Alexithymia [TAEKOOK]

By B_love_your_self_B

27.1K 2.5K 503

" ~სიმართლე რომ გითხრათ გუკს ასეთი რამ არავისთან არასდროს არ გაუკეთებია, რატომ? ამ კითხვაზე პასუხი თვითონაც ა... More

[პროლოგი]
[1] ახალი სკოლა.
[2] პირველი შეხვედრა.
[3] ჯიმინში.
[4] საიდუმლო ბაღი.
[5] რა ჩაიფიქრე გუკ?
[6] მე და მონა?
[7] ჩემი გმირი?!
[8] წვეულება?
[9] მოულოდნელი შეხვედრა.
[10] სიურპრიზი.
[11] მოღალატე!
[12] წყვილური თამაშები.
[13] იცი რომ სიგიჟემდე მინდიხარ?
[14] გთხოვ, არ მატკინო...
[16] ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა!
[17] რაღაც ცუდი ხდება...
[18] შეუძლებელია!
[19] არ დამტოვო...
[20] დაგელოდები.
[21] ოდესმე შეიცვლები?
[22] თე-თე, მომენატრე.
[23] დასასრული

[15] ეიფელის კოშკი.

1K 97 25
By B_love_your_self_B

- მოკლედ... - გუკმა ეს ერთი სიტყვაღა თქვა და გაჩუმდა, ხმას აღარ იღებდა.

"რამე მოხდა? რამე ხომ არ სჭირს?"

- გუკ, რისი თქმა გინდა? თქვი! - საწოლზე წამოვჯექი და მთელი სერიოზულობით შევეკითხე, - რამე ხომ არ მოხდა?

გუკმა მძიმედ ამოიხვნეშა და თავზე ხელი გადამისვა:

- არაფერია ისეთი, დაიკიდე და დაიძინე!

- მაინც? ხომ იცი რომ ყველაფერი შეგიძლია მომიყვე, მოგისმენ და გაგიგებ. - ხმა აღარ ამოუღია, საბანი გადამაფარა და მაგრად მომეხვია.

"გუკ, ასე ძალიან რისი თქმა გინდა და ვერ ამბობ?"

დავმორჩილდი, თავი მკერდზე დავადე, თვალები დავხუჭე და დავიძინე.

არ ვიცი გუკს იმ ღამეს ეძინა თუ არა, მაგრამ ახლა კი ერთ რამეში 100% -ით ვარ დარწმუნებული, იგი ჩემგან აშკარად რაღაცას მალავდა...
°°°
×××
[ჯონგუკის POV:]

"თეჰიონ, ოდესმე შევძლებ შენთვის ამის თქმას? უბრალოდ არ მინდა გული გატკინო..."
°°°

[დილით]

თეჰიონს მაგრად მოვეხვიე და შუბლზე ნაზად ვაკოცე. არ მინდოდა რომ თეჰიონს გაეღვიძებინა, ამიტომ საწოლიდან ჩუმად ავდექი.

[თეჰიონის POV:]

როცა თვალები გავახილე, ოთახში უკვე მზე ანათებდა. კარგად გავიზმორე, საწოლზე წამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე. როცა ცოტა გამოვფხიზლდი, აღმოვაჩინე რომ გუკი საწოლში აღარ იწვა. ავნერვიულდი, თავში ყველანაირმა სულელურმა აზრმა გამიელვა:

"იქნებ უბრალოდ მიხმარა? იქნებ მიმაგდო? არ ვუყვარვარ? ამის თქმა უნდოდა ჩემთვის? რატომ მომექცა ასე? "

საწოლიდან სწრაფად წამოვხტი, შარვალი ამოვიცვი და მის ძებნას შევუდექი. ტრაკი მტკიოდა მაგრამ ამ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი, მხოლოდ მას ვეძებდი...

" არა, გუკი ამას არ იზამდა, არ მიმაგდებდა!"

სააბაზანოს კარს მივუახლოვდი, უხეშად შევაღე და:

- გუკ? - გუკს თავისი პენისი ეჭირა და პისუარში "საქმეს" აკეთებდა. ჩემს დანახვაზე შეკრთა, მაგრამ მალევე მოსლაბდა, არ აჩქარებულა და ჩვეულებისამებრ თავისი საქმე გააგრძელა...

- კარი მაინც დაგეკეტა! - გუკს მთელს ხმაზე შევღრიალე და კარის დასაკეტად მოვემზადე, რომ გუკმა შემაჩერა და კედელთან მიმამწყვდია. ერთი ხელით კედელს მიეყრდნო, მეორეთი კი მე დამიჭირა:

- მერე რა მოხდა რომ კარი არ ჩავკეტე? გუშინ ორივე შიშველები ვიყავით და ახლა რისი გრცხვენია ერთი? მოიცადე, შენ რა მეძებდი?

- ხომ! მეგონა რომ წახვედი და დამტოვე, მეგონა რომ უბრალოდ მიხმარე... - თვალებიდან ცრემლები წამომივიდა - მართლა ძალიან შემეშინდა გუკ, - ამ სიტყვების გაგონების შემდეგ მომიახლოვდა, მაგრად ჩამეხუტა და ზურგზე მოალერსება დამიწყო.

- ბრიყვო, მე შენ არასდროს დაგტოვებ! - ისევ ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ულამაზეს სახეზე. რაღაცა მასში მიზიდავდა, არ მოგატყუებთ და მეთვითონაც არ ვიცოდი თუ რა...

ჩემი სახე მის სახეს მივუახლოვე და მის ტუჩებს დავეწაფე.

- გუკ... შენი რბილი ტუჩები ყველაფერს მირჩევნია! - გუკი ჩემგან ასეთ საქციელს და სიტყვებყ აშკარად არ ელოდა, ხელი ჩემი ტრაკისკენ ჩაწია და მაგრად მომიჭირა:

- მე კი შენი კვნესა მაგიჟებს! და ისე... მაისურის გარეშე ნამეტანი სექსუალური ხარ! - ამ სიტყვების შემდეგ ისევ ჩემს კოცნას აპირებდა, მაგრამ ჩვენს ოთახში ვიღაც შემოვიდა და ყველაფერი ჩაგვიფუშა:

- ბიჭებო აქ ხართ?

- წამოდი სააბაზანოდან გავიდეთ! - ჩურჩულით მითხრა გუკმა და ოთახში გამიყვანა.

- აქ ვართ! - ახლად შემოსული ბიჭი, სადღაც ოცი წლის იქნებოდა, საყვარლად გაგვიღიმა და ლაპარაკი განაგრძო.

- სწრაფად ჩაიცვით!

- რატომ?

- ეიფელის კოშკის ნახვა არ გინდათ? თუ არ გინდათ მაშინ დარჩით! - ეიფელის კოშკის ხსენებაზე სიხარუდისგან ხტუნაობა დავიწყე და გუკს შემოვუტრიალდი:

- აუ, ბაჭიავვ... გთქოვვ წავიდეთ ლააა! - ჩლიფინი არ მიყვარდა და ახლაც არ მიყვარს... მაშინ იმ მომენტში რატომ დავიწყე ჩლიფინი? ალბათ ჯონგუკის გულის მოგება მინდოდა.

- რ... რა მიწოდე? - ინტერესით შემეკითხა გუკი.

- ბაჭია. არ მოგწონს? ისევ გუკი დაგიძახო? გუკ...

- არა! - ამ "არა" -ს თქმა ძალიან ხმამაღლა მოუვიდა, შემდეგ კი კეფა მოიფხანა და საუბარი დაბალ ხმაზე გააგრძელა, - ბაჭია დამიძახე, ასე უფრო მომწონს...

თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი, შემდეგ კი ხელები ჯვარედინად მის მხარზე გადავაწყვე, თავიც მივაყოლე და პირდაპირ თვალებში ჩავაცქერდი. გუკს სიცილი აუტყდა.

- რა გაცინებს? - ინტერესით შევეკითხე გუკს.

- არაფერი... კარგი, წამოდი წავიდეთ! - სიხარულისგან წამოვვარდი და ლოყაზე მაგრად ვაკოცე, ჩემი საქციელის მეც გამიკვირდა, როცა მივხვდი თუ რა გავაკეთე მოვცილდი და თავი ძირს დავხარე, მალე კი გუკის ხმა მომესმა:

- რატომ გაჩერდი? არ გინდა კიდევ ერთხელ მაკოცო? ოღონდ ახლა უკვე ტუჩებში. - ამ სიტყვების გაგების შემდეგ, თავი მაღლა ავწიე და გუკს მივაშტერდი. ახლა მხოლოდ მისი ყურება, მისი ხელის ჭერა, მისი ტუჩების შეგრძნება და მისი ენის წოვაღა მინდოდა...

<არა, ბოლო უკვე ზედმეტია>

აზრების გასაფანტად თავი გავაქნიე, რაც გუკმა შეამჩნია და იმწუთასვე კითხვა დამისვა:

- თავს რატომ აქნევ? არ გინდა კოცნა?

- აა... არა, ეგ არაფერ შუაშია, ისე უბრალოდ გავაქნიე თავი - გავიკრიჭე და "ვითომც არაფერი" სახე დავიჭირე.

- მაშინ მაკოცე!

- არა! - ენა ვაჩვენე და დავეჭყანე.

- მაშინ არ წავალთ! - გაბრაზებული ტონით მითხრა გუკმა.

- კარგი ხომ! - სწრაფად მივუახლოვდი და ტუჩებში ვაკოცე.

- ისე, წეღან რაღაც გაიფიქრე ხომ? ჩემზე და შენზე!

- მოიცადე... შენ რა ჩემს აზრებს კითხულობ? გამოდი ჩემი თავიდან თორემ არ ვიცი რას გიზამ! - გუკმა სიცილს უმატა, შემდეგ მეც ავყევი.

<საინტერესოა, იცი თუ არა, რომ სიცილი ძალიან გიხდება?!>

- ბრიყვო, უბრალოდ მივხვდი!

- ოუ... მართლა? - კეფა მოვიფხანე და ისევ საყვარლად გავიკრიჭე.

- უკაცრავად, თუ რამედა, მე ჯერ კიდევ აქ ვარ! - გვითხრა ჯერ კიდევ იმ ოთახში მდგომმა ბიჭმა.

მე და გუკი ერთდროულად შევტრიალდით მისკენ და ერთხმად შევეკითხეთ:

- და თქვენ ვინ ხართ?

[2 საათის შემდეგ]

2 საათის შემდეგ, უკვე მანქანაში ვიჯექით და იმ ბიჭის სახის გამომეტყველებაზე ვიცინოდით:

- როგორი სახე ჰქონდა! - მთელი ემოციებით ვუყვებოდი გუკს, თითქოსდა თვითონ არ იყო ამ ამბის მოსწრეო...

- აჰამ, - მისი სახიდან ღიმილი არ გამქრალა, მიხაროდა რომ იცინოდა. ცოტახნით მივაშტერდი, შემდეგ კი საუბარი წამოვიწყე:

- გუკ...

- გისმენ?

- მადლობა!

- მადლობა? რატომ მიხდი მადლობას?

- არ ვიცი!

- გაგიჟდი?

- კი გუკ, გავგიჟდი! უფრო სწორად შენ გამაგიჟე!

გუკი ისევ დადუმდა, მხოლოდ წყნარად გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და ისევ ფანჯრისკენ შეტრიალდა.

<სულ ჩუმად რატომ ხარ გუკ? ზოგჯერ მესაიდუმლები, მინდა უფრო მეტად შეგისწავლო და უკეთ გაგიცნო>

ზუსტად ნახევარ საათში, ეიფელის კოშკის წინ ვიდექით, მისი სიმაღლის დანახვაზე სხეულზე ბუსუსებმა გადამირბინეს:

- ნუთუ აქ უნდა ავიდეთ?! - შეშინებული კნუტივით ვიდექი და გუკს ვეკითხებოდი.

- ხომ, გეშინია? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ერთბაშად ბევრი ნერწყვი გადავყლაპე, შემდეგ კი გუკმა მთელი ძალით ხელი ჩამკიდა, ჩემი და მისი თითები ერთმანეთში გაიხლართა და დავწყნარდი. მასთან სულ ასე მშვიდად ვიყავი, გუკი ჩემი ერთგვარი დამაწყნარებელი წამალი იყო. ერთმანეთს გავუღიმეთ და დანარჩენებს უკან ავედევნეთ. მალევე კოშკის თავზე ავედით, მე და გუკი ჩვენს ჯგუფს გამოვეცალეთ და ისეთი ნაპირისკენ გადავედით სადაც ყველაზე ცოტა ხალხი გეგულებოდათ.

მინდა გითხრათ, ხედი ეიფელის კოშკიდან მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყო, ახლაც კი სახსოვს ის ემოციები რაც იქ დგომისას განვიცადე...

ნაპირს მივკახლოვდი და მოაჯირს დავეყრდენი, რომ გუკმა შემომყვირა:

- ფრთხილად იყავი, არ გადამივარდე!

- და რომ გადავვარდე რას იზამ? - ამ დროს გუკი მომიახლოვდა, რაც შეიძლება ახლოს მიმიზიდა, ერთი ხელი წელზე შემომხვია, მეორე ხელით კი ლოყაზე მეფერებოდა:

- უკან მოგყვები! - ესღა მითხრა და ისევ მაკოცა. მისი ენა ისევ ჩემს პირის ღრუს შეისწავლიდა, დაუკითხავად ტუჩებს ეპატრონებოდა. ადრე ასეთი რამ ოცნებადაც კი არ მქონია, საყვარელი ადამიანის კოცნა ეიფელის კოშკზე, გასაოცარია... დამიჯერეთ, ეს მართლა ის არის, რაც არასდროს არ მინატრია.

მისი გამოჩენის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, ადრე არ მქონდა არანაირი ოცნება, მაშინ, იქ ეიფელის კოშკის თავზე დგომისას კი გამიჩნდა. მართალია ეს ოცნება პატარა იყო, მაგრამ რაც მთავარია ოცნება ერქვა. იმედი მქონდა რომ ოდესმე ახდებოდა.

გუკს ვენდობოდი, მე ის მიყვარდა, მაგრამ უკვე მაშინ რაღაცით მაშინებდა. ზოგჯერ ეჭვიც კი მიჩნდებოდა, ღირდა თუ არა საერთოდ მისი ნდობა? სულ ასეთ ურთიერთობაში ვიქნებოდით? მართლა ვუყვარდი? რის თქმას ცდილობდა რამოდენიმეჯერ და მაინც ვერ მითხრა? ძალიან ბევრი კითხვა მქონდა მასთან. კითხვები... რომლებზეც მე პასუხი არ გამაჩნდა... მაგრამ გუკს კი.

სამწუხაროდ მალე მისი ნამდვილი სახე დავინახე...

Continue Reading

You'll Also Like

396K 6.4K 79
A text story set place in the golden trio era! You are the it girl of Slytherin, the glue holding your deranged friend group together, the girl no...
5.5K 314 9
პატარა ისტორია თექუქზე სკოლაში გაჩენილი პირველი სიყვარული. #თაექუქი #თეგუკი
7.4K 432 17
ეს ფიკი ჩემი არ არის ამ აქაუნთს მფლობელი შეეცვალა პარკ ჯიმინი რომელსაც შეუყვარდება მისი ბავშვობის მეგობარი თეჰიონი რომელიც ძალიან შეიცვალა იმის მერე...
1.2M 52.1K 98
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC