Hikaru

By queenofgondry

13.8K 2K 454

"პოეტურად არაფერი სრულდება. მთავრდება და ჩვენ ვაქცევთ მას პოეზიად. ეს სისხლი ერთ დროს არ ყოფილა ლამაზი, არამე... More

i paint flowers, so they won't die
in the garden i'll die, in the roses they'll kill me
the blood on my teeth began to taste like a poem
from my rotting body, flowers shall grow
at dusk, death came in the form of a man
every flower on your earth withers
the relief of giving in to destruction
somewhere beyond the clouds
the heart keeps sobbing in its sleep
seoljungmae
dark, liquid loveliness of words
sing, sing sweet nightingale
can you still feel the battles on my skin?
the breaking of a wave can't explain the whole sea
diphylleia grayi
i wanted nothing but silence, far away from reality
vai, amico, libero da fardelli e paure
sublime ecstasy that gave wings to the soul
tell me i'm your midnight muse, feel me in your bones
house of cards
kaze hikaru

walking over a word with the teeth of my mind

466 80 14
By queenofgondry

მხოლოდ ახლა შეემჩნია, როგორი ლამაზი იყო თეჰიონი.
ადრე ვერ ხედავდა, ახლა კი, ლაჟვარდისფერი ცის ქვეშ რომ იდგნენ, თითქოს ყველაფერი თვალწინ გადაეშალა ერთიანად: არ იყო იგი ყველაზე თვალისმომჭრელი მათ შორის, ვინც კი უნახავს, არც ყველაზე ლამაზი, მაგრამ აქამდე არცერთს უმოქმედია მასზე, როგორც თეჰიონი ახერხებდა ამას.
ხაკისფერი კეპი ეხურა, მუქი ყავისფერი თმები შუბლზე ჩამოჰყროდა, ხორბლისფერ კანზე კი მისი ოფლი ბზინავდა. სილამაზე. ამას ხედავდა იგი მხოლოდ.

ვერც შენიშნა, როგორ გაშეშებულიყო, ურიკა ხელში ეჭირა, მაგრამ არ დაუძრავს. თეჰიონზე შეეჩერებინა მზერა სრულიად გაუცნობიერებლად და ვერც ის დაენახა, ამას ისიც რომ ამჩნევდა.

-მადლობელი ვარ, ასეთი მზერის ღირსი რომ გავხდი, მაგრამ სჯობს ვიმუშავოთ.. -მსუბუქად ჩაიცინა და ცოცხით ქვაფენილზე დაყრილი შუშის ნამსხვრევების დაგვა განაგრძო.
ჯონგუკი ამ სიტყვებზე შეკრთა.
-არ გიყურებდი. - წარბები შეკრა და ურიკა იქ მიახრიალა, სადაც ჩატეხილ სკამებსა და მაგიდებს ყრიდნენ. იუნგიმ უთხრა, ვინმე შეშად გამოიყენებსო.. -ერთხელაც არ შემომიხედავს, - ჩაიბუზღუნა.

ყველა გარეთ იდგა, ტრაგედიის ყოველ ნიშან-კვალს აქრობდნენ, თითქოს ამით მათი მეხსიერებიდანაც წაიშლებოდა მომხდარი. ხანშიშესული ქალი აკანკალებული ხელით ასხამდა წყალს სათლით
სისხლ-შემხმარ ქვაფენილს. თეჰიონი თავის გახალისებას ცდილობდა, არ სურდა შეემჩნია რომ ახლახანს მომხდარის გამო ჯერ კიდევ ვერ დაემშვიდებინა შიშისგან ათრთოლებული გული. ჯონგუკის მხარეს აპარებდა მზერას, უყურებდა, ქარი როგორ ურხევდა თმებს და ნელ-ნელა მასშიც იწყებდა სიმშვიდის პატარა ნაპერწკლები გაღვივებას.

გვიან შუადღეს დაასრულეს.
ყველამ დაინახა, იაპონელები შორიახლოს როგორ ტრიალებდნენ. ელოდნენ, რომელიმე მათგანი მაინც როდის დაილაპარაკებდა კორეულად, რათა დასჯის მიზეზი ჰქონოდათ. ხანდახან არც ეს იყო საკმარისი... უმიზეზოდ მოსტეხეს ფეხი ერთ-ერთი მოკლულის ძმას, კეტი ჩაარტყეს მუხლში რამდენჯერმე. მაღალი, წაბლისფერთმიანი კაცი ფითქინა კანით ჩაკეცილიყო, ენაზე კბილი დაეჭირა, რათა არაფერი ეთქვა.. ისიც რომ მოეკლათ, მის ოჯახს ვინ გამოკვებავდა? მერე კიდევ ურტყეს, დასცინეს, წიხლებით შესდგნენ, მას კი ერთი კვნესაც არ დასცდენია. რომ მოშორდნენ, მერეღა გადმოაფურთხა სისხლი, პირი რომ გავსებოდა... საწყალს ენა ჰქონდა გაჭრილი.

*

შემდეგ რამდენიმე დღეში ჰიჯე ფეხზე დადგა, მაგრამ ავადობას სულ უარესად გაეხადა და სულ მკვდრის ფერი დასდებოდა მის ისედაც ფერმკრთალ კანს, ძლივს დალასლასებდა, უღიმღამოდ დასთამაშებდა მზერა.  
არ ელაპარაკებოდა თეჰიონს და არ ელაპარაკებოდა იუნგის, ხტებოდა მათ მიახლოებასა და შეხებაზე, კანკალს იწყებდა, როდესაც ჯონგუკი ცდილობდა მისთვის საჭმელი მიეცა.

თეჰიონს უფრო და უფრო ჩამოუღამდა სახე, რამდენიმე დღის წინ მისი დის დაბრუნებით გახარებული ბიჭი აღარსად ჩანდა, ჯონგუკი კი ყველაფერს შორიდან ადევნებდა თვალს. ერთხელაც არ გამორჩენია მის მზერას, როგორ შედიოდა მხრებაჩამოშვებული ბიჭი თავის ოთახში და ჩუმად კეტავდა კარს. ჩხუბობდა. ჩხუბობდა ბევრს უცნობებთან, ჰიჯე კი ოთახიდან აღარ გამოდიოდა. გამოჯანმრთელებამ მასში ის შიშები განაახლა, რომლის დამალვასაც ასე ცდილობდა. ჩამსხვრეული ფანჯარა ჯონგუკმა და იუნგიმ გამოცვალეს.9 მარტს იუნგი ოცდაოთხი წლის გახდა. თორმეტს რომ გადასცდა, მაშინ შემოვიდა თეჰიონი ორქიდეაში. ცარიელ დარბაზში ორი ბიჭი ისხდა, სანთლის შუქზე ფიქრობდნენ, მაგრამ კრინტი არ დაუძრავთ ერთმანეთთან. ჯონგუკმა დაინახა,როგორ გადაეხვია იუნგის ბიჭი და გაიგონა აკანკალებული ტონით როგორ ჩასჩურჩულა: "დაბადების დღეს გილოცავ." გაუნძრევლად იდგნენ, თეჰიონი დახრილიყო, რათა კარგად ჩახუტებოდა მას. იუნგის თავი მის ყელში ჩაერგო.
 -კარგი, უკვე უხერხულია.. - მოშორდნენ ბოლოს. დაბალმა კეფა მოიქექა და ისევ დაჯდა.

-ახლა წავალ, ჰიონ.. ჰიჯეს დავუძახებ, მოგილოცოს.
 -არ გინდა. დაანებე.
 -არა, მე.. საკმარისია, კარგი? დავიღალე. გამოვიდეს და მოგილოცოს, გამიგე? - ჰიჯეს ოთახისკენ წავიდა,რომელიც სულ ახლახანს გაესუფთავებინათ მისთვის, რათა იქ შესძლებოდა დაძინება. -ჰო, ასე უნდა მოიქცეს! გამოვიდეს და მოგილოცოს..- ჩურჩულით იმეორებდა.
 -თეჰიონ, სძინავს, - სცადა ჯონგუკმაც. წამოწეულიყო და ბიჭის ფიგურას აყოლებდა თვალს, რომელიც საბოლოოდ ხის კარის მიღმა გაუჩინარდა. პაუზა.

 -იმედია, არაფერი მოხდება, - ამოიოხრა იუნგიმ. ჯონგუკი ნერვიულად ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ ჰიჯეს მისდამი სითბო არასდროს გამოეჩინა, მაინც სურდა მას გაფრთხილებოდა. კარგად იცოდა, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო რაღაც, რამაც იგი პარალიზებული გახადა ემოციურად.. იცოდა, რადგან თავადაც მწარედ გამოუცდია იგივე. თეჰიონი აყვირდა. დახშულად ისმოდა მისი სიმწრის ღრიალი, მაგრამ ჰიჯეს დუმილი მაინც უფრო ხმამაღლა.


ჩემი და აღარ ხარო, რომ დაუყვირა, მას მერე ჯონგუკს აღარ მოუსმენია.


თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. სიმწრისგან ხელები მოემუშტა. იუნგი ხმადაბლა იგინებოდა და წამომხტარი კარზე აბრახუნებდა, გამოდიო. რომ არ გამოვიდა, სახელურს დაეჯაჯგურა. მაინც ვერ გააღო. ბოლოს ხმა მიწყდა. რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ზღურბლს მაღალმა ფიგურამ გადმოაბიჯა. თავი დაეხარა.დაბალს არაფერი დააცადა ჯონგუკმა, ხმის გაგონებისთანავე წამოდგა, მისკენ გაემართა და სილა გააწნა.
 -სამარცხვინო ხარ, - ჩაისისინა. სული შეეხუთა, ატკიებული ხელი ჩამოუშვა და იუნგისკენ გაიხედა. თეჰიონს მარჯვენა ლოყა ასწითლებოდა, თავი განზე გადაეგდო, ხელები შემოეჭდო მტკივანი ადგილისთვის.
 -მითხრა, რომ გამეგდო.
-რა?
 -ჰიჯემ. მან მითხრა, რომ თუ ჩემი და აღარ იყო, გამეგდო, - თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა. გაბრაზებას გადაევლო და ახლა საკუთარ სირცხვილთან დარჩენილიყო მხოლოდ. ბიჭს თვალებშიც ვერ ჩახედა, იუნგის ჩამწარებული დაბადების დღისთვის მოუბოდიშა და თავის ოთახში შეიკეტა.

-შეიძლება წავიდე? - ითხოვა ჯონგუკმა.
-არა, ისე... - დაიწყო. -ჩემი დაბადების დღეა და შეგიძლია რაღაც შემისრულო?
-რაღაც შეგისრულო?
-ჰო, როგორც საჩუქარი.
-არ ვიცი, მე რა შემიძლია.
-უთუოდ შეგიძლია. მე დედა მყავს.. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მასთან ვიზრდებოდით, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევდა. გასულ კვირას წერილი გამომიგზავნა, ამ დაბადების დღეზე ჩემთან დარჩიო.. თეჰიონის ამ საქციელის შემდეგ იქნებ წავსულიყავი.
-გინდა, რომ მათთან დავრჩე? -მიმიხვდი, - სუსტად გაიღიმა. - თეჰიონის გამო ცუდად ნუ იგრძნობ, ხვალ ისაუბრეთ და ბოდიშს მოიხდის.

სანთელი ბოლომდე ჩამოიღვენთა და ჩაქრა. 

იუნგი წავიდა, საკუთარ ფიქრებთან დარჩენილ ბიჭს კი პირველად შემოაწვა სინანული. იქნებ არასწორად მოიქცა? რა იქნებოდა, ამ ჭრიალა სკამიდან რომ არ წამომდგარიყო და არ ჩარეულიყო? თავი გააქნია და ფეხაკრეფით გარეთ გაიჭრა. ქუჩაში არ გაუბიჯებია, ზღურბლთან იდგა და ცივ ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ დამთბარიყო, ზამთარს უკვე ჩაევლო და სუსხი ძვალ-რბილში აღარ ატანდა. 

შუა ღამის ცაზე ახალი მთვარე სუსტად ანათებდა, ბნელ ბუსანში კი გარეთ დიდ ხანს აღარ დარჩენილა. რამდენიმე წუთში ისევ გამოიხურა ორქიდეის კარი და საბოლოოდ გადაკეტა. 

თეჰიონის ოთახის წინ დადგა, სახელურს ხელი ჩაავლო. ის იყო, უნდა ჩამოეწია და შიგნით შესულიყო, გაჩერდა. იქნებ არ იყო ახლა ამის დრო? სჯობდა დაეძინა, ხვალ  კი... იუნგიმ არ თქვა, ცუდად არ იგრძნო თავიო? მაშინ რატომ ვერ მოუშორებია ეს გრძნობა? 
მაინც შეაბიჯა ოთახში. სიბნელეში ძლივს გაარჩია იატაკზე მჯდომი თეჰიონი, გულზე უცნაური წვა იგრძნო, როდესაც ყრუ სლუკუნის ხმა მის ყურთასმენას მისწვდა. 

გვერდით მიუჯდა. 

პაუზა. 

-იცი რას მივხვდი? - ამოიჩურჩულა ჯონგუკმა. -შენთვის მხარი არასდროს დამიჭერია. 
-რა? 

"my head is a hive of words 
that won't settle."


Continue Reading

You'll Also Like

2.3K 84 31
ეს ისტორია მოგვითხრობს ერთ გოგონაზე, ანკაზე, რომელიც გაცვილითი პროგრამით ჩადის ამერიკაში მამიდამისთან, იქ გაიჩენს მეგობრებს, თავის დეიდაშვილის დახმარ...
4.7K 515 9
ამ ცხოვრებაში ჯიმინს უყვარდა თავისი სამსახური - ჟურნალისტობა, თავისი შეყვარებული იუნგი და ნუში. მოულოდნელად მას ალერგია ეწყება ნუშზე, სამსახურიდან ათ...
893 37 10
(იქნება ფენტეზის ჟანრის ) მიენდე სიზმრებს რადგან ვიცი ის სწორ ადგილამდე მიგიყვანს მაგრამ არ აღიქვა ის ისე როგორც რეალობან (ავტორი უცნობია)
43.2K 3.8K 27
"ჯეონები რომ არა, უკვე მკვდარი იქნებოდი პაკ ჯიმინ!" "და ვინ თქვა რომ სიცოცხლე მსურს მას შემდეგ რაც შენ გააკეთე ჯეონ ჯონგუკ"
Wattpad App - Unlock exclusive features