Memories Of Sahara

By _ARTemissiaa

10.5K 1.1K 438

თეჰიონი თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდაა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს მოგზაურობას უდაბნოში.... More

სიზმრიდან რეალობაში
პირველი დღე უდაბნოში
პრინცის ოაზისი
უდაბნოს ქარიშხალი
"ადონისის ოაზისი"
ადენიუმი
კალაჰარი
უდაბნოს ბოლო
წერილები
მზის უკანასკნელი სხივი

თავგადასავლის დასაწყისი

963 120 14
By _ARTemissiaa

"წვიმის წვეთები უკვე დასტყობია ქვეყანას. მშრალი დღეები ნელ-ნელა გაქრება.მას წვიმა კვალს დაასტყობს. ახლა ხალხი თავს წვიმას აფარებს. არ მესმის მათი
რა ჯობია, როცა შეიგრძნობ ბუნების თითოეულ წვეთს."

ნაწერს ასრულებს და კალამს იქვე ბლოკნოტის გვერდით დებს.
აივნიდან უყურებს გარემოს. როგორ შეუძლია ასე ერთ დღეში სრულიად ფერადი დღე გაუფერულდეს.
იქვე მცირე მოაჯირს ეყრდნობა და ცივ ჰაერს ფილტვებში უშვებს.
მანდვე დადებულ ხმის ჩამწერს იღებს.
მოხუცის თითოეულ სიტყვას უკვე მერამდენედ უსმენს, მაგრამ თავიდან არ ამოსდის ფიქრები იმისა თუ რატომ არის ის მარტო? თუ უყვარდა იბრძოლა? ან დაშორდნენ?.
კითხვები თავგზას ურევდა, მაგრამ ამავე დროს უჩენდა სურვილს იმისა, რომ უფრო მეტი გაეგო მათზე. თითოქს წინასწარ გრძნობს, იმ ყველაფერს, რაც შეიძლება ამ ისტორიას მოჰყვეს.როგორც ჩანს, რაღაცის დასასრული მისთვის ახლის დასაწყისი აღმოჩნდა
მოხუცი თეჰიონის ისტორისს სახით.

მწერალი ნაცნობ ქუჩას მიუყვება. ცოტა დრო რჩება მოისმინოს ისტორიის გაგრძელება მისგან..
თითქოს დამოკიდებული გახდა მათზე , რადგან ასეთ ისტორია მხოლოდ ერთეულია.

მოხუცის სახლთან დგას.
ის კი ისევ ყვავილებს რწყავს.. თავის სტიქიაშია.თითქოს ამ დროს სრულიად სხვა სამყაროში გადადის. ბედნიერი სახით უღიმის ყვავილებს. მისი ღიმილი, რომელიც წრფელი და ნამდვილია ბიჭის თვალში, მას ის პირველად ხედავს. ეს იმდენად ლამაზი მომენტი იყო მწერალისთვის რაღაც სხვა იგრძნო ამ ადამიანისგან. ის მუხტი, რომელიც მისგან მოდიოდა გაფიქრებდა იმაზე, თუ რამდენად კარგი და არაჩვეულებრივი ადამიანია თეჰიონი.

გაოცდა მისი ბუნებით. ნუთუ ასეთი ადამიანი მართლა რეალურია? და არა მისი წარმოსახვა, რადგან მისი პიროვნება არ ჰგავდა სხვებს. ალბათ სწორედ ამიტომ შეუყვარდა იგი ჯონგუკს?

კარს აღებს, რადგან იცის მოხუცი მას ელოდება უკვე და მის სახლში შედის.
თეჰიონი ხმაზე ოდნავ კრთება, მაგრამ, როცა პიროვნებას ამჩნევს მკრთალად უღიმის და შიგნით შესვლის ნებას რთავს.

ისევ ხის რბილი სავარძელი.
მწვანე ჩაის სურნელი, რომელიც ათრობს.
სარწეველა სკამზე მჯდარი ჩაფიქრებული მოხუცი, რომელიც თავის კედლებს მიშტერებოდა.

ეს მომენტი ზედმეტად ჩუმი იყო და ამავე დროს მთელი გრძნობებით იყო სავსე. იმ გრძნობებით, რომელსაც ახლა თეჰიონი განიცდიდა.

-დავიწყოთ ბატონო თეჰიონ?.- სიჩუმეს მწერლის ხმა არღვევს და მოხუციც ტრიალდება მისკენ და ჰაერს ღრმად ისუნთქავს.

-კარგი შვილო დავიწყოთ-ბოლოჯერ აკვირდება კედელზე გაკრულ ფოტოებს და ისევ იმ ისტორიის მორევში იკარგება, რომლიდანაც წლებია ვერ გამოდის.

-----------------------------------------------------
რამდენიმე წუთი უბრალოდ გაშეშებული იდგა კაიროს აეროპორტში და მის წინ მდგარ სხეულს უყურებდა, რომელიც სიზმრიდან ახსოვდა. არ ცდებოდა, რადგან ამ სიზმარს უკვე თვეებია ხედავს.ის სწორედ ისეთივე იყო, როგორც სიზმარში
თავში უამრავი კითხვა ტრიალებდა ნუთუ ეს ის არის?
კი, მაგრამ სიზმრიდან რეალობაში გადმოსვლა ძაან არარეალურად ჯღერს არა? ნუთუ ეს არა სიზმარი, არამედ მომავლის ხილვა იყო? ამაზე უშუალო პასუხი არ არსებობდა.

გაშეშებული იდგა ხალხის ბრბოში. ნაბიჯის გადადგმისაც კი რთული აღმოჩნდა ფეხებისთვის, რადგან თითქოს არაფერი ემორჩილებოდა ახლა და ამ წამს.

ცოტა ხანში ხედავს, როგორ მოიწევს ბიჭი მისკენ. გამოდის, რომ იცნო მისი მეგზური.
გული საგულედან ამოვარდნას ლამობს, რადგან უყურებს მისკენ მომავალ ადამიანს ის მართლაც სრულყოფილია ისეთი, როგორც სიზმარში.
მისი ნაბიჯებიც.
სახე, შავი თმა... ყველაფერი ეს სრულყოფილს ქმნიდა.

-თქვენ კიმ თეჰიონი ხართ?.-ბიჭი უცნაურად უყურებდა უცნობს, რომელიც ხმასაც ვერ იღებდა. თითქოს დამუნჯდაო.

-აა მე?.-დაბნეული ეუბნება თეჰიონი ბიჭს.
-დიახ?.

-ბოდიშით, კი მე კიმ თეჰიონი ვარ.
სეულიდან.- და ხელს ართმევს. ბიჭი კი მის ხელს ყურადღებას არც აქცევს და სხვა მხარეს იყურება.

-მე ჯეონ ჯონგუკი ვარ, თქვენი გიდი საჰარაში.

"ანუ ჯონგუკი" გონებაში მხოლოდ მისი სახელი უტრიალებდა.
უკან მიჰყვებოდა თან თავისი ბარგიც მიჰქონდა. მთელი 1 თვე მოუწევდა მასთან დროის გატარება საჰარაში.
ცოტა უცნაურიცაა, რადგან ჯონგუკი მას სწორედ ქვიშის დიუნებიდან გამოეცხადა.

-რა უცნაური ხართ ეს უცხოელები, მომინდომეს აქ საჰარაში მოგზაურობა.იცით მაინც როგორია ის?.რამდენ საიდუმლოს მალავს უდაბნო? მაგრამ არა არ იცით. თქვენ გგონიათ მარტო თქვენს გარშემო ტრიალებს სამყარო და გგონიათ უდაბნოც ასეთი მარტივი დასაპყრობია მაგრამ ცდებით
უდაბნო ის ადგილია სადაც იდუმალება გხვდებათ ყველგან.

მისი თითოეული სიტყვა დიდ ირონიას შეიცავდა. ის იმდენად უცხო პიროვნება აღმოჩნდა თეჰიონისთვის მიჭირდა გამოცნობა ვინ იყო.

-ამას რატომ ამბობთ?

-წესი ნომერ პირველი თქვენობით ნუ დამიძახებ, და შენ არ ხარ ჩემი მეგობარი. მე ვარ შენი გიდი, შენ კი ის ახირებული ადამიანი ვისაც უდაბნო აინტერესებს გასაგებია?

-კი- მისი თითოეული სიტყვა გულს სტკენდა, მაგრამ ვერ გაეგო თუ რატომ?

უკან სულელივით მიჰყვებოდა.
მანქანაში მოათავსეს ყველაფერი  და მათ წინ ისტორიული კაიროს ქუჩები გადაიშალა.

მგონი ვინმეს, რომ ეთქვა თეჰიონისთვის თუ რა არის მშვენიერება, რომელიც ისტორიაში იკარგება ვერ გეტყოდათ იმ წამს, ის იმდენად მონუსხული იყო კაიროს მშვენებით.  მისი ხელოვნებით, რომელიც ერთგვარ ეგვიპტურ კულტურას აცოცხლებდა.

  ირგვლივ ყველაფერი ეგვიპტური სტილით იყო ნაგები. ძველი შენობები. ხალხი და ქვიშა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა თითითოეულ მომენტს კი კამერაზე აფიქსირებდა თეჰიონი უნდოდა არაფერი დარჩენილიყო კამერის ფოკუსის უკან.

  პირამიდებიც  კი გამოჩნდა.ეს ის არის რაზეც ოცნებობდა.
ყველაფერი ეს უკვე რეალობად იქცა თეჰიონის თვალში.

თვალს ჯონგუკისკენ აპარებდა ის კი საჭესათან მშვიდად იჯდა და გზას გაჰყურებდა.
რამდენად სრულყოფილი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ის ახლა მის გვერდით იჯდა.

გაუცნობიერებლად იღებს  ფოტოაპარატს და მას უღებს. თითქოს რაღაცმ უბიძგაო, რომ ჯონგუკის ეს პროფილი დაემახსოვრებინა.

ფოტოაპარატის ხმაზე ტრიალდება და თვალებში უყურებს მის გვერდით მჯდომს.

-შენ რა გადამიღე? -გაბრაზებული ტონით ეკითხება ბიჭს.

-ააა..მმმ ხო -დაბნეული პასუხობს თეჰიონი ბიჭის კითხვას.

-რატომ? - თან ახლა უკვე გზას უყურებს და არა თეჰიონს.

-მინდა მოგონებები შევქმნა.

ვხედავ თავს მობეზრებულად აქნევს.
მისი ახლოს ყოფნა კი ძლიერ აბნევს თეჰიონს.
მანქანას აჩერებს და გადადის. როგორც ეს მისი სახლია.
ირგვლივ იყურება და მის  თეთრ ლამაზ სახლს  ხედავს, რომელიც ქვიშის ფერში იკარგება,რადგანაც მის უკან  უდაბნოს უსასრულობაა იშლება.
ისევ ფოტოს უღებს ამ მშვენიერებას. კიდევ ერთხელ თვალს ავლებს უდაბნოში ჩაკარგულ სახლებს, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ემოციას იწვევს მასში.  შემდეგ კი ჯონგუკის ნაკვალებს მიჰყვება და ისიც სახლში შედის.

  ირგვლივ ყველაფერი იმდენად განსხვავებულია.
თან არაფერი განსაკუთრებული.
სწორედ ეს ქმნიდა განსხვავებულს.

-შეგიძლია დაისვენო და ძალები მოიკრიბო და ხვალ მივდივართ.-და ოთახას აჩვენებს თეჰიონს, სადაც შეუძლია დაისვენოს.

  საწოლზე  წვება.  ჯერ კიდევ უჭირს იმის გააზრება, რომ ახლა აქ არის. ეგვიპტეში და ხვალ დადგამს ფეხს   და შევა უდაბნოს უსასრულობაში. შეაბიჯებს ქვიშის ტალღებში და იგრძნობს მის საიდუმლოს. შეეხება ყველაზე ცხელს და ამავე დროს მომხიბლავ ქვიშას. არ ნანობს, რადგან ეს ის არის, რაც სურდა.

  ამ ფიქრებში გართულს კი დაღლილობისგან ეძინება.

-ჰეიიი თეჰიონ, გაიღვიძე.- მოს ყურს ვიღაცის ხმა სწვდება. ძილის ბურნათიდან ერთიანად გამოდის სხეული, რადგან გრძნობს ვიღაც აჯანჯღარებს.- ჩქარააა, გაიღვიძე - თვალებს ჯერ კიდევ ვერ ახელს.-რა ძილისგუდაა ღმერთო? -თეჰიონნნ -
ბოლოს კი ყურში ჩაყვირებაზე   ეღვიძება და მის წინ გაბრაზებული ჯონგუკი დგას დოინჯშემორტყმული და სახეზე გაბრაზება ეწერა. ისეთი მომენტი იყო რთული იქნებოდა არ გაგცინებოდა.

იმდენად საყვარელი იყო.
თეჰიონის სიცილზე კი  როგორ ეშლებოდა ნერვები. ბოლოს კი ნერვებ მოშლილმა ოთახი დატოვა, რადგან მიხვდა ბიჭმა უკვე გაიღვიძა და მის დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა.

როგორც ჩანს ეს ყველაფერი სასიამოვნო იქნება.

ქვევით ჩასულს ჯონგუკი მომზადებული ხვდება და თეჰიონს ანიშნებს, რომ უკვე დროა მოემზადოს.

უკვე ორივე მზად იყო. სახლიდან  გასასვლელად და უდაბნოსთან შესახვედრად.
წინ ორი უზარმაზარი აქლემი იდგა, რომლებიც ტრანსპორტის ფუნქციას შეასრულებდა უდაბოში.

-ამით მივდივართ თეჰიონ ნუ გიკვირს.

-არ მიკვირს აღტაცებული ვარ.

ორივე სხდება აქლემებზე და გეზს  უდაბნოსკენ იღებენ.

-უდაბნოვ მე მოვდივარ- ხმამაღლა ყვირის თეჰიონი, რადგან ბედნიერია თვალი ჯონგუკისკენ გააპარა და დაინახა მისი მცირედი  ჩაცინება ტუჩის კუთხეში, მაგრამ მალევე დასერიოზულა სახე.

ისინი  უკვე უდაბნოს ნაწილნი გავხდნენ.
წინ საჰარას საიდუმლოებები ელოდებოდა ორივეს.
ეს კი ჯონგუკთან ერთად საინტერესოს ხდიდა მის მოგზაურობას.

სიზმარი რეალობად იქცა და თავგადასავალიც დაიწყო. ცხოვრება კი სრული მოულოდნელობებით სავსე და ამავე დროს ამაღელვებელი აღმოჩნდა მისთვის. ეს ყველაფერი კი ამავე დროს ყველაზე ლამაზი და საუკეთესო მოგონებების სახით დარჩებოდა მის გონებაში.

-----------------------------------------------------

-ბატონო თეჰიონ?. -ნამჯუნი უყურებს მოხუცს, რომელსაც უკვე ნელ-ნელა ეძინება.

-წამოდით ოთახში დაგაწვენთ.-  მოხუცს მისი სარწეველა სკამიდან წამოდგომაში ეხმარება და მისი ოთახისკენ მიჰყავს.

  მოხუცს საწოლზე აწვენს.
ოთახს ათვლიერებს და იქვე დადებულ თიხის ქანდაკებას ამჩნევს.

იქ ორ ალემზე ამხედრებულ მამაკაცია გამოკვეთილი. ეღიმება თუ ამდენ ნივთის დანახვისას და ხვდება თუ რაოდენ ძვირფასია ეს ისტორია თეჰიონისთვის.

-როგორც ჩანს წინ დიდი ისტორია მელის.

კედელზე გაკრულ სურათებს ათვალიერებს.
აქ ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის.

-მართლაც სრულყოფილია, როგორც მოხუცი ამბობს.

-ნეტავ ახლა სად არის? ისევ უყვარს თეჰიონი?.

მაგრამ სიყვარული რასაც თეჰიონი განიცდის ის ძალიან ძლიერია.

-ნუთუ მათ უდაბნოს საიდუმლოში აღმოაჩინეს სიყვარული.

ნამჯუნი ოთახის კარს ხურავს და მოხუცს მარტო ტოვებს.

აინტერესებს ისტორიის გაგრძელება, მაგრამ ელოდება მოხუცს..

ელის იმ ისტორიას, რომელიც როგორც ჩანს არც დასრულებულა.

იქვე ბლოკნოტს იღებს და წერას იწყებს.

"ჩვენ ვერ ვუწოდებთ იმას, რაც სიყვარულით იწყება იმას დასასრულს... სიყვარული ეს არ სრულდება... ის გრძელდება მანამ სანამ ჩვენ უკანასკნელად ამოვისუნთქავთ...
გიყვარდეს ნიშნავს ეს ცოცხლობდე... ბევრი დაბრკოლება გექმნება ამ დროს, მაგრამ გამოსავალი მხოლოდ ერთი იბრძოლო მისთვის...
მაგრამ განშორება ეს არაა გამოსავალი... მაშინ სუსტი ხარ...
სწორედ მაშინ ადასტურებ იმას, რომ სიყვარული არ შეგიძლია"

კალამს დებს და ისევ ოთახს ავლებს თვალს.

თითოქს მის წინ სრულიად გადაიშალა თეჰიონის ისტორია.

სიყვარულით, თავგადასავლებით, იმედით, დაშორებით და ტკივილით სავსე...

-ნეტავ რას მალავს უდაბნო მისთვის?

თეჰიონი და ჯონგუკი ეს ორი უდაბნომ და საჰარამ შეართა. ცხოვრებამ კი ურთიერთობა გამოსცადა. წლებმა მათი სიყვარული გამოცდად აქცია და რა მიიღო? ამ გამოცდაში ჩაიჭრა, რადგან აქ ყველაზე ძლიერი თეჰიონის გრძნობები აღმოჩნდა.

------------------------------------------

ამის ახალი თავიც დავწერე💜💜💜

Continue Reading

You'll Also Like

1.1M 45.5K 52
Being a single dad is difficult. Being a Formula 1 driver is also tricky. Charles Leclerc is living both situations and it's hard, especially since h...
3.2K 137 33
'You're just a stranger to me.. i can't just leave...with you...' 'i know..but you can trust me..come on let's go...' 'Okay...' {Tw!; Panic attacks...
46.9K 2.8K 20
Karan(huskily) : Be Mine Forever.. Preeta looked at him. Both share an eyelock.
22.7K 3K 34
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მე ის შემიყვარდა. აქამდე თითქოს თავს ვიტყუებდი, რომ მისი ვიზუალი მიყვარდა, მაგრამ შევცდი. ეს ყველაზე დიდი შეცდომა ი...