მეჯვარეები

By _Ameliameli_

12.9K 442 89

ალბათ წაკითხული გექნებათ "მეჯვარეები", ვისაც არ გაქვთ შეგიძლიათ ჩემი გვერდიდან წაიკითხოთ. ამ მოთხრობას ვიწერ... More

თავი პირველი
თავი მესამე
თავი მეოთხე
თავი მეხუთე
თავი მეექვსე
თავი მეშვიდე
თავი მერვე
თავი მეცხრე
თავი მეათე
თავი მეთერთმეტე
თავი მეთორმეტე
თავი მეცამეტე
თავი მეთოთხმეტე
თავი მეთხუტმეტე
თავი მეთექვსმეტე
თაცი მეჩვიდმეტე
თავი მეთვრამეტე
თავი მეცხრამეტე
თავი მეოცე
თავი ოცდამეერთე
თავი ოცდამეორე
თავი ოცდამესამე
თავი ოცდამეოთხე
თავი ოცდამეხუთე
თავი ოცდამეექვსე
თავი ოცდამეშვიდე
თავი ოცდამერვე

თავი მეორე

617 24 18
By _Ameliameli_

მანქანის გასაღები ძლივს აიღო ხელი უკენკალებდა, მთელი გზა საკუთარ თავს აწყნარებდა, იმას იხსენებდა რასაც სხვებს ურჩევდა, წარმოიდგენდა რო მასთან მისი პრობლემის ადამიანი რო მივიდოდა და რას ეტყოდა, არაფერი მოქმედებდა თავს ვერ აწყნარებდა, ეტირებოდა, მერე თავის თავზე გაბრაზდა ძლივს გადაყლაპა უადგილოდ გაჩხერილი ბურთი და მხიარულად შევიდა შენობაში.

-თეო სია შემომიტანე დღეს ვინც იქნებიან ჩაწერილები, ჩანთა დივანზე მიდო და სავარძელში მოთმინებით ჩაესვენა, დღის გრაფიკს გადახედა და ხალხის მიღება დაიწყო. ყოველთვის იცოდა რო საქმე და პირადი ცხოვრება ერთმანეთში არ უნდა აერია და ეს ყოველთვის გამოდიოდა, იცოდა რომ ამ შენობაში ფსიქოლოგი უნდა ყოფილიყო და არა ცოლი, არც დედა და არც ქალი, ამიტომ ყველა პრობლემა გვერძე გადადო და ახალგაზრდა გოგონას გაუღიმა.

მთელი დღე ემოციური იყო, თავს რაც უფრო აიძულებდა არაფერი შეტყობოდა უფრო მეტად ითრგუნებოდა შინაგანად. უამრავი შეტყობინება მიიღო სანდროსგან, რო გამოვიდა მანქანასთან მომღიმარი ალექსანდრე დახვდა. ელენემ ძლივს დაფარა გაოცება და სიხარული მისი დანახვისას.

-გამარჯობა! ჩაეღიმა და საკუთარი მანქანისკენ გაიშვირა ხელი.

-გამარჯობა სანდრო, აქ რა გინდა?

-რამდენი შეტყობინება გამოგიგზავნე, არ მპასუხობდი, არ გინდა სადმე სალაპარაკოდ წავიდეთ?

-არა სახლში ბავშვები მელოდებიან ისედაც დავაგვიანე.

-სხვა დროს ისინიც წამოიყვანე, უკეთესი იქნება თუ ერთმანეთს გავუგებთ, რა იცი რა ხდება ცხოვრებაში, ჩაეღიმა სანდროს და წინ გადმოწეული თმა გადაიწია.

-არ მგონია რო ამის საჭიროება იყოს ალექსანდრე, უკვე მერამდენედ გიმეორებ.

-შენ სიჯიუტეზე რამე გსმენია? ვერ წარმოიდგენ მე რა ჯიუტი ვარ, დედა სულ ამაზე მეჩხუბებოდა. ელენეს გაეღიმა, უხმოდ ჩაჯდა მანქანაში და სახლისკენ წავიდა.

როცა ნიკა სახლში იყო ბავშვები ოთახიდან თითქმის არ გამოდიოდნენ, ანასტასია აპარებდა კვარკვალა თვალებს ოთახიდან და დემეტრეს ეხვეწებოდა დედასთვის დაერეკა მალე მოსულიყო. იმ დღეს ელენეს აგვიანდებოდა, ბავშვები მშივრები იყვნენ და გარეთ გასვლა დააპირეს, როცა მამის თვალებს გადააწყდნენ...

-დემეტრე!!!! დემეტრეს ჟრუანტელმა დაუარა ამ ხმაზე.

-ხოო.

-სად მიდიხარ და დაბლა რო დაიხედა თ-ც დააყოლა ანასტასია ძმის ფეხზე იყო ატუზული და მამას უცინოდა.

-გარეთ!.

-არ გახვალთ! ანასტასიას ნიკაპი აუკანკალდა ოთახში გაიქცა რო იქ არ ეტირა. დემეტრე ამაყად მიაბიჯებდა ოთახისკენ და გრძნობდა როგორ მოძრაობდა სისხლი მთელ სხეულში ბრაზისგან ადურებული.

-ასე არ გახვალთ, დაკუჭული გაცვია მაისური და ანასტასიას კაბა, ან გაიუთოვე და ისე გადით ან ვერ გახვალთ, ანასტასია უთოს ძლივს მოათრევდა აცრემლებული თვალებით იცინოდა, მოულოდნელად რო გადაეფიქრა ტირილი.დემეტრემ ტასოს გაუუთოვა კაბა და გარეთ გააცილა თვითონ სახლში შემობრუნდა, ნიკას ხმა არ გაუცია, ჩუმად ყურსასმენებით უყურებდა დემეტრე თავის ოთახში ფეხბურთს, კარისკენ ჰქონდა თვალები რო ნიკა არ შემოსულიყო და არ წაესწრო. ელენეს გარეთ დახვდა ანასტასია და უკვე მოყოლილი ჰქონდა სახლში რო შემოვიდნენ როგორ კარგად მოიქცა დემეტრე, ელენე უფრო ანერვიულდა დემეტრეზე, გრძნობდა როგორ იჩაგრებოდა.

-ანასტასია ხელით ნუ ჭამ! ჭიქა მაგიდაზე მძიმედ დადგა ნიკამ. შეშინებულმა პატარამ მაშინვე ელენეს შეხედა და დასვრილი ხელი ჩანგალს დაავლო და კართოფილს ძლივს „ჩაარტყა" ნიკამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და წარბებით უცნაური მოძრაობა გააკეთა, ელენემ მაშინვე აიყვანა პატარა ხელში ხელები დაბანა სუფთა ჩანგალი დაუდო და გაუღიმა.

-ესე ჭამე დე. დემეტრე მალევე ადგა ფეხზე ელენემ ნაღვლიანად გააყოლა თვალი შვილს, ანასტასია მაინც უღიმოდა მამას, რომელიც ზედ არ უყურებდა.

-დედიკო დღეს სკოლაში ჩემი დაქალი როა ხო იცი მარი, ფეხი იტკინააა...

-ტასო წამო მე და შენ ოთახში და იქ მომიყევი დაწვრილებით, ელენემ ბავშვი მოარიდა, იცოდა როგორ არ უყვარდა სუფრაზე ლაპარაკი ნიკას. ბავშვებთან ოთახში იყო რო გაიგო როგორ გავიდა გარეთ ნიკა, სახლმა თითქოს ამოისუნთქა.

-დემე ნუ ხარ მოწყენილი დე რა?

-ჩემ გუნდელებს სახლში აიძულებენ რო ვარჯიში არ გააცდინონ, თვალებმოფშვნეტით დადიან, მე ისე მიხარია რო მივდივარ ტანში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ მამას გამო ყველაფერი მშხამდება.

-ეგრე ნუ ამბობ დემეტრე! ყველას და ყველაფერს აქვს თავის მიზეზი.

-ისევე როგორც ჩვენ ტანჯვას ხო, ყველას ვინც ცუდად იქცევა უნდა გავუგო რადგან მიზეზი აქვს?

-ყველას არა მაგრამ ის მამაშენია! ელენეს თითქოს ხმაში ფოლადი ჩაუსხეს.

-ასე მგონია რო რაღაცას ვაშავებ, როცა ბურთს მივდევ, როცა ვგრძნობ რო ყოველდღე უფრო მეტი მოთამაშის მოტყუება შემიძლია, როცა უფრო სწრაფი ვხვდები მგონია რომ რაღაცას ჩავდივარ, რაღაცას ვღალატობ, ეს გრძნობა მაგიჟებს და სიცოცხლეს მიმწარებს.

-სულ ასე არ იქნება, დემეტრე, ვიცი, მესმის შენ გამო არ იცი როგორ ვნერვიულობ, ელენემ ვეღარაფერი უთხრა იცოდა რო შვილი მართალი იყო, ტასოს აკოცა და ოთახიდან გავიდა. შუა ღამეს მოვიდა ძალიან მთვრალი ნიკა, უხმაუროდ შევიდა ოთახში, ელენე ხმას არ იღებდა სანამ საბანი არ გადააძრო უხეშად ნიკამ, კისერში ისე ძლიერად წაავლო ხელი რო განძრევასაც ვერ ახერხებდა ელენე, უფროდაუფრო გრძნობდა რო ვერ ეწინააღმდეგებოდა ძლიერ და მსუქან ხელებს უკითხავად რო დაცურავდა მის სხეულზე, ვერც ყვიროდა სიკვდილი ერჩივნა ბავშვებს ეს ენახათ.

-ნიკა ხელი გამიშვი, გამოსცრა. გული ერეოდა იმაზე რისი მოგერიებაც თითქმის ყოველ ღამე უხდებოდა, სახეში ხელებს ურტყავდა, მომშორდი, ნიკამ გაიცინა და ხელი შეუშვა.

-აქ არ დაიძნებ! მკაცრად უთხრა ელენემ. ნიკა წამოდგა, არც ისეთი მთვრალი ჩანდა როგორც თავიდან.

-რას ეძებ?

-თეთრეულს რო სხვაგან დავიძინო.

-არის სასტუმრო ოთახში გადაკრული.

-ხო მაგრამ ახალი მინდა.

-ახალია არავის ძინებია.

-უკვე გადაკრულია და მტვრიანი იქნება, ჯიუტად ეძებდა თეთრეულს.

-კარგი რა რა მტვერი ახალია.

-ვერ ვიძინებ სხვანაირად, თუ ახალი გადაკრული არაა ან შენი და ბავშვების არაა. ელენეს გაეღიმა.

-არ გადამრიო სხვაგან არ წვები? მერე შენი საყვარლები?

-ჯერ ერთი წოლა და ძილი სხვადასხვა რამაა, თანაც მე მხოლოდ ერთი საყვარელი მყავს, ხარჭებს თუ გულისხმობ ბევრი.

-სულ ცდილობ დამამცირო, მაგრამ მაგას არ გაღირსებ, შენი საყვარლებიანად ჯანდაბაშიც გზა გქონია, მარტო შენთავს ღალატობ რადგან დიდი ხანია მე აღარ მეკუთვნი. ნიკამ თეთრეულის გადაძრობა დაიწყო, ელენემ ვერ მოითმინა და შევიდა.

-მომეცი მე გადაგიკრავ. ნიკა მიუახლოვდა თვალებში შეხედა და თითქმის ჩურჩულით გაიმეორა.

-მხოლოდ დღეს, სხვა ოთახშიც მიჭირს დაძინება.

-და ღამე კოშმარებსაც ხო არ ხედავ? ელენეს თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა, მაგრამ არ შეიმჩნია და ოთახიდან მალევე გავიდა.დილით ნიკა საბუთებით ხელში დაადგა ნახევრად სველი თმით.

-რა არის?

-განქორწინების საბუთებია, მშვიდად უპასუხა.

-კარგი. გაკვირვება ძლივს დაფარა ელენემ, -დადე და მოვაწერ ხელს, თუმცა მომეცი ახლავე, სწრაფად მოაწერა ხელი ნახევრად მძინარემ.

-ზეგ გადავალ სახლიდან, არ ვიცი რამდენხანში მაგრამ მალე სხვას მოვიყვან ცოლად.

-შეგიძლია ზეგვე.

-მე შენი ნებართვა არ მითხოვია უბრალოდ გითხარი რო მერე არ გაგკვირებოდა. და კიდევ თუ ჩემთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა არ გინდა შეგიძლია გახვიდე მე არ გავალ! და კიდევ ის ტიპი სანდრო ხო? ცნობილი რეჟისორი არ გამოგადგება.

-რა? თვალები გაუფართოვდა ელენეს. შენ რა გეკითხება?

-კაცმა რომელმაც არ იცის რა ეკუთვნის და რა არა ის ვერც იმას დაიცავს, რაც მართლა მისია.

-ნიკოლოზ ნუ მაცინებ, შენ იცი როგორ უნდა გაუფრთხილდე იმას რაც გეკუთვნის სხვაზე რო ტამამად ლაპარაკობ? ელენეს სიმწრით ჩაეღიმა.

-მერე მე კარგი ვარ?! ჩაიღიმა ნიკამ და კარადიდან მაისური გამოიღო, ფრთხილად გადაიცვა, დიდ ხანს უტრიალა ხო სუფთა იყო და ბავშვების ოთახისკენ წავიდა. რო შევიდა რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა, აუჩქარებლად მიუახლოვდა კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორს, ანტენა გამოგლიჯა და იატაკზე დაახეთქა ტელევიზორი, ანასტასია აიწურა, დემეტრეს შიში, ზიზღი, სირცხვილი ერთად ჩაუდგა თვალებში და უფრო ნიღბავდა გულის გულში დაფარულ გრძნობებს. ანასტასია დედის ოთახისკენ გაიქცა ატირებული.

-მე გითხარი რო ფეხბურთს არ უყურო!

-შენ მაგას ვერ ამიკრძალავ!

-მე გითხარი დემეტრე!!!!!! ნიკას ხმამ თითქოს კედლები და დემეტრე ერთად გაბზარა. მაგრამ შენ ჩემი არ გესმის როგორც ჩანს! ყველაფერს ისე აკეთებ რო ჩემი საწინააღმდეგო იყოს!

-უბრალო თამაშის ყურებით რა შავდება?

-ყურებით? სკოლის ცდენით ვარჯიშის გამო? თითქმის მთელი დღე ბურთის დევნით და ეს ყველაფერი ჩუმად, საიდან ამხელა თავხედობა დემეტრე? ბავშვი გაქვავებული იყო ვერ იფიქრებდა რო შეიძლებოდა მამამის ცოდნოდა რო თამაშობდა. შენგან ამას ვითხოვდი თუ არა? ნიკამ გვერძე მდგომი მაგიდა ააყირავა და დემეტრეს მიუახლოვდა, კედელზე ისე იყო აკრული ბავშვი თითქოს მის განგრევას მხრებით ცდილობსო. ელენე გულაჩქარებული შემოვარდა, ანასტასია აცრემლებული იდგა კარებთან და პატარა მუხლები უკანკალებდა.

-ნიკა დაანებე თავი, შუაში ჩადგა ელენე.

-შენ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე, ხშირად გაგახსენდები, ბევრჯერ ინანებ გესმის! ღრიალებდა ნიკა.

-რას ვინანებ? იმას რო ჩემი გშურს? არ გამახარე მთელი ცხოვრება, მიშლი იმიტო რო შენ ეს არ შეგიძლია, შენ იმას ვერ გააკეთებ რაც ახლა მე შემიძლია.

-შენც არ იცი რას ბოდავ! ნიკა ოთახიდან გამოვარდა. ანასტასია დემეტრესკენ წავიდა და ატირებული ჩაეხუტა.

-მამიკოს ეგრე რატო ელაპარაკები?!

-ანასტასია, საწოლზე წამოჯდა დემეტრე და ტასოს სახეზე ხელები მიადო, -შენ არ ინერვიულო, შენი მამიკო უფრო მეტის ღირსია, მაგრამ შენ არ გინდა ამაზე ფიქრი. გაბუტული სახით შეხედა პატარამ.

-მე მინდა რო კარგად ვიყოთ, არ მინდა რო ვჩხუბობდეთ.

-რა უფლებით უყვირი ბავშვებს? გაცოფებული შეუვარდა ოთახში ელენე.

-დამანებე თავი, შემეშვი საერთოდ გესმის!

-თავს გვაძულებ ნიკა რა გჭირს?

-მე კი უკვე მძულხარ, ვერ გიტან, მაღიზიანებ ყოველ წუთს, როცა გხედავ. ელენეს შუბლი აეწვა ბრაზისგან.

-ნუ მაფიქრებინებ რო დემეტრე მართალს გეუბნება, რომ 13 წლის ბავშვის გშურს, საკუთარი შვილის. ნიკას თვალები ბრაზისგან მთლიანად აემღვრა, თითქოს ცეცხლი ედგა, მოქნეული ხელი ძლივს გააკავა.

-ეგ გაკლია და ბოლომდე გადამივლი ყველანაირად, თუ მაგას გააკეთებ ნიკა იცოდე რო უკან ვეღარასოდეს დაბრუნდები, ყოველ დღე შენ სიძლვილში გავატარებ და საბოლოოდ იქცევი ჩემ თვალში ცხოველად. ელენეს სიტყვა არ დაამთავრებინა მასზე მძიმედ დაშვებულმა ხელმა, ლოყა სიმწრისგან ეწვოდა, მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო მასთან შედარებით რასაც მისი გული გრძნობდა. თვალები ნელ-ნელა იფარებოდა წყლით, მერე ვეღარ დაიტია თვალმა და სახეზე თვითონ გაიკაფა გზა მარილიანმა სითხემ.

-შენ ჩემთვის ეგ არასოდეს უნდა გეთქვა, დემეტრეს შეეძლო, მას მიზეზი ჰქონდა, შენ არ გქონდა ამის თქმის უფლება, შენ არა გესმის..........

-აღარაფერი მაინტერესებს ნიკა, შენ ჩემთვის მკვდარი ხარ და ვერც ჩემ შვილებს აუკრძალავ ამიერიდან რამეს, დემეტრეს რამდენ ხანსაც უნდა იმდენს ივარჯიშებს, რასაც უნდა იმას გააკეთებს და ყველაფერს გავაკეთებ რო შენნაირ პირუტყვად არ იქცეს. როცა კაცი ქალზე ხელს აწევს მას მხოლოდ ორი არარსებული ფეხი განასხვავებს პირუტყვისგან, ქალს მნიშვნელობა არ აქვს რანაირია. შენი სიტყვებია თუ გახსოვს. ნიკამ თავი ჩაღუნა. თვალები მტკიცედ იმეორებდა ელენეს სიტყვებისგან წამოსულ ბრაზს, ..სიტყვით კი მხოლოდ ეს მოახერხა.

-მაპატიე, დამნაშავე ვარ! ნიკა მთელი დღე გასული იყო, ელენე ბავშვებთან დარჩა, მათ გამხიარულებას ცდილობდა, ანასტასია დედას ეხუტებოდა და კოცნიდა, ხასიათიც გამოუკეთდა, მაგრამ დემეტრე სულ ჩაფიქრებული და დაღვრემილი იყო.

როცა სახლში მოვიდა ოთახიდან არავინ გამოსულა, ანასტასია ცქმუტავდა, უნდოდა გამოსულიყო და მამასთან მისულიყო, მაგრამ ვერ ბედავდა რამის თქმას, ნიკა თვითონ შევიდა, ახალი ტელევიზორი შეიტანა ოთახში და მაგიდაზე დადო, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს და ფრთხილად ჩამოჯდა.

-მე არ ვარ მართალი და ეს ვიცი, არც ერთთან, ამ დროს ელენეს შეხედა, ამიტომ ვფიქრობ რომ უმჯობესია წავიდე, ანასტასიას მაშინვე ცრემლებით აევსო თვალები, დემეტრემაც ვერ დაფარა გაოცება. მე თქვენ მიყვარხართ, როგორც შემიძლია და ისიც ვიცი რო ჩემი ქცევა ხშრად აუხსნელი და გაურკვეველია უფრო კი ამაზრზენი. დემეტრე შენ ყველა მიზეზი მოგეცი რო არ გიყვარდე, მაგრამ არასოდეს იფიქრო რო შენი ოდესმე შემშურდება, ამას ალბათ მაშინ მიხვდები, როცა შვილი გეყოლება, თუ რამე სიყვარული შეიძლება იყოს ყველაზე უანგარო ეს მშობლისაა, ახლა ალბათ ვერც იმ მიზეზს აგიხსნი რატო არ მინდა ითამაშო უბრალოდ მინდა იცოდე რო არ მინდა ოდესმე ის განიცადო რამაც მე ჩამომანგრია. ელენემ ცრემლები ვერ შეიკავა, ამ სიტყვებმა თითქოს მდუღარე გადაასხა სულზე და სხეული გაუყინა, თავისი სიტყვები გაახსენდა და ახლა იმაზე მეტად ეტკინა ვიდრე ეგონა რო შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. ოთახიდან გავიდა სააბაზანოში დიდ ხანს ტიროდა, როცა გამოვიდა ნიკა უკვე იწვა წიგნს კითხულობდა, გაუბედავად მიუახლოვდა საწოლს და თავის მხარეს მოიკუნტა, მაგრამ ეს სულის და სხეულის შეკუმშვა არ ყოფილა შიშის, იცოდა რო ნიკა იმ ღამეს არ მიეკარებოდა, მაგრამ მაინც იმაზე ცუდად იყო ვიდრე ოდესმე. შუქი ჩააქრო ნიკამ დიდ ხანს ესმოდათ ერთმანეთის სუნთქვა, დუმილით დამყარებული სიმყუდროვე კარზე კაკუნმა დაარღვია, ანასტასია შემოიტუზა ოთახში.

-რა იყო დე? ხო კარგად ხარ, სწრაფად აანთო სინათლე ელენემ ისე რო დარწმუნებული იყო ნიკას ეღვიძა.

-შეიძლება შენთან დავწვე დედიკო? ხმა აკანკალებული ჰქონდა პატარას.

-მოდი ტასო, სიზმარი ნახე? გაეღიმა ელენეს და პატარა მიიწვინა.

-დედიკო შუაში რო ჩავწვე შეიძლება? ჩაჩურჩულა ელენეს ანასტასიამ, თან დედიკო ფეხები დავიბანე და წყალი დამექცა, არ გამიბრაზდე კარგად ვერ მივწვდი.

-რატო დაიბანე? სანამ დაწექი ხო დაგბანე ანასტასია?

-მამიკოს რო არ ეთქვა მაინც, ჩაიკრუსუნა ანასტასიამ და შუაში გადავიდა. ელენე აბაზანაში გავიდა მისალაგებლად, თან იმაზე ფიქრობდა ამდენი სუნამო რატო დაისხა ანასტასიამ. ნიკა ფრთხილად დაიხარა და შუბლზე აკოცა პატარას.

-რა გასხია მა? ანასტასიას თვალები დაექაჩა და სწრაფად აფახულებდა, თითქოს გამოიჭირესო. ნიკას გაეცინა, ანასტასია ხმას ვერ იღებდა იმიტო დაისხა რო იცოდა მამას უკვარდა კარგი სუნი, მაგრამ ახლა ვეღარ გაიგო მოეწონებოდა თუ არ და უკვე იმდენი ესხა თვითონაც აწუხებდა.

-გემრიელი ხარ, ეს უთხრა და ხელები შემოხვია პატარას, ანასტასია ატირებული ჩაეხუტა.

-მომენატრები მამიკო, ნიკა გრძნობდა რო ხმას ვერ დაიმორჩილებდა ამიტო არაფერს ამბობდა ღრმად ისუნთქავდა შვილის სურნელს და იმახსოვრებდა.როცა ელენე ოთახში შევიდა ანასტასიას ფეხები ნიკას ცხვირთან ედო და იცინოდა, დიდ ხანს ვერ იჯერებდა მისი თვალები ნანახს, ნიკას სიცილის ხმა აგრძნობინებდა რო მალე უნდა გამორკვეულიყო, ისევ ის ხმა ეგონა საუკუნე იყო რაც არ გაეგონა, გრძნობდა გული წაუვიდოდა ისე მძაფრად განიცადა ნანახი სწრაფად მივიდა საწოლთან და კიდევ უფრო მოკუნტული დაწვა. დილით რო გაეღვიძა ანასტასია ნიკას მუცელზე ეწვინა და თმაზე ეფერებოდა მძინერეს, იმხელა მუცელზე დაწვენილი თითქოს ჰაერში იყო პატარა.

........................

-ელე გთხოვ სკოლიდან ჩემთან მივდივართ ბავშვები ტენისის სათამაშოდ და შენ ადრე წამოდი რა ჩემთან.

-კარგი ბარბარე, იმდენი რამე მაქ მოსაყოლი, აი მოკვდები სიცილით ერთ ბიჭზე უნდა მოგიყვე. ბარბარე მერხთან ძლივს ჩერდებოდა, ელენე ახალი გადასული იყო მათ სკოლაში და უკვე ძალიან მეგობრობდნენ. სახლში სიცილით შევარდნენ, სამზარეულოში.

-სწრაფად მომიყევი სანამ ბავშვები მოვლენ ბარბარეს ეცინებოდა.

-ერთი ქალია დედაჩემის ძველი მეგობარი და შვილი ყავს ბიჭი ნიკა მემგონი თუ რაღაც ეგეთი, წარმოიდგინე ეს ქალი თავისი შვილისთვის, თვითონ, თვითოს გესმი ეძებს საცოლეს, წარმოგიდგენია ბარბარე? და დედაჩემს უთხრა რას ფიქრობ ერთმანეთი რო გავაცნოთო. აი წარმოიდგინე რა დონის დებილია ის ბიჭი. ბარბარე ჯერ თვალებს აფახულებდა ძალიან სწრაფად, მერე ლამის წყალი გადაცდა და ქანდაკებასავით გაშეშებული იდგა.

-და ის ბიჭი რას საქმიანობს? ძლივს იკითხა.

-რაღაც ფეხბურთელობს თუ მსგავსი არ ვიცი ხო იცი როგორ არ მიყვარს ეგ სპორტი. ელენე ელოდა როდის გაიცინებდა ბარბარე, მაგრამ ზედმეტად სერიოზული იყო ამისთვის.

-ხო მაგრამ ეგ არ ნიშნავს რო ის ბიჭი დებილია ან იმას აკეთებს რასაც დედამისი ეუბნებაა, ყურადრებას ნუ მომაქცევ ელე, ბარბარემ ლაპარაკი გაწყვიტა.

-რამე ხო არ გეწყინა ბარბარე? ვერ მივხვდი რატო ხარ ესე, არადა მართლა სასაცილოა, აი მართლა. ბარბარეს სიცილი აუტყდა.

-ვაიმე ელენე შენ არ იცი უფრო სასაცილო რამე, ბარბარემ ძლივს მმოითქვა სული როცა სამზარეულოში დედა შემოვიდა. ელენე გაღიმებული მიესალმა გაოცებულ ქალს.

-შენ ელენე არ ხარ? ელენე ლორთქიფანიძე?

-დიახ..მაგრამ გაოცებული იყო ელენე, ბარბარე ჩუმად ფხუკუნობდა.

-მე მაია ვარ დედას მეგობარი, გაუცინა ქალმა და თმაზე ხელი ჩამოუსვა. ელენეს ეგონა დენმა დაარტყა, ახლა იმის გააზრებამ რაც ყველაზე გონივრულედ ეჩვენებოდა ის იყო რო ეს ქალი იყო ზუსტად ის ვისაც დასცინოდა და ბარბარე იმისი და ვისაც დებილს უწოდებდა, თავზარი დასცა, ყველაფერზე გული ერეოდა. იქ იყო თავის ფეხით მისული სადაც არასოდეს მიადგავდა ნებით ფეხს. ბარბარეს შეხედა გაფართოებული თვალებით.

-აი ამაზე გეუბნებოდი ეს უფრო სასაცილოა. ბარბარე ტავს ვერ იკავებდა.

-რა გჭირს დედა? გაეღიმა მაიას, ხო არ იცი ნიკა სად არის? ელენეს სხეულშ შანტებმა დაუარა, გრძნობდა რო თავს ვერ შეიკავებდა და ყველას მიალანძღავდა,.

-არ ვიცი დედა გარეთ იქნება.

-ელენე შვილო აქ იყავი ჩემი შვილი უნდა გაგაცნო, მემგონი რო მართლა ბედია ასე შემთხვევით მოხვდი ჩვენ სახლში, ელენეს სახე დაემანჭა სიმწრისგან და ამ სისულელეების მოსმენა ცუდად ხდიდა. „ბედი არა ის, მომინდომა, სასწაული პირდაპირ, მაგის შვილისთვის ვარ შექმნილი და მსგავსი სისულელეები, ვაიმე აქ რა ჯანდაბა მინდააა" სიტყვებს ძლივს ალაგებდა გონებაში.

-ბარბარე მაპატიე, არ ვიციოდი თუ შენი ძმა იყოო....

-მაგრამ ისე სასაცილოა ნიკას რო ვეტყვი აი იმდენს ვიცინებთ.....

-რას ეტყვი ნუ გადამრიე ახლა, არაფერი უთხრა სირცხვილია გაბრაზდება და ეწყინება, ჯობია წავალ რაა...

-ვაიმე შენ ჩემ ძმას არ იცნობ ამაზე იმდენს ვიცინებთ. ელენე გაოოცებული იყურებოდა და საკუთარ თავს ლანძღავდა აქ რო ფეხი შემოადგა.

-კარგი ახლააა ბარბარე ნუ ხუმრობ.

-დაიცადე გაგაცნოს.......მალე ხმა გაიგონეს.

-დედა აი ის გოგო რო გეუბნებოდი უნდა გაგაცნო.

-რომელი დედა? იმდენზე მეუბნები სია უნდა მქონდეს რო ვიმახსოვრო, ეგ რომელია მაღალი შავგვრემანი თუ საშუალო სიმაღლის წითური? მხიარულად უპასუხა ნიკამ. და თვალები მოხუჭა წარმოსახვითი სიის წარმოსადგენად.

-არც ერთი თვითონ ნახე, ელენეს ეგონა რო ტვინში სისხლი ჩაექცეოდა თავი გასაყიდი ნივთი ეგონა, მაგრამ ჯერ არ იცოდნენ ამ „ნივთს" როგორი ლანძღვა შეუძლია.

-ახლა მარტო ის მწადს რო წყალი გადავივლო ასე გოგოს კი არა ჩვენი მეზობლის ძაღლს არ გავიცნობ, გაიცინა ნიკამ. ბარბარე ჩაიკეცა სიცილისგან, ელენეს ეგონა გიჟები იყვნენ გარშემო. დედა არანორმალური, შვილები უფრო მეტად არაადეკვატურები.

-ახლა მაგარი ამბები წავა, ბარბარე ელენეს ჩურჩულებდა.

-ნიკა კარგი ახლა ჩუმად ილაპარაკე აქაა ის გოგო, მაიამ თავზე ხელი გადაუსვა შვილს, რომელსაც სიცილნარევი სახე დამანჭოდა.

-შენ დროს არ კარგავ მაიკო.გაეცინა ნიკას და სამზარეულოში შევიდა „გოგოს" გასაცნობად. ელენე გაოცებული უყურებდა სპორტულებში გამოწყობილ „დეგენერატს" ასე ბუნებრივად რო მიესალმა და ბარბარეს თვალებით რაღაცას ანიშნებდა და მერე ჩუმად ორივე იცინოდა.

Continue Reading

You'll Also Like

3.6M 152K 61
The story of Abeer Singh Rathore and Chandni Sharma continue.............. when Destiny bond two strangers in holy bond accidentally ❣️ Cover credit...
21.2K 706 23
ეზოში შემოვიდა ნაცნობი მაგრამ ამავდროულად უცნობი სახე... რა მოხდება თუ თინეიჯერი მეგობრების ცხოვრებაში, ძველი ნაცნობები გამოჩნდებიან და ერთად მოუწევთ...
604K 51.3K 31
"Excuse me!! How dare you to talk to me like this?? Do you know who I am?" He roared at Vanika in loud voice pointing his index finger towards her. "...
10K 556 21
წყვილი, რომელსაც არავინ ელოდა...