MAFIA LOVE (დასრულებული)

By JerushaLima

26.2K 1.8K 899

- რა არის სიყვარული? არსებობს კი საერთოდ? - რათქმაუნდა, იგი ყველაზე წრფელი და ლამაზი გრძნობაა რაც კი ამ სამყა... More

zzzzzz
1 თავი
2 თავი
3 თავი
5 თავი
6 თავი
7 თავი
8 თავი
9 თავი
10 თავი
11თავი
12 თავი
13 თავი
14 თავი
15 თავი
16 თავი
17 თავი
18 თავი
19 თავი
20 თავი
21 თავი
22 თავი
23 თავი
24 თავი
25 თავი
26 თავი
( დასასრული)

4 თავი

985 81 71
By JerushaLima

9 წლის შემდეგ... ახლანდელი დრო... სეული

თეჰიონი თითქმის ჩაბნელებულ ოთახში, თავის სავარძელში მოკალათებული კუბურ სიგარას აბოლებს. კარისკენ ზურგშექცევით მჯდომი ღამის სეულის სიმშვიდით ტკბება, მისი ფიქრები საშინლად არეულია. გონება გადაღლილი.... იმდენადაა ამ სამყაროს მოწყვეტილი რომ ვერც ამჩნევს როგორ შემოდის კაბინეტში ახალგაზრდა ქალი და მისკენ მიემართება....

- ყოველთვის როცა ამ მდგომარეობაში გხედავ ძალიან მინდა გავიგო რა გიტრიალებს თავში, ან რაზე ფიქრობ. - ჰარა ფრთხილი მოძრაობით მოთავსდა ბიჭის კალთაში და ხელები კისერზე მოხვია – ასე რა გაწუხებს თეჰიონ??

- ამის ცოდნა არ გჭრდება, ახლა კი გთხოვ მარტო დამტოვე დღეს არაფრის ხასიათზე არ ვარ. - ცივად გაისმა კიმის ხმა.

- შეიძლება გიჟად ჩამთვალო მაგრამ 5 წლია ერთად ვართ და ამ ხნის განმავლობაში წლის ამ დროს ერთი და იგივე მეორდება, შენს თავში იკეტები. და ხასიათი იმაზე უარეს გიხდება ვიდრე გაქვს. კარგად რომ არ გიცნობდე და არ ვიცოდე როგორი სასტიკია შენი ბუნება ვიფიქრებდი რომ შეყვარებული ხარ.

- აღარ გააგრძელო, თუკი არ გინდა რომ ამ ჩემი ხასითის მსხვერპლი გახდე უბრალოდ მარტო დამტოვე..

- კარგი, როგორც გინდა. ხვალ იერი მოვა მითხრა რომ ერთ საქმეში შენი დახმარება და ამით შენც კმაყოფილი დარჩები . - მძიმედ ამოიოხრა ჰარამ და უსიტყვოდ დატოვა ოთახი როცა თეჰიონისგან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო.

- 9 წელი გავიდა მას შემდეგ რაც უკანასკნელად გნახე.... დაბადების დღეს გილოცავ პრინცესა..... - ბიჭის ბაგეებზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი გაკრთა, ეს სიტყვები კი სიგარის კვამლთან ერთად უკუნს შეერწყა..

...................

- პატარავ თვალები დახუჭე, შენთვის სიურპრიზი მაქვს – ჩუმად ამოიჩურჩულა ჯონგუკმა და ჯისუს უკნიდან მოეხვია.

- კარგი რა გუკი, ასე დავიმტვრევი,- მხირულად გაიცინა გოგონამ და მაშინვე იგრძნო ძლიერი ხელები წელზე.

-არასდროს, ჩემი გესმის? არასოდეს მოგცემ უფლებას წაიქცე, სანამ ცოცხალი ვარ ეს არ მოხდება. ახლა კი ფრთხილად გადადგი ნაბიჯი. - მალე გოგონამ ვარდების საოცარი სუნი იგრძნო, რამდნიმე წამში კი ჯონგუკმა თვალების გახელის ნება დართო. ჯისუს თვალწინ ულამაზესი ხედი გადაეშალა. მდიდრული რესტორნის დარბაზე მთლიანად ხასხასა წითელი ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი, შუაგულში კი ლამაზად გაწყობილი მაგიდა იდგა. იქაურობას სანთლის შუქი ანათებდა მხოლოდ რაც გარემოს მეტ ინტიმურობას სძენდა. წყვილი მაგიდისაკენ დაიძრა, როცა მას მიუახლოვდნენ ჯონგუკი მოულოდნელად ჯისუსკენ შებრუნდა მის წინ დაიჩოქა და პიჯაკიდან პატარა კოლოფი ამოიღო

- კიმ ჯისუ, გახდები ჩემი მეუღლე? გამომყვები ცოლად რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება, სანამ ვისუნთქებ შენზე ვიზრუნო? - იმედიანი თვალები შეანათა ბიჭმა გაოცებულს. - გთხოვ მითხარი თანახმა ხარ სამუდამოდ ჩემი გახდე? - გოგონას სახე ბედნიერმა ღიმილმა გაუნათა

- რათქმაუნდა თანახმა ვარ გუკი. გამოგყვები ცოლად. - ბიჭი ფეხზე წამოხტა და პატარა სხეული ხელში აიტაცა და ბედნიერმა წამოიძახა. - დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო......

.................................

- დედა ვერ ვიგებ ასეთ რა დავუშავე ბაბუას, რატომაა ჩემი წინააღმდეგი. - გაცოფებული იერი საძინებელში დაუსრულებლად სცემდა ბოლთას.

- ყველაფერი მამაშენის რბილი ხასიათის ბრალია შვილო. მას არასდროს შეეძლო თავისი პოზიციის დაცვა ამ სახლში. სწორედ ამიტომაა რომ ბაბუაშენმა მემკვიდრედ ჯისუ აირჩია და ისიც ულაპარაკოდ დათანხმდა ამას. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარა დარამ

- ამას არ შევეგუები. მე უფროსი ვარ. ეს ყველაფერი მე მეკუთვნის. ამას არ შევეგუები ვიცი რასაც გავაკეთებ. ორივეს იმ ქვეყნად გავისტუმრებ, კი ზუსტად ასე ვიზამ.

- იერი გეყოფა, კრიმინალივით საუბრობ – შვილის სიტყვებმა ცოტა არ იყოს შეაშფოთა ქალი. მას რათქამაუნდა სურდა მისი შვილი გამხდარიყო CEO თუმცა არა სხვების სიცოცხლის ფასად. არა ჯერ ასე ღრმად არ შეუტოპავს.

- დამშვიდდი დედა. ყველაფერს მოვუვლი. ისე სადაა ქალბატონი? დღეს ხომ მისი დაბადების დღეა, მეგონა ბერიკაცი შესაშურ წვეულებას გამართავდა.

- თავის შეყვარებულთან ერთად ვახშმობს – და შეწყვიტე ბაბუაშენის ასე მოხსენიება, აქ კედლებსაც კი ყურები აქვთ.

- სულერთია. ხო მართლა ხვალ სეულში მივემგზავრები რამდენიმე დღით. პარტნიორებს უნდა შევხვდე. როცა დავბრუნდები ყველაფერს მოვუვლი. არ დავთმობ იმას რაც მე მეკუთვნის, მაინც მივაღწევ ჩემსას.

- ფრთხილად იყავი იერი. მახეში თავად არ აღმოჩნდე – გააფრთხილა დედამ თუმცა შურისგან დაბრმავებულს მისი სიტყვები ყურად ნამდვილად არ უღია.

...................

- ღმერთო არ მჯერა ახლა ნამდვილად ჩემი საცოლე ხარ.... ისე მეშინოდა რომ უარს მეტყოდი – ჯონგუკმა ნაზად მოიქცია ჯისუს ხელი თავისაში და ცერა თითით მისი მოფერება დაიწყო.

- სულელი უნდა ვყოფილიყავი უარი რომ მეთქვა ასეთ სიმპატიური მამაკაცისთვის არა? - გაიღიმა ჯისუმ – კარგი ხოო ნუ გამაწითლე.

- ძალიან მიყვარხარ კიმ ჯისუ. უსაზღვროდ

- მეც მიყვარხარ გუკი, შენ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალე. სიცოცხლის ხალისი მისი აზრი დამიბრუნე. ღმერთს მადლობას ვწირავ რომ შენი თავი მაჩუქა.

- გინდა ვიცეკვოთ?

- რათქმაუნდა – დარბაზში ულამაზესი წყნარი მელოდია გაისმა და წყვილი მასთან სინქრონში აცეკვდა. ჯისუ მკერდზე მიეკრა მამაკაცს და თავი მშვიდად იგრძნო.  მოსწონდა ეს შეგრძნება თუნდაც იგი არ ყოფილიყო ისე ყოვლისმომცველი, ისე ჯადოსნური როგორიც მასთან. მას ეს მოსწონდა. მოსწონდა ის განცდა რასაც ჯონგუკი მასში იწვევდა, ეს ოჯახური სითბოს  იყო. სხვა რა არის საჭირო რომ თქვა თანახმა ვარ. არც არაფერი. ჯისუმ იცოდა რომ ჯეონთან ბედნიერი იქნებოდა ეს სრულიად საკმარისი იყო მისთვის...........

წყვილმა ცეკვა დაასრულა, შემდეგ კი მაგიდასთან დაბრუნდა. გოგონამ ტელეფონზე შეტყობინება მიიღო ქაისგან, თავისი მარჯვენა ხელისგან რომელიც დაკავშირებას სთხოვდა. ჯეონს მოუბოდიშა და საპირფარეშოსკენ გასწია რათა დაერეკა

- რა მოხდა ჯონგინ?

- გავარკვიე ის რაც ქალბატონ იერიზე მთხოვეთ. თმცა სჯობს პირისპირ ვისაუბროთ.

- კარგი, ხვალ დილით ჩვეულ ადგილას მოდი.... - ჯისუმ საუბარი დაასრულა და მაგიდასთან დაბრუნდა

- გუკი იქნებ წავსულიყავით, ცოტა დავიღალე.

- რათქმაუნდა პატარავ... როგორც მეტყვი. - ბიჭმა თავისი საფირმო ბაჭიის ღიმილით გაუღიმა გოგონას და მალე მათ იქაურობა დატოვეს.

Continue Reading

You'll Also Like

19.6K 406 16
Izuku Midoriya is far from being normal. Saved by his biological parents when his planet was on the brink of collapse, he is sent towards the plane...
307K 6.8K 35
"That better not be a sticky fingers poster." "And if it is ." "I think I'm the luckiest bloke at Hartley." Heartbreak High season 1-2 Spider x oc
9.7K 312 30
"THOUGH FATE IS HARD TO TELL... YOU'RE STILL, MY ONE AND ONLY.." Published: 05/15/19 Ended: 06/06/20
1.1M 44.1K 51
Being a single dad is difficult. Being a Formula 1 driver is also tricky. Charles Leclerc is living both situations and it's hard, especially since h...