1 თავი

578 22 8
                                    

-როგორც იქნა გაზაფხულია !ჩიტების ნაზი ჭიკჭიკი ისმის,მზის თბილი სხივები ჩემს სხეულზე ეცემა,საკურა ულამაზესად ყვავის და....ჩოი სეუნგ ჰიონი ? ის ჩემს მოპირდაპირედ,ათი მეტრის დაშორებით არის და ნელ-ნელა მიახლოვდება.ვგრძნობ,როგორც ფეხები მიკანკალებს,ძალამ მიმატოვა და სადაცაა დავეცემი.ის უკვე ძალიან ახლოს არის !

სეუნგ ჰიონი გოგონას მიუახლოვდა და ყურში ჩაუჩურჩულა:

-ადექი.

შემდგომ,საათს დახედა და უფრო ხმამაღლად თქვა:

-ადექი დროზე ! შენ პატარა,ზარმაცო ძილისგუდავ !

რის შემდეგ ლოყაში გაარტყა.

ამ შოკისგან გოგონა წამოხტა და ღრმა სუნთქვა ამოუშვა,რომელიც დათვის ღრიალს ჰგავდა.

-მეი,კიდევ გძინავს ! ახლავე თუ არ ჩამოხვალ,ამოგაკითხავ !

მოისმა ხმა სამზარეულოდან.იმის შემდეგ,რაც გოგონამ გაიაზრა,რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო,ფეხზე წამოდგა და კარადისკენ გაეშურა.

-დღეს განსაკუთრებული დღეა,ამიტომაც ყველაზე ლამაზი ტანისამოსი უნდა ჩავიცვა.

მან ჩაიცვა ცისფერი კაბა,პატარა თეთრი ბაფთით და შავი წკაპუნები პლათფორმაზე.შემდეგ სამზარეულოში გავიდა და საჭმელად დაჯდა.ბებომ,როგორც ყოველთვის,ბლინჩიკები ფორთოხლის წვენთან ერთად მიართვა.შემდგომ კი მოპირდაპირედ მიუჯდა და საუბარი დაიწყო:

-დღეს ვარჯიშის პირველი დღეა,იმის შემდეგ,რაც მსოფლიო ფესტივალის ბოლო ტურში გადახვედი,როგორი განწყობა გაქვს ?

გოგონამ კიდევ ერთი ბლინჩიკის ნაჭერი გადაყლაპა და უპასუხა:

-არაჩვეულებრივი ! ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ვარჯიშს,მოვიგებ ამ ცეკვის კონკურსს და ბითიესთან ერთად ტურნეებზე ვივლი.სულ მალე პირველი გამოსვლა იქნება და ფულს მომცემენ.ბებო,გპირდები,მე მსოფლიოში ყველაზე მაგარი მოცეკვავე გავხდები და ბევრ ფულს ვიშოვი.მე და შენ დიდ ბინას ვიყიდით და უზრუნველად ვიცხოვრებთ !

ბებიამ გაიცინა და გოგონას მხარზე ხელი დაადო

-მეი,დედაშენს მაგონებ.შენსავით მიზანდასუხული იყო.ახლა კი მალე ადექი და წადი,ხომ არ გინდა დაგაგვიანდეს.

-მადლობა,ბებო !

თქვა გოგონამ,რის შემდეგაც ფეხზე წამოდგა,ზურგზე ჩანთა მოიკიდა და გარეთ გავარდა.ნახევარ საათში,BigHit-ის სააგენტოში მივიდა და სავარჯიშო დარბაზში შევიდა.

-ჰეი,მეი,მოხვედი ? დროზე გამოიცვალე,მალე ვიწყებთ.-თქვა ტანაკამ,რის შემდეგაც დაამატა-გამოიცანი ვინ გვავარჯიშებს !-და როგორც ყოველთვის პასუხს არ დაელოდა და წამოიყვირა-ჯიმინი !!!

ტანაკა არის ჩემი მეგობარი,რომელიც კონკურსის დროს გავიცანი.ის,მე და კიდევ ერთი გოგო ფინალში გავედით,რის გამოც თავად ჯიმინმა უნდა გვამეცადინოს.მთლიანობაში,ფინალში ოცდაერთი ადამიანი გადავიდა და ბითიესის ყოველი აიდოლი სამ-სამს ავარჯიშებს.ფინალში მოგებული კი მათთან ტურნეებზე ივლის.რა თქმა უნდა,ჯიმინი სიმპატიურია,მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ ჩემი ოპპა, ტოპი გვავარჯიშებდა.იმის გამო,რომ კონკურსანტებს შორის ერთად-ერათი ვიაიპი ვარ,ცოტათი გამიჭირდა მათთან მეგობრობის დაწყება.თუმცა,ტანაკა ძალიან საყვარელი არმიელია.
აი კარიც გაიღო და სიმპატიური ბიჭი,სექსუალური აღნაგობით და საოცრად ლამაზი ღიმილით შემოვიდა.მას ადიდასის თეთრი სპორტული ეცვა და თავზე იმავე ფირმის კეპი ეხურა.ჯიმინის დანახვისას ტანაკამ და მეორე გოგომ ოხვრა ამოუშვეს.მე კიდევ უბრალოდ გავუღიმე და მის ადგილას ჩოი სეუნგ ჰიონი წარმოვიდგინე.

პირველი თავის დასასრული.

(იმედია მოგეწონებათ და განაგრძობთ ამ წიგნის კითხვას,რადგანაც წინ დიდი და საინტერესო თავგადასავალი გელით)

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

(იმედია მოგეწონებათ და განაგრძობთ ამ წიგნის კითხვას,რადგანაც წინ დიდი და საინტერესო თავგადასავალი გელით)

OppaWhere stories live. Discover now