Memories Of Sahara

By _ARTemissiaa

10.5K 1.1K 438

თეჰიონი თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდაა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს მოგზაურობას უდაბნოში.... More

სიზმრიდან რეალობაში
თავგადასავლის დასაწყისი
პირველი დღე უდაბნოში
პრინცის ოაზისი
უდაბნოს ქარიშხალი
"ადონისის ოაზისი"
ადენიუმი
კალაჰარი
უდაბნოს ბოლო
მზის უკანასკნელი სხივი

წერილები

549 89 30
By _ARTemissiaa

   როცა საქმე ბედისწერას ეხება, მაშინ უმოქმედოები ვართ. ვერ შევძლებთ მის შეცვლას.
სიკვდილი ეს ის ბედისწერაა, რომლის შეცვლა არცერთ სულიერს არ შეუძლია.
  მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ შევეგუოთ ბედს.

----------
ნერვიულობს. აქეთ იქით დადის დერეფანში. პასუხს ელოდება, რომელიც ჯერ არ ისმის.
შეიძლება დიდი ხანი არაა, რაც მოხუცს იცნობს, მაგრამ ის მისთვის ოჯახია.
თეჰიონი მისთვის ძვირფას ადამიანად იქცა. გული ეკუმშება, რადგან იცის როგორ დაიტანჯა თეჰიონი და შეიძლება ვერც გაიღვიძოს.
  და ვერც ჯონგუკი ნახოს.
ნუთუ ასეთი უსამართლოა ცხოვრება?.

დროის თვლაც კი აერია. უკვე თითქმის გათენდა. ექიმებისგან კი არაფერი ისმის.
ამას კი ის ემატება, რომ საოპერაციოდან არავინ გამოდის..
  ლოდინში იქვე სკამზე ჩამოეძინა..

მხარზე შეხება აღვიძებს. მის წინ  უცნობი მოხუცი ზის..

-თეჰიონი გამოიყვანეს შვილო საოპერაციოდან. მე ჯიმინი ვარ მისი მეგობარი.
-ააა, ხო გიცნობთ მან მიამბო თქვენზე.

-როგორც კი გავიგე ბუსანიდან გამოვიქეცი, მას ვერ დავტოვებდი ასე.

-ახლა სად არის?

-ინტენსიურშია ჯერ, გულის შეტევა ჰქონდა.  ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ექიმები ამბობენ, რო. გადარჩენის შანსი ცოტაა.. ამ შეყევებმა კი თავის ტვინის მეხსიერების წილიც დაუზიანა.. მიკვირს როგორ გიმახსოვრებდა..

-მოიცა ანუ?

-მის მეხსიერებაში მარტო საჰარა და მისი მოგონებები იყო.

ნამჯუნი გაკვირვებული უყურებდა. ვერ წარმოედგინა თუ მოხუცი მას ვერ სცნობდა.
როგორ უმალავდა ამას..

-შვილო შეგიძლია თეჰიონის ნივთები წამოიღო?

-აჰ კი რა თქმა უნდა.

ნამჯუნი თეჰიონის სახლის წინ დგას და ხედავს, რომ აივანზე არავინ დგას.
არავინ რწყავს მცენარეებს. არავინ იყურება თბილი ღიმილით ვერანდიდან..
არავინ ეუბნება გამარჯობას კარებში შესვლის დროს.
  სახლი ცარიელია. თეჰიონის გარეშე.
თითქოს თეჰიონი ამ სახლის ნაწილია. თითოეული კუთხე მას ეკუთვნის თითოეული კედელი, რომელიც სავსეა საჰარის სურათებით..
ყველაფერს თავისი ლამაზი ისტორია აქვს.

  მაგიდაზე დადებულ ყუთს ამჩნევს.
მაშინ ახსენდება, რომ აქ ჯონგუკი წერილებია, რომელიც მოხუცს არც წაუკითხავს.
  -მას უნდა წავუღო, რათა წაიკითხოს.

თეჰიონის ოთახში შედის და საჭირო ნივთებს მალევე იღებს.
უეცრად თვალში ჯონგუკის  ფოტო ხვდება.

-მაინც რამდენი ფოტო გაქვთ ბატონო თეჰიონ..
ახლა ვხვდები რატომ გიყვარდათ.

  ფოტოსაც იღებს და კარს იხურავს.
წერილების ყუთსაც იღებს და სახლს ტოვებს.
  ბოლოს და ბოლოს საჭიროა დასძლიოს შიში და  ნახოს რისი თქმა უნდოდა ჯონგუკს მისთვის.

საავადმყოფოს დერეფანში ნელი ნაბიკებით მიაბიჯებს და ცდილობს თავი ხელში აიყვანოს, რათა ნერვიულობა არ დაეტყოს.

პალატის კარებთან მჯდარ ჯიმინს ამჩნევს და, რომელიც ტირის.

  ყუთი ხელიდან უვარდება და მისკენ მიდის.
წერილები იატაკზე იფანტება.

-მითხარით, რომ თეჰიონს არაფერი მოსვლია? - ტირილის პირას მყოფი ეკითხება მამაკაცს.

-არ ვახსოვარ, არ ვიცი ვინ ხარო.

-ანუ, მას დაავიწყდა ყველა და ყველაფერი.?

-არა, მას ჯონგუკი ახსოვს და მის სახელს გაიძახის.

-მთავარია ის ახსოვს..

ცოტათი მშვიდდება..
იქვე მიმოყრილ წერილებს ყუთში ყრის და პალატაში შედის..

ისევ ისეთი მშვიდია.
მისი საწოლისკენ ნელ-ნელა მიიწევს.
მოხუცი თვალებს ახელს და ბიჭს თბილ ღიმილს სჩუქნის, როგორც სჩვევია.
ისევ ისეთი თბილი თვალებით უყურებს როგორც ადრე.

-ნამჯუნ შვილო- თითქოს მისმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
თეჰიონს ის ახსოვდა.
-გახსოვართ?
-შენ სულ მახსოვხარ შვილო.

მოხუცი მის ხელს თავისაში იჭერს და  ისევ ისე უღიმის.

-თავს როგორ გრძნობთ..?

-სუსტად, მაგრამ მე რისი თეჰიონი ვარ ეს არ გადავიტანო ბევრი რამე გამოვიარე ასე რომ ეს ვერ დამაჩოქებს.

ისევ ის იმედიანი გამწყობა აქვს, როგორც სულ, როგორ შეუძლია იყოს ასეთი.?
ცუდ დროსაც ასეთი ოპტიმისტი იყოს.

-წერილების წაკითხვის დრო დადგა.

ამას ამბობს და ბიჭს იქვე დადებულ ყუთზე მიუთითებს..
ნამჯუნიც მალევე იღებს ყუთს მაგიდიდან და თეჰიონის გვერდით ჯდება.

-შეგიძლია წაიკითხო?

ნამჯუნიც თავს უქნევს და ყუთს ხსნის..

-პირველი წერილი, 30 დეკემბერსაა გამოგზავნილი ჩემს დაბადების დღეს.

ნამჯუნიც იღებს წერილს და კონვერტს ხსნის.

-------------------
  "გილოცავ თეჰიონ.
დღეს შენი დღეა, უკვე მერამდენე ქაღლდი გადავგდე სანგვე ურნაში, რათა შესაბამისი სიტყვები დამეწერა. ამის გამოგზავნისასაც კი მეშინია.
ვიცი შენთან არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ გთხოვ, რომ  უბრალოდ ნუ გადააგდებ ამ წერილებს, რომლებსაც შენს ყოველ  დაბადების დღეზე დავწერ და  გამოგიგზავნი.
შეინახე თუ არც წაიკითხავ, მაგრამ ვიცი არ წაიკითხავ.
ჩემზე გაბრაზებული ხარ, ვიცი გული გატკინე, ვიცი მოგატყუე..
ვიცი არამზადა ვარ, ვინც გამოგიყენა?
მაგრამ ასე არ არის. მე შენ მართლა შემიყვარდი. ვცდილობდი, რომ უარი მეთქვა ამ გრძნობაზე, მაგრამ სუსტი აღვმოჩნდი..
  აი ასე გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ამირიე ყველაფერი.
შემოიჭერი ჩემს გულში და დაიკავე ადგილი..
  უდაბნოშიც კი შენი ადგილი დაიკავე ისე, რომ თავს დამნაშავედაც არ გრძნობ...
  შენ შემცვალე, მასწავლე ბედნიერება, მასწავლე სიხარული.
და მთავარი  სიყვარული..
ბედნიერ ადამიანად მაქციე თეჰიონ..
ბედნიერი ვარ რომ  დაიბადე, და ბედნიერი ვარ რომ არსებობ ამ სამყაროში..
შემ ხარ ის მიზეზი, რისთვისაც ახლა მე ვცოცხლობ..
  მე ის მარტოხელა უდაბნოს შვილი ვარ, რომელიც სიყვარულს ყველგან ეძებდა და ის უდაბნომ აპოვნინა..
განაცდევინა ეს გრძნობა, რომელიც " ადენიუმად" იქცა ჩემთვის..
მაგრამ მე "ადონისად" გაქციე..

ვიცი გვიანია, მაგრამ მაპატიე თეჰიონ.
კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს..
  მიყვარხარ..
  ჯონგუკი"

-----------------------

ნამჯუნი  კითხვას სწყვეტს და მოხუცს უყურებს, რომელიც ცდილობს არ იტიროს.
ცდილობს იყოს ძლიერი, მაგრამ ეს მოგონებები, მასზე ძლიერად მოქმედებს..

ხვდება, რომ ახლა თუ გააგრძელებს შეიძლება ცუდად დამთავრდეს.
  რადგან ხვდება, რომ ის კარგად არ არის მის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

-გთხოვ გააგრძელე.. -  ჩუმი ხმით ამბობს თეჰიონი იცის, რომ გული უფრო ეტკინება, მაგრამ მისთვის ეს შეიძლება ბოლო დღეა, როგორც ექიმმა უთხრა.
  მაგრამ ცდილობს ნამჯუნთან ეს არ შეიმჩნიოს და არ ანერვიულოს ის..

ნამჯუნი მეორე წერილს იღებს, რომწლიც ისევ  დეკემბრის 30 რიცხვშია გამოგზავნილი. უბრალოდ წელი სხვაა.

---------------------
"გილოცავ თეჰიონ..
მენატრები სასწაულად.
მინდა შენი ღიმილი მოვისმინო, მინდა შენი მომღიმარი სახე ვნახო ისევ.
  მინდა შენი სურნელი შევივრძნო, როგორც ადრე.
  გიყურო მძინარეს. გეხებოდე.
კიდევ ვერ ვხვდები როგორ ვძლებ შენს გარეშე.
  მიჭირს თეჰიონ.
იცი შენგან პასუხს ველოდი, მაგრამ არც გამკვირვებია, რომ უბრალოდ შეიძლება მაშინვე მოისროლე ის, როგორც ამას და დანარჩენებს უზამ მომავალში.

მაგრამ მე ჯიუტად გავაგრძელებ მოწერას, სანამ უკანასკნელად ამოვისუნთქავ.

მინდა მოგიყვე მიზეზი, მაგრამ მიჭირს აზრის დალაგება. მგონია, რომ ვერ ვიტყვი.
მეშინია, რომ თუ წაიკითხავ ვერ გაიგებ.
ანდა შეიძლება ვერც ვერასოდეს გაიგო.

თეჰიონ უკვე თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ მე ისევ მენატრები.
მე ისევ მახსოვხარ.
მე ისევ მახსოვს საჰარა.
ვერ შევძელი დავიწყება, მაგრამ ამას არასოდეს გავაკეთებ..
მე არასოდეს დაგივიწყებ..
გილოცავ თეჰიონ..
   ჯონგუკი.."

-------------

-გთხოვ უბრალოდ გააგრძელე.

ნამჯუნი წერილის ძებნას იწყებს, მაგრამ შესაბამისი თარიღითვერ პოულობს.
არცერთი აღარაა 30 დეკემბერ გამოგზავნილი..

-ჩვეულება დაარღვია და მომდევნო წერილი ჩვენი შეხვედრის რიცხვში გამოაგზავნა..
  1 სექტემბერს ნახე.

ნამჯუნი მალევე პოულობს წერილს, როგორც თეჰიონი ანიშნებს..

------------------
"გამარჯობა თეჰიონ!
ვიცი დავარღვიე ჩემი წესი, მაგრამ მინდოდა მომეწერა ვერ მოვითმინე.
  ჩემი ცოლი გარდაიცვალა.
სიმსივნე სჭირდა ვერ ვუშველე.
ედვანი კი უდედოდ დარჩა.
როცა ის გარდაიცვალა ერთი თვით საჰარაში წავედი.
  ის ბილიკები გავიარე, რაც ჩვენ ერთ დროს.
ის გზები თავიდან შევიგრძენი. ის ადგილები აღვიდგინე მეხსიერებაში მხოლოდ ახლა ვგრძნობ რამდენად მარტო ვარ.
ჩემი ცხოვრება შენს გარეშე კი არაფერია.
ხალისი მხოლოდ ჩემს შვილს მოაქვს, რომელსაც შენზე მოვუყევი.
იცი?
გამიგო.
მკითხა, რატომ არ წახვედი მასთან?
მკითხა რატომ მოგატყუე?
10 წლისაა მაგრამ ხვდება, რამდენად ცუდად მოვიქეცი შენთან მიმართებაში..
  მხოლოდ ის დამრჩა.
და შენ, მაგრამ ჩემგან შორს ხარ.
ვიცი კარგად ხარ, ამას ვგრძნობს, მაგრამ  მინდა გნახო..
მინდა ისევ ჩაგეხუტო ისე, როგორც ადრე...

მენატრები თეჰიონ.

ჯონგუკი.."

--------------------

-სულელი ვარ- ჩუმად ტირილით ამბობს მოხუცი- მას არ მოვუსმინე. ჩემი ბრალია, რომ ერთმანეთი დავკარგეთ.
მე ვარ დამნაშავე, რომ ასეთი  სულელი აღვმოჩნდი.

-გავჩერდები, ბატონო თეჰიონ
ვხედავ ცუდად ხართ..

-არა, არა... მინდა მისი ბოლო წერილი წაიკითხო, რომელიც ერთი თვის წინ მომწერა.

ნამჯუნიც ემორჩილება მოხუცის თხოვნას და წერილს იღებს ყუთიდან.

--------------------

"დიდი დრო გავიდა თეჰიონ.
ორივე დავბერდით..
  როგორ მალე გავიდა ეს დრო.
ეს სამყარო ისე სრულდება, რომ შენი ნათქვამი "ჩვენ სამუდამოდ" აღარ არსებობს..
  მგონია, რომ ცხოვრებამ შესაბამისად გამომცადა.
დამტანჯა..

მაშინ 20 წლის ვიყავი. მამაჩემი ბედუინი იყო. ბავშობიდან დავყვებოდი უდაბნოში, თითქმის იქ გავიზარდე, მაგრამ მის საქმეს არ გავყევი, ამიტომ კი ოჯახიდან გამომაგდო.
  17 წლის ბიჭი დავრჩი ასე სახლის გარეშე. ჩემი თავშესაფარი ის ოაზისები იყო, რომელსაც გაჩვენებდი, რომელზეც სხვადასხვა  ლეგენდებს გიყვებოდი.
საჰარა ჩემი მეორე სახლი გახდა..
  გადარჩენისთვის ვიბრძოდი.
მერე დავიწყე გიდობა.
დამყავდა ხალხი უდაბნოში და ამით ფულს ვშოულობდი..
  იმის მერე კი ოჯახში არც მივსულვარ.
არ მინდოდა ბედუინობა და მასავით ქურდობა, რომლითაც მამაჩემი ამაყობდა.
ეს საქმე ჩემი ყოველდღიურობა გახდა.
  წლები გადიოდა და მეც უბრალოდ ამით ვიყვანდი ჩემს ახალგაზრდობას.
  მეგობრები არასოდეს მყოლია
მხოლოდ მე და უდაბნო ვიყავით. ის იყო ჩემი თანაზიარი. ჩემი  ფიქრების.. ტკივილის..
  განცდის..
მაშინ 20 წლის ვიყავი..
მამაჩემი დამადგა კარებთან თან ვიღაც გოგოსთან..
მითხრა ეს გოგო დღეიდან შენი ცოლია.
  დამაძალა მასზე ქორწინება..
არ მიყვარდა, მაგრამ შემეცოდა, რადგან შეიძლებოდა მამაჩემს მისთვის რამე დაეშავებინა..
  დრო გადიოდა და ურთიერთობა ავაწყვეთ, მაგრამ მე ის მაინც არ მიყვარდა.
  მასთან ურთიერთობა მქონდა არ მოგატყუებ.
  ეს ქორწინება არ იყო სიყვარულით შექმნილი, მაგრამ ჩემი შვილი მიყვარდა.
  ცოლსაც პატივსსცემდი, მაგრამ იცოდა, რომ არ მიყვარდა და არც შემიყვარდებოდა.

როცა შენ გამოჩნდი მივხვდი, რომ ის იყავი ვისაც ვეძებდი..
  გატყუებდი დამნაშავე ვარ..
მაგრამ სიყვარულში არ მომიტყუებიხარ..
  გულწრფელად მიყვარდი და მიყვარხარ თეჰიონ..
კორეაში ვიყავი..
  ქუჩის კუთხიდან გიყურებდი, როგორ ემსახურებოდი ხალხს კაფეში.. როგორი თბილი ღიმილით უღიმოდი მათ.
  ვხედავდი როგორ აკრავდი ჩვენს ფოტოებს კედელზე.
ქუჩის კუთხიდან გიყურებდი როგორ რწყავდი მცენარეებს.
როგორ დგებოდი დაღამების ჟამს მოაჯირზე და უყურებდი მზის უკანასკნელ სხივს..
  დილით კი მზეს ასწრებდი და მის პირველ სხივს ეგებებოდი..

ვერ ვბედავდი მოსვლას, რადგან მეგონა ისევ ზურგს მაქცევდი..
ლაჩარივით გიყურებდი შორიდან ამით თავსაც ვიტანჯავდი და შენც გტანჯავდი..

  თეჰიონ უდაბნოს მოგონება უბრალოდ იმაზე მეტია ვიდრე წარმოიდგენ..
  ჩვენ ერთმანეთი უდაბნოში ვიპოვეთ..

  ამდენი ხნის შემდეგაც კი მიყვარხარ თეჰიონ..
ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული ხარ, რომელიც დავკარგე..
 
მშვიდობით, მგონი შეგაწუხე წერილებითაც...
  აღარ მოგწერ..
ჯონგუკი აღარ მოგწერს...
   მშვიდობით.."

------------------

  ნამჯუნი კითხვას ამთავრებს და ხედავს მოხუცს, რომელიც ფანჯრისკენ იყურება.
  ხედავს მის სახეს, რომელიც ცრემლებს უკვე საგრძნობლად დაუსველებია..
  ხედავს, როგორ სტკივა მას.

-ეგოისტი ვიყავი მე არ მოვუსმინე.
და შენც ხედავ როგორ ვართ..

-ეს თქვენი ბრალი არაა ბატონო თეჰიონ..

-არა ჩემი ბრალია.

ნამჯუნი წერილებს იქვე მაგიდაზე დებს და მოხუცს ოთახში მარტო ტოვებს.
  იცის ახლა მას დაფიქრება სჭირდება.
  უბრალოდ მარტო ყოფნა უნდა..

თეჰიონი უკვე გრძნობს წამლის მოქმედებას  და ეძინება..
  მისი ბოლო გაფიქრებაც კი ჯონგუკს უკავშირდებოდა..

-----------------

პალატაში ნელი  და ჩუმი ნაბიჯებით შედის..
  უყურებს მის წინ მწოლიარე სხეულს.. თვალები ცრემლით ევსება..
მის საწოლთან ჯდება და თეჰიონის ხელებს იჭერს და თავისაში იქცევს, როგორც ეს ადრე იცოდა..

-დიდი ხანი გავიდა თეჰიონ...

-----------------------

და მაინც ამდენი ხნის შემდეგაც ორივეს უყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ყველაფერთან ერთად მათ ერთმანეთი დაკარგეს..
უდაბნომ ისინი თან დააკავშირა და თან დააშორა, მაგრამ სწორედ, რომ ეს საჰარას სიყვარული იყო, რომელსაც თეჰიონის და ჯონგუკის სახით თავისი ლეგენდა აქვს..
ლეგენდა, რომელიც რეალურია..
ეს მათი ისტორიააა.
მათი სიყვარული..
მათი ამბავი..

    კიმ ნამჯუნი

-------------

ფიკი მალე დასრულდება...
   არ მინდა ბევრი გავწელო, რაც არ მჩვევია..

Continue Reading

You'll Also Like

591K 13.2K 40
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
646K 39.5K 104
Kira Kokoa was a completely normal girl... At least that's what she wants you to believe. A brilliant mind-reader that's been masquerading as quirkle...
363 72 11
We will never forget the happy memories that we had. Start:23.05.04 End: [100% зохиомол FF болно!]
8.2K 541 21
Why live when there is nothing to live for? A story where Namjoon leaves messages to his boyfriend... that has been gone for quite a while now. { UN...