2 თავი

280 18 9
                                    

   -გამარჯობათ გოგოებო-გაიღიმა ჯიმინმა-ამმიერიდან თქვენი ქორეოგრაფი ვარ-ამ სიტყვებს ისევ ღიმილი მოჰყვა-მოდით გამეცანით-ისევ ღიმილი.

   "საინტერესოა,რამდენჯერ დღეში ასე ღიმილი უწევს...თუმცა ეს აიდოლების ერთ-ერთი ხერხია,რომ ფანატები ჭკუიდან გადაიყვანონ."

   -მე ტანაკა მქვია-ზედმეტად აღტაცებული ხმით დაიწყო ტანაკამ-იმედი მაქვს დავმეგობრდებით !

   "ტიპიურ ანიმე პერსონაჟს მაგონებს თავისი გამოხტომებით,თუმცა ზუსტად ამიტომაც მომწონს."

   -მე სელჯა ვარ-თქვა მესამე მოცეკვავე გოგომ,რომლის სახელი აქამდე არ ვიცოდით-მეც იმედი მაქვს გავუგებთ ერთმანეთს.

   და,როგორც წესი,ჩემი ჯერიც დადგა-მე მეი მქვი და ვაპირებ ყველაზე მაგარი მოცეკვავე გავხდე.

   ამ სიტყვებმა ჯიმინის სახეზე ისევ ღიმილი გამოიწვიეს,თუმცა,მომეჩვენა,რომ ეს ღიმილი სხვებისგან განსხვავებული იყო.ანუ ეს იყო ნამდვილი ღიმილი.

   ვარჯიში 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

   -დღეისთვის გვეყოფა,პირველ დღეს არ დაგტვირთავთ.

   თქვა ჯიმინმა და დარბაზიდან გავიდა.

   გოგონები ვარჯიშის შემდეგ ერთად ბრუნდებოდნენ,როგორც ყოველთვის,ტანაკა სულ ჯიმინზე ლაპარაკობდა.ყვებოდა იმაზე,რომ ყველაზე ლამაზი ხმა აქვს,ყველაზე სიმპატიურია და სექსუალური.სელჯა კი თითქმის მთელი გზა ჩუმად მიდიოდა,თუმცა ეს სიჩუმე მეიმ დაურღვია

   -სელჯა,მოდი ვიმეგობროთ.დარბაზში კი გაგიცანით,მაგრამ მინდა სახელის გარდა კიდევ რამე ვიცოდე შენზე.

   სელჯამ ისეთი სახით შეხედა გოგონას,თითქოს მას არანაირი გრძნობები არ გააჩნდა,თითქოს ის თავის თავში იყო ჩაკეტილი და,რა თქმა უნდა,არაფერი უპასუხა

OppaWhere stories live. Discover now