*-უკანასკნელად გიმეორებ ჯივონ, ჯისუ ჩემთან წამოვა. ის აქ ვერ გაჩერდება. სეული მისთვის ზედმეტად დიდი და ხმაურიანია
-არა მამა. რატომ არ გესმის? მას ვერ გაგატან. ჯისუ ერთადერთია რაც ჩემი ქმრისგან დამრჩა! ვერ წაიყვან
*-რატომ არ გესმის შვილო? ის აუცილებლად მოითხოვს აქედან წასვლას. სხვანაირია.
-მამა ის ხომ ხუთი წლისაა? რას ნიშნავს სხვანაირია? თანაც მე სამსახური აქ მაქვს. მას ვერ გამოვყვები.
*-მე და დედაშენი კარგად მივხედავთ. შენ მაგაზე ნუ იღელვებ.
-მას გულის მანკი აქვს ეს შენც ხომ იცი არა? შენ და დედა ვერ მოუვლით. თანაც არ მინდა ჩემი შვილი ჩემგან შორს იყოს.
*-კი მაგრამ ჯივონ... წიგნში რაც წერია შენც ხომ კარგად იცი
-მამა არ მაინტერესებს ეგ სულელური წიგნი! მთელი ბავშვობა სიცოცხლე მომიწამლეთ მაგ ლეგენდებით! აღარ მინდა ჩემმა შვილმაც იგივე გამოიაროს. მორჩა მას ვერ წაიყვან! ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება.
გაბრაზებულმა ჯივონმა ხელები შეკრა და მამამის თვალი აარიდა.
ხნიერი კაცი კი ფეხზე წამოდგა და უხმოდ გაემართა შემოსასვლელი კარისკენ, მაგრამ მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა სევდიანი ხმითა და ნაზი ღიმილით ბოლოჯერ დაიძახა
-მამა
კიმ გვანგსუმ თავი მარცხნივ შემოატრიალა და შვილს წამიერად თვალებში შეხედა
თავჩაღუნულმა ქალმა კი ისე განაგრძო რომ წამითაც არ შეუხედავს მამამისთვის
-მაპატიე მამა.. ჯისუ ერთადერთი რამაა რაც ჯიჰუნისგან დამრჩა. ვერ დავთმობ
ხნიერმა კაცმა ოდნავ ჩაიღიმა, თავისი ქუდი, რომელსაც ძველ მეგობარს ეძახდა, თხელ, ჭაღარა თმაზე დაიხურა და სახლი უხმოდ დატოვა. ეზოში მოთამაშე პატარა გოგონა რომ დაინახა მივიდა და მასთან ჩაიმუხლა. პატა ცხვირზე საჩვენებელი თითი დაჰკრა და უთხრა
-ვიცი ერთხელაც ჩემთან მოხვალ ყველაფრის გასაგებად. მე დაგელოდები გასაგებია?
Js-ბაბუა რატომ მიდიხარ?
იკითხა უმწიკლო და გულწრფელმა ბავშვმა.
-იმიტომ მივდივარ რომ შენ მოხვიდე საკუთარი ფეხით ჩემთან შვილო.
JS-მამიკოც შენთან არის?
ჰკითხა მთელი ინტერესით და გაფართოვებული თვალებით ჯისუმ ბაბუას
-არა ის მაღლაა. ღმერთებთან
JS-იმ ღმერთთან? ქალღმერთ სოიასთან?
-პატარა გოგონავ, როგორც ჩანს ყურადღებით მისმენდი,როცა ამბებს გიყვებოდი ქალღმერთ სოიაზე
კაცმა ერთი ციდა გოგონა გულში ჩაიკრა და უკანასკნელად შეავლო ყვავილებში მოთამაშე ბავშვს თვალი, შემდეგ კი იქაურობა დატოვა. მთელი სხეული ეწვოდა იმის წარმოდგენაზე რომ შეიძლება გოგონა ვეღარასოდეს ენახა ჯივონის დაჟინებული სურვილის გამო, მაგამ ერთი რამ კი ზუსტად იცოდა. ჯისუ აუცილებლად მივიდოდა მის სახლში. კაცი ცოცხალიც რომ არ ყოფილიყო გოგონა მაინც აღმოაჩენდა სიმართლეს, რადგან დღითი დღე უფრო და უფრო ემჩნეოდა პატარა ჯისუს მისი განსხვავებული ბუნება. ბავშვი სხვებს არ ჰგავდა. ხუთი წლის ასაკში იმის მაგივრად რომ სათამაშოებით ეთამაშა, არაამქვეყნიურად ლამაზი ბავშვი ტბასთან ჯდებოდა და თევზებს იმ სამყაროზე ესაუბრებოდა, რომელიც სიზმარში ნახა. სიზმარზე რომელიც რატომღაც ძალინ რეალობას ჰგავდა. გვანგსუმ იცოდა რომ მისი შვილიშვილი ხალხს ვერ შეეგუებოდა, იმიტომ რომ თვითონ ადამიანებზე მაღლა იდგა. რაღაც სხვა არსება იყო...
20 წლის შემდეგ:
დედის გარდაცვალებიდან ორ კვირაში ჯისუმ ბარგი შეკრა და დედამისის მშობლიურ სახლში წასვლა გადაწყვიტა. უყვარდა ვანდოს კუნძული, თუმცაღა სულ სამჯერ თუ იქნებოდა ნამყოფი. მისთვის გაუგებარი იყო, რატომ არიდებდა დედამისი ამ ადგილს, არადა როგორ უყვარდა სიმწვანეში ჩაფლული პატარა სახლები. როგორ უყვარდა ტბაში მოცურავე პატარა გედების ყურება და უცნაური, მაგრამ ლამაზი ქვების შეგროვება ზღვის სანაპიროზე. მამა თითქმის არ ახსოვდა, არც ბებია და ბაბუა ახსოვდა დიდად ფიზიკურად. მხოლოდ მათი თბილი ხმა ყურმილის მეორე ბოლოდან. ათი წლიდან მოყოლებული დედას ეხვეწებოდა რომ ბაბუასთან გაეშვა, რადგან სეული მას სულს უბოჭავდა. ჯისუს ეზიზღებოდა ეს ხმაურიანი სამყარო და არ უნდოდა მისთვის ფეხის აწყობა. სკოლა დაამთავრა თუ არა სამხატვრო სკოლაში ჩააბარა და ხატვა დაიწყო. ხატავდა ყველაფერს, მაგრამ ადამიანის თვალები ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა მასში, ძალიან უჭირდა გულწრფელი თავლების დახატვა, რადგან ჯერ ასეთი ადამიანი არ შეხვედრია ვის თვალებშიც გულწრფელობას დაინახავდა. ყველაზე კარგად სევდიანი თვალების ხატვა უყარდა და გამოსდიოდა კიდეც. დედამისის თვალები მილიონჯერ ექნებოდა ნიჭიერ გოგონას დახატული და ცდილობდა საკუთარიც დაეხატა, მაგრამ არ გამოსდიოდა. იცოდა რომ სევდიანი იყო მაგრამ საკუთარ თავში ადამიანს ნაკლებად ხედავდა. ხანდახან ფიქრობდა ვგიჟდებიო, რადგან მართლა ვერ განიცდიდა ვერანაირი გრძნობას გარდა სევდისა. რამდენი სიყვარულზე იწყებდა ფიქრს იმდენი გული სტკივდებოდა, თუმცა მის დაავადებას აბრალიდა ამ უკანასკნელს. სამწუხაროდ ვერც მეგობრები გაიჩინა და ვერც ისეთი ადამიანი ვისაც შეყვარებულს უწოდებდა. ერთადერთი ახლო ადამიანი დედა იყო მისთვი და ახლა ისიც დაკარგა. გოგონას სახეზე იშვიათად თუ შეამჩნევდით ღიმილს, მაგრამ დედის სიკვდილის მერე საერთოდ სურვილი დაეკარგა იმისა რომ ბედნიერი ყოფილიყო. მის გარშემო ყველა შეყვარბული იყო ბუნებით, ნაზ და თბილ გოგნაზე. მისი სილამაზე უბრალოდ აჯადოვებდა ირგვლივ მყოფთ. მის თანატოლ გოგონებს ზოგჯერ შიშიც კი უჩნდებოდათ ჯისუს მიმართ, რადგან საკმარისი იყო ბიჭისთვის ერთი შეეხედა რომ მაშინვე გოგონას სიყვარულით იწვოდა ყველა. ზოგმა ისიც კი დააბრალა, თითქოს და ჯისუ რაღაც ჯადოს იყენებდა სხვების მოსახიბვლად.
———-
გოგონა ავტობუსში იჯდა და უბრალოდ წარსულზე ფიქრობდა. ცდილობდა გაეხსენებინა ყველაფერი, რაც კი ოდესმე ამ ადგილას გადახდომია. ბაბუა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე საათით ჩამოვიდნენ ის და დედამისი, ისიც პირდაპირ დაკრძალვის დღეს. გოგონა ხვდებოდა რომ დედას რაღაც ძალიან აწუხებდა და ანერვიულებდა. რამდენჯერ ჰკითხა თუ რაში იყო საქმე, მაგრამ ჯი ვონმა ნერვიული სიცილით აირიდა კითხვა ხოლმე. საბოლოოდ გოგონასაც მობეზრდა და უბრალოდ კითხვების დასმა შეწყვიტა.
ახლა კი ზის კუნძულისკენ მიმავალ ავტობუსში და ფიქრობს ბაბუამისზე, რომელიც მუდამ ერთსა და იგივე ზღაპარს უყვებოდა პატარაობისას ჯისუს. გოგონა მთელი ძალით ცდილობდა დეტალების გახსენებას, თუმცა მხოლოდ ერთი რამ ახსენდებოდა
- სოია, სიყვარულის ქალღმერთი. სწორედ მისი საშუალებით შეეძლოთ ხალხს უძველეს დროში სიყვარული.
Js-ამას რატომ მიყვებოდა ბაბუა? ყოველთვის ერთსა და იმავეზე საუბრობდა და ამბობდა რომ ერთ დღესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავიგებდი.ნუთუ ეს უბრალოდ მისი პროფესიის სიყვარულით გამოწვეული ილუზიები იყო?
ფიქრობდა სულიერად დაღლილი გოგონა.
ბაბუამისი, მოხუცი კიმ გვანგსუ პროფესიით მითოლოგიის ექსპერტი იყო. წლების მანძილზე დადიოდა სხვადასხვა ქვეყნებში და იკვლევდა უძველეს მითოლოგიებს. ერთ დროს ძალიან ცნობილ თემაზე მუშაობდა, რომელსაც წესით სხვადასხვა ჰიპოთეზები სინამდვილედ უნდა ექცია და მსოფლიო გადატრიალება უნდა მოეხდინა, მაგრამ მოულოდნელად ჯისუს დაბადების წელს რაღაც მოხდა. მან თავის საქმინობაზე და კვლევაზე ხელი აიღო და ყველასგან მოულოდნელად სახლში გამოიკეტა. არავინ იცოდა რა მოხდა მოხუცის ცხოვრებაში და რატომ შეწყვიტა მან, მისთვის ასეთი საყვარელი და საოცნებო საქმე, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რომ მან ეს თავგანწირვა ჯისუს გამო ჩაიდინა. მისი იმ დროისთვის დაუცველი შვილიშვილისთვის.
———-
გოგონა ორი ჩემოდნით ხელში, ძველ, ვიქტორიანული სტილით ნაგებ სახლს მიუახლოვდა.
მას ძლიერ უყვარდა ძველი ჩუქურთმები და ყოველთვის აღფრთოვანებით იხსენებდა სახლის დეტალებს. ჯისუ ფიქრობდა რომ სახლი თავის საიდუმლოებებსა და მაგიას ინახავდა, ყოველ შემთხვევაში მას ამის დაჯერება სურდა. იგი ხვდებოდა რომ ეს ძველი სახლი სხვა ძველი სახლებისგან განსხვავდებოდა,თუმცა კი ვერ პოულობდი სიტყვების რითაც ამ განსხვავებას ახსნიდა.
გოგონას დამწუხრებული გულის მიუხედავად, მართლა ძალიან უხაროდა ის ფაქტი რომ ამიერიდან აქ გააგრძელებდა ცხოვრებას. სიმშვიდესა და სიმარტოვეში. იცოდა არავინ არ შეაწუხებდა ბევრი კითხვითა და ინტერესით, ან თუ შეაწუხებდა შეეძლო პასუხზე თავი არ შეეწუხებინა და აერიდებინა, რადგან ის აქ ფაქტობრივად არავის იცნობდა.
რომ დავფიქრდეთ, მას ახლა ბებიის გარდა არავინ ჰყავდა ამ სამყაროში. მამამისს, მშობლები ჯერ კიდევ პატარობაში დაღუპვია და არც და-ძმა დარჩენია. არც ჯისუს დედას ჰყოლია დედმამიშვილები ამიტომ ისე მოხდა რომ მთელს სამყაროში ერთი მოხუცი და საყვარელი ბებიაღა შემორჩა ობოლ ჯისუს.
არა, ისედაც კი იცოდა რომ განსხვავებული იყო და ამიტომ მართლა არ უკვირდა რომ მეგობარი არ ჰყავდა. თითქოს კაცთა მოდგმას არ მეკუთვნებოდა და მათთან საერთო ენას ვერ პოულობდა. გოგონა ყოველთვის განმარტოვებას ცდილობდა და უბრალოდ მუდამ წარმოიდგენდა რომ უწონადო მდგომარეობაში არსებობდა. უნოდა დაევიწყებინა ყველანაირი ფიზიკის კანონი და უბრალოდ ცაში აჭრილიყო. ყოველთვის მაღლა იყურებოდა თუმცაღა ვერ ხვდებოდა იქ რა დაჰკარგვოდა.
———-
სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა და გოგონას თბილად ჩაეხუტა. ქალს ძალიან ახარებდა ის რომ შვილიშვილი მაინც ეყოლებოდა მის გვერდით და ამხელა სახლში მარტო ცხოვრება არ მოუწევდა.
სევდიანი ღიმილით, მოხუცმა ერთი ჩემოდანი გამოართვა ჯისუს და ორივე სახლში შევიდა. გოგონამ ფეხი შედგა თუ არა ძველ სახლში, მაშინვე იგრძნო რომ ეს ადგილი სწორედ ის ნავსაყუდელი იყო, რასაც წლების მანძილზე ეძებდა. თურმე ეს მოხუცი კედლები ენატრებოდა გაუცნობიერებლად. ჰო ჯისუსთვის ეს სახლის კედლები მოხუცი იყო, რადგან მოსწონდა ის ფაქტი რომ მისი აზრით ყველაფერს სული ჰქონდა. გოგონას უყვარდა როცა ნივთებს როგორც ცოცხალ არსებებს ისე ექცეოდა. მან იცოდა რომ ყველა ნივთს აქვს თავისი წარსული, მაშასადამე ისტორიაც. ჯისუს გაურკვეველი მიზეზით წარსული იზიდავდა. აინტერესებდა ყველასა და ყველაფრის წარსული ისტორია. გრძნობდა რომ წარსული მოგონებები, სწორედ მისთვის უცნობი ისტორიები სტუმრობდენ ძილში და თავისკენ ითრევდნენ.
გოგონამ იცოდა რომ ყველასგან განსხვავებული იყო და ზოგჯერ წუხდებოდა საკუთარი თავით. უნდოდა საკუთარი არსებისგან გათავისუფლებულიყო და თავი სრულფასოვან ადამიანად ეგრძნო, მაგრამ იცოდა რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან კიმ ჯისუ კაცობრიობას არ მიეკუთვნებოდა.
—————
არ ვიცი რამდენად საინტერესოა თქვენთვის ასეთი ისტორია. მოკლედ დაწერთ მოგწონთ თუ არა და გავაგრძელო თუ არა. ხო და ეს უბრალოდ დასაწყისია მერე უფრო დიდი თავები იქნება უფრო საინტერესოც ( ნუ მე ასე მგონია )