4 თავი

225 16 5
                                    

   "სისხლი...ტკივილი...ისევ სისხლი...ხალხის შეშინებული წიოკი...ეს დასასრულია ?"

   შიშისგან მეი ლოგინიდან წამოხტა-სიზმარი იყო ?-მან მობილურს დახედა და ტანაკასგან 3 გამოტოვილი ზარი ნახა.შემდეგ მობილური ხელში აიღო და გადაურეკა.

   მეი:-მირეკავდი ?
   ტანაკა:-იქნებ ჯერ მომესალმო ?
   მეი:-ამმმ...მაპატიე,ახლახანს გავიღვიძე.
   ტანაკა:-მოკლედ,ფინალის წინა დღეს გვასვენებენ,ასე რომ მოდი გასართობ ცენტრში წავიდეთ.
   მეი:-კარგი,17:00-ზე გნახავ.
   ტანაკა:-კარგი.

   მთელი დღის განმავლობაში,მეი სიკვდილზე ფიქრობდა.ადამიანის დაბადების დღიდანვე,სიკვდილი თავის გზას იწყებს.ის ნელ-ნელა უახლოვდება მას,მაგრამ ადამიანი ვერც კი ხვდება.ძალიან სამწუხაროა,როდესაც ამ "სიკვდილის ნელ მოახლოვებას"ვინმე სხვა აჩქარებს.

   17:05-ზე ტანაკა შეხვედრის ადგილას მოვიდა.

   -როგორც იქნა ! წამოდი,გავერთოთ !-თქვა მეიმ.

   -დამაცადე,რაღაც უნდა გითხრა...ამ სელჯას ნუღარ ემეგობრები-სერიოზული ხმით უთხრა ტანაკამ.

   -მოიცადე,რატომ ?-მეის სახეს უკმაყოფილება შეეტყო.

   -ისინი,ვინც ჯიმინს მოკვლას უპირებენ,ექსოლები არიან.

   -ანუ,შენ გინდა თქვა,იმის გამო,რომ ის დარტყმული ბავშვები ექსოლები არიან ესეიგი სელჯაც და ყველა ექსოლიც ასეთია ?!

   -არა,ეს არ მიგულისხმია ! სელჯა თავიდანვე უცნაური მეჩვენებოდა...

   -უცნაური ?-არ აცადა მეიმ-უბრალო გოგოა,როგორებიც მე და შენ ვართ.ერთადერთი ვინც უცნაურია,ეს შენ ხარ,იმიტომ,რომ სელჯა არ მოგწონს და გინდა ყველაფერი მას დააბრალო !

   -მეი,რა მოგდის ?! შეგიძლია ბოლომდე მომისმინო ?

   -შეგიძლია უბრალოდ გაჩუმდე ?!

OppaWhere stories live. Discover now