Paper Hearts | J.JK

By 3lackCrow

13.8K 1.4K 158

ამბობენ,რომ წერილები - თქვენი გულის პატარა ნაწილებია.რა მოხდება თუ ეს ნაწილები ერთად შეერთება და ერთ მთლიან გ... More

შესავალი
მისამართი
წერილი იაპონიაში
პასუხი
მალე ახალი წელია
სიზმარი.დამხმარეები.
საჩუქარი
სვიტერი
ნიღბების ჩამოხსნის დროა
"წითელი შარფი"
ღამის მხიარულება
შეხვედრა კაფეში
შურისძიება
შეხვედრა კაფეში.შურისძიება.(BTS)
ფოტო ატრაქციონების პარკში
ფოტო ატრაქციონების პარკში (2)
არა,ჰიონ
შეყვარებული ხარ,ჯონგუკ
იაპონია
მზის ამოსვლა
დაბადების დღე
მაიომი(POV)
ჯონგუკი(POV)
დეპრესია
ჯიმინი(POV)
რა იქნება შემდეგ?
მაპატიე,რომ დაგივიწყე
რატომ?(მაიომის POV)
გამოფენა
ქაღალდის გულები
ექსტრა 1. სითბო,რომელსაც ის მჩუქნის

ნიღბების ჩამოხსნის დროა(2)

370 46 5
By 3lackCrow

ხელები უკანკალებდა,კონვერტი გახსნა და იქედან დისკი და წერილი ამოიღო:

<<ჩვენს მიმოწერაში ცოტა ცვლილება შევიტანე.ასე ამბობდი ხომ?>>

- ღმერთო ეს ძალიან საყვარლობაა, - ჯონგუკმა ნოუთბუქი ჩართო და ვიდეო რომელიც დისკზე იყო გახსნა.კამერასთან გოგონა მოვიდა ბეჭებამდე შავი თმით და ყავისფერი თვალებით.მას თითქმის თეთრი კანი ჰქონდა,მაგრამ საყვარელი ვარდისფერი ტუჩები,მან პირდაპირ კამერას შეხედა:

- გამარჯობა,ჯონ ჯონგუკ, - გოგონამ სიცილი დაიწყო და თავისთვის იაპონურად რაღაცას ამბობდა,მაგრამ გააგრძელა, - ეს ცოტათი წერილების უცნაური სახეა,მართლა.როგორ მიხვედი ამ აზრამდე,ქუქი?შენ აიდოლი ხარ და კამერასთან მიჩვეული ხარ,მაგრამ ყველა ასეთი არ არის,ქუქიი~ - გოგონამ ეს ცოტათი კაპრიზულად თქვა,და სახე ხელებით დაიფარა,მაგრამ მის თითზე შეამჩნევდით ვერცხლისფერ ბეჭედს,რომელიც ჯონგუკსაც აქვს, - ღმერთო,რა შეიძლება ვთქვა? - გოგონა აქეთ-იქეთ იხედებოდა,წითელი შარფი აიღო და ჩაიხუტა, - შარფი ძალიან რბილია,სხვათაშორის....ღმერთო,რას ვაკეთებ? - შარფი ყელზე შემოიხვია და კამერას ობიექტივს შეხედა.

- მე მაიომი მოტიძუკი ვარ.კორეულად მეც 20-ის ვარ.სწორად ვთქვი?ბოდიში,პრობლემები მაქვს რიცვების წარმოთქმაში,ჰა-ჰა.მე მოგწერე,რომ კომიქსებს ვხატავ და ვსწავლობ სპეციალურ სკოლაში,ხოლო წერილებით არცთუ ისე დიდი ხანია რაც გატაცებული ვარ.ახლა მე მთელი ერთი თვე არდადეგები მაქვს,რადგან  შემდეგ ნაშრომი უნდა ჩავაბარო და ამიტომ სპეციალურად მოგვცეს დასვენებისთვის დრო,რომ ფიზიკურად მზად ვიყოთ უძილო ღამეებისთვის,მოლბერტის წინ.ნუ,ასე ამბობენ მასწავლებლები,ხოლო უფროსები გვეუბნებიან,რომ პირველი კურსისთვის საკმაოდ ადვილია,მაგრამ რთულია შეეჩვიოთო.ცოტათი უცნაურია,მაგრამ მე მზად ვარ!

მართლა,ჩემი დაქალი თქვენი ჯგუფის ფანია,ამიტომ ცოტათი ეჭვიც კი მქონდა თქვენი ნიკნეიმის გამო,მაგრამ ამასთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია,უბრალოდ ვაგრძელებდი შენთან მიმოწერას,რადგან ადამიანებს სულით აფასებენ,და არა შესახედაობით ან სტატუსით.შენ ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი გახდი...ეს საჩუქრები და ჩვენი მიმოწერა.მე ვაფასებ ამას...მადლობა.და მადლობა გადაეცი ყველა დანარჩენსაც,ძალიან მომეწონა მათი საჩუქრები და წერილები, - გოგონამ სიცილი დაიწყო, - განსაკუთრებით კი მათი <<სახელები>>,იმედი მაქვს,მათ ჩემი საჩუქრებიც მოეწონათ,ვცდილობდი,რომ შესაფერისი ამერჩია.

საერთოდ არ ვიცი,კიდევ რისი თქმა შეიძლება...გამიგია,რომ ხანდახან იაპონიაშიც მოდიხართ,კონვერტში წერილს დაგიტოვებ,ნომერით,რომ მომწერო,თუ იაპონიაში შევხვდებით,ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ,ნუ,იმედი მაქვს,თორემ შენ ძალიან დაკავებული ხარ,მგონი,ჰა-ჰა.

ხო,მართლა,მინდა გითხრა,რომ შეგიძლია არ ინერვიულო,მე ამას არავის ვეტყვი,უბრალოდ გააგრძელე იმის ჩვენება,რომ მუსიკა და ცეკვა გიყვარს.

ველოდები შენს პასუხს,

მაიომი.

ვიდეო დამთავრდა.ჯონგუკმა გაიღიმა და ნახევარი სახე ცალი ხელით დამალა,ცოტათი აწითლებული იყო:

- ეს მეტისმეტად საყვარლობაა და ის ძალიან სასაცილოა,ჰაჰ... - მანკნემ კონვერტს შეხედა და დაინახა წერილი,რომელზეც გოგონას ტელეფონის ნომერი ეწერა, - მან მართლა დაწერა ის...ახლა მივწერო?ან,როდესაც საჭირო იქნება?ღმერთო,რა გავაკეთო? - ბიჭმა პანიკა დაიწყო,მაგრამ უეცრაც  ბეჭზე ხელი დაადო.

- რას აკეთებ? - ეს ჯიმინი იყო, - ეს ვისი ნომერია?

- ა?რა?ეს მაიომის ნომერია...

- ვისი?შენთვის ვინმე ახალი იპოვე?

- აა?არა,არავინ არ მიპოვია!

- ანუ?

- მაიოგი - ეს მაიომია.

-  სერიოზულად?მაჩვენე ფოტო!

- რატომ?

- მაინტერესებს,ვის მივეცი საჩუქარი! - ჯონგუკმა ვიდეო ჩართო და პაუზაზე დააყენა.

ჯიმინის POV 

იცით ეს გრძნობა,რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ?როდესაც უბრალოდ სიტყვა,რომელიც ფურცელზე წერია,გაძლევს იმედს და ათბობს შენს სულს.იცით?არა?აი მე კი ვიცი.ეს გრძნობა - სიყვარულია.მე შემიყვარდა ის ლამაზი კალიგრაფია,მაგრამ მე ეს უნდა დავმალო,რადგან არიან ისეთები,რომლებმაც ამის შესახებ სჯობს არ გაიგონ.

და აი შევდივარ საერთო საცხოვრებელში და ჯონგუკის სიცილი მესმის.<<რა ხდება?>> - ოთახში შევდივარ და მას დარცხვენილს ვხედავ.ეს ძალიან იშვიათია,ამიტომ დამაინეტერესა და მასთან მივედი:

- რას აკეთებ? ეს ვისი ნომერია?

- ა?რა?ეს მაიომის ნომერია... - მან გაოცებით გამომხედა.რაიყო მონსტრი დაინახა?და კიდევ ეს მაიომი ვინაა?

-  ვისი?შენთვის ვინმე ახალი იპოვე?

- აა?არა,არავინ არ მიპოვია!

- ანუ?

- მაიოგი - ეს მაიომია, - ჩემი გული გაიყინა.მან მას პასუხი გამოუგზავნა და სახე აჩვენა.როგორი რეაქცია ჰქონდა?ის ფანია თუ ანტიფანი?იქნებ უბრალოდ იცის ჩვენს შესახებ,მაგრამ არ გვისმენს?

- სერიოზულად?მაჩვენე ფოტო!

- რატომ?

- მაინტერესებს,ვის მივეცი საჩუქარი! - ჯონგუკმა ვიდეო ჩართო.

 გამარჯობა,ჯონ ჯონგუკ,ეს ცოტათი წერილების უცნაური სახეა,მართლა.როგორ მიხვედი ამ აზრამდე,ქუქი?შენ აიდოლი ხარ და კამერასთან მიჩვეული ხარ,მაგრამ ყველა ასეთი არ არის,ქუქიი~  -  მას ისეთი საყვარელი ხმა აქვს.ისეთი ბავშვური,მაგრამ ის მომაჯადოვებელია.ისეთი შეგრძნებაა,რომ ის მღერის,მაგრამ ის ხომ კომიქსებს ხატავს...ჯონგუკმა ვიდეო პაუზაზე დააყენა,რომ შემძლებოდა კარგად დამენახა.ჯანდაბა,ისეთ მომენტზე რატომ გააჩერა,როდესაც იღიმის?შავი,ბეჭებამდე თმა,დიდი მუქი თვალები,ორმაგი ქუთუთუები,და კიდევ საყვარელი,ფუმფულა ვარდისფერი ტუჩები.მას ისეთი თეთრი კანი აქვს.ავად ხომ არ არის?კარგადაა?და კიდევ...მისი ღიმილი.ღიმილი,რომელსაც უყურებ და უფრო მსუბუქად და თბილად გაგრძნობინებს თავს,ის მშვენიერია.ჩემმა გულმა სწრაფად დაიწყო ცემა,ლოყებზე ვარდისფერი რუმიანები გამიჩნდა:

- ჰიონ?ავად ხარ?

- რა? - ჯონგუკის ხმამ რეალობაში დამაბრუნა.

- ცოტათი გაწითლდი.

- აა,უბრალოდ მოსაცმელი არ გამიძვრია,და აი დამცხა, - დიახ,ეს ოთახის ტემპერატურის ბრალი იქნება.იმედი მაქვს...

მოსაცმელი გავიძვრე და ჩემს ოთახში გავედი,როდესაც საწოლზე დავჯექი,გავაცნობიერე,რომ თვალების წინ - ის წარმომიდგა.მე მისი სახი თითოეული დეტალი დავიმახსოვრე...

ჭკუიდან შევიშლები...

ჯიმინის POV დასასრული

* * *

ბიჭმა თავის თავში გამბედაობა იპოვა და გადაწყვიტა მაომისთვის მიეწერა.მან ის დაიმატა და შეტყობინება მისწერა:

- გამარჯობა.ეს ჯონგუკია.ხელს ხომ არ გიშლი? - ხუთ წუთში პასუხი მოუვიდა.

- ოჰ,გამარჯობა.ახლახანს გავიღვიძე,ხელი არ შეგიშლია,პირიქით დამეხმარე,რომ გამღვიძებოდა.მადლობა

- სერიოზულად?გეძინა?ბოდიში...

- არაა,შენ მე დამეხმარე,ბოდიშს ნუ იხდი!

- ნუ,კარგი...მე მინდოდა უბრალოდ მომეწერა,რომ ჩემი ნომერი დაგრჩენოდა.

- დიახ,კარგი,შენ უკვე კონტაქტებში ხარ.

- როგორ ჩამწერე?

- ქუქი.

- ეე?სულ ესაა?

- ნუ...კი?

- დაწერე <<ოქროს ქუქი>>

- ჰაჰა,კარგი.

- მე კი ვფიქრობ:)

- ცოტათი მეშინია...

- ყველაფერი რიგზეა,არ ინერვიულო.

- მაინც მეშინია. - ბიჭმა მას <<წითელი შარფი>> შეარქვა,და კიდევ 15 წუთი წერდნენ ერთმანეთს,მაგრამ გოგონას უნდა ესწავლა და წავიდა.

* * *

საღამოს ყველამ ნახა გოგონას აღნაგობა და ყვიროდნენ,რომ ჯონგუკის შურდათ.მაგრამ მაკნე გოგონასგან წერილს ელოდა,და აი იმ წამსვე შეტყობინება მოვიდა.ჯონგუკმა ბედნიერებისგან იყვირა და ფეხზე წამოდგა,თან წერილს უყურებდა:

- ერთ კვირაში სეულში მოვფრინავ...

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს))მრავალს დაესწარით :* 

გუშინ არ დამიდევს ვერ მოვასწარი(((მაგრამ შეიძლება დღეს კიდევ 1-2 დავდო))კარგი შემიფასეთ))მადლობა,რომ კითხულობთ))Vote&Comment

ქრისტე აღსდგა))

Continue Reading

You'll Also Like

10.9M 251K 60
𝐅𝐫𝐨𝐦 𝐄𝐧𝐞𝐦𝐢𝐞𝐬 𝐭𝐨 𝐋𝐨𝐯𝐞𝐫𝐬 Enzo Mariano is known for being nothing but ruthless. He is feared by all in the Italian mafia. He kills on...
7.7K 848 32
Энд хэн нь босс нь вэ гэдгийг мэдмээр байвал амтлаад л үз л дээ. Тэхён учир битүүлэг хийсэн хэргээсээ болоод мөнгө хүүлэгч нарын гарт орж амиа өгөх д...
3.9M 251K 100
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...
1.3M 31.6K 46
When young Diovanna is framed for something she didn't do and is sent off to a "boarding school" she feels abandoned and betrayed. But one thing was...