
  
   -შენ მე მართლა დაქალივით მყავდი,მაგრამ დარწმუნებული ვარ,მიხვდი,რომ ჯიმინის მოკვლას მე ვაპირებდი,ამიტომაც არ შემიძლია ნება მოგცე,რომ იცოცხლო.

მეხუთე თავის დასასრული.

მეხუთე თავის დასასრული

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
OppaWhere stories live. Discover now