Memories Of Sahara

By _ARTemissiaa

10.5K 1.1K 438

თეჰიონი თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდაა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს მოგზაურობას უდაბნოში.... More

თავგადასავლის დასაწყისი
პირველი დღე უდაბნოში
პრინცის ოაზისი
უდაბნოს ქარიშხალი
"ადონისის ოაზისი"
ადენიუმი
კალაჰარი
უდაბნოს ბოლო
წერილები
მზის უკანასკნელი სხივი

სიზმრიდან რეალობაში

2.7K 164 45
By _ARTemissiaa

  დრო ისევე ჩქარა მიდის, როგორც ქვიშის საათი იცლება მინაში.
ცხოვრება უმარავ ახალს მალავს.
ჩვენ ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს იყო თავისუფალი. გიყვარდეს თავგადასავლები და ერთხელ მაინც გამოსცადო ეს.

ერთხელ მაინც გააკეთო რაღაც სხვა, რაც შენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
უბრალოდ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის იპოვნო ის და დანარჩენი შემდეგ მოდის..."

  ქუჩის კუთხეში ყვავილებით მორთულ კაფეში ზის და თავის ახალ ჩანახატს სწერს.
უყვარს ეს ადგილი, რადგან ის თავისი სილამაზით გამორჩევა და მყუდროა მწერლისთვის.
ყვავილებით მორთული კაფე მისი საყვარელი ადგილია  მთელ ქალაქში აქ ხომ შესანიშნავ ყავას აკეთებენ. მწერალიც მისით მთლიანად მონუსხულია.

  კალამს მაგიდაზე დებს და მის აწ უკვე გაციებულ ყავის სმას იწყებს.
ხალხს უყურებს, რომლებიც სიცხისგან გათანგულები მოძრაობენ ქუჩაში.

რა უცნაურია ხალხი, როცა ზამთარია სიცივის გამო ზაფხულს ნატრობენ, ხოლო ზაფხულში სიცხეს ვერ იტანენ.

თავს კედლისკენ ატრიალებს...
იქ უამრავი სურათია, რომელიც მის ყურადღებას იბყრობს...

კედელთან მიდის და თითოეულ სურათს დეტალებში აკვირდება...
ყველა ულამაზეს ადგილასაა გადაღებული...

მაგრამ ერთ-ერთი ფოტო მის ყურადღებას იქცევს.

უდაბნოს სურათი, სადაც მზის ჩასვლაა გამოსახული იქ კი ორი ახალგაზრდა ბიჭია გამოსახული.

ფოტო იმდენად ლამაზია მწერალი ინუსხება ამით. ყველაფერი ერთმანეთს ისე ერწყმის თითქოს ეს სწორედ ის იდილია, რაც მას სჭირდებოდა.

-როგორც ჩანს ფოტოებმა მოგნუსხათ? -ხმის გაგონებისთანავე ტრიალდება ახალგაზრდა. მის წინ კაფის მოხუცი მეპატრონე დგას.
მწერალს უყვარს ეს ადამიანი მისი სათნო სახით და თბილი გამომრტყველებით.

-დიახ, ყველა იმდენად ლამაზია.- გაოცებული ეუბნება ბიჭი მის გვერდით მდგარ მოხუცს.

-ეს ფოტოები მოგონებებია შვილო, რომელიც მუდამ იცოცხლებს - ნაღვლიანი ხმით ამბობს მოხუცი.

-შეიძლება, რაღაც გკითხოთ? გთხოვთ უპატივცემულობაში ნუ ჩამომართმევთ.

-გისმენ შვილო ეგ რატომ უნდა ვიფიქრო?.- თბილად უღიმის მოხუცი.

-კარგით მაშინ. შეგიძლიათ მითხრათ, აქ ყველა ფოტოზე მხოლოდ ბუნებაა, მაგრამ აი ამ უდაბნოს ფოტოზე ორი ბიჭი დგას. და გამიკვირდა უბრალოდ.ვინ არიან ისინი?.

- შვილო ეს საჰარის მოგონებაა, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს ჩემთვის.

-მოიცა ეს თქვენ ხართ?.-გაკვირვებული უყურებს ბიჭი მის წინ მდგარ მოხუცს და ფოტოებს.

-კი შვილო.

-და მეორე?.- გაკვირვებული ეკითხება ბიჭი უფროსს.

-ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია შვილო.- მიხუცის თვალში მბრწყინავ ცრემლს ამჩნევს.

-გული მიგრძნობს თქვენ საოცარი ისტორია გექნებათ ასე არაა?

-მე არ ვიცი ეს საოცარი ისტორიაა თუ არა, რადგან არავისთვის მომიყოლია

-რატომ?.

-ალბათ ამ დროს ველოდი, მგონი დროა ვინმეს მოვუყვე.

-მაშინ დავიწყოთ - აჟიტირებულია სურს ახლავე გაიგოს ისტორია მოხუცზე.

-არა, ახლა არა. ახლა კაფეში ვმუშაობ. საღამოს მოდი კაფის მეორე სართულზე ვცხოვრობ და მესტუმრე.

  -ხო მართლა მე კიმ თეჰიონი ვარ...
ვიცი, რომ მწერალი ხარ, მინდა, რომ ეს ისტორია დაწერო ჩვენზე თუ მოგეწონება.
-კარგით, ბატონო კიმ, მე კიმ ნამჯუნი ვარ. მწერალი და ამ საღამოს გესტუმრებით.

ემოციებით დატვირთული ახალგაზრდა. კაფიდან გადის. ახლა რაც აინტერესებს ეს დაღამებაა, რათა ისტორია მოისმინოს. გული ამ ისტორიაზე კარგს უგრძნობს. თითქოს მთლიან სიყვარულის ისტორიას ახლა მოისმენს.

უკვე საღამო ხანია. ახალგაზრდა ბიჭი კაფის უკანა შესასვლელთან დგას.
ქვევიდან უყურებს თუ როგორ უვლის უფროსი ყვავილებს, როგორი სიყვარულით შეყურებს მათ.

-"ალბათ მართლაც საოცარი ისტორია გადახდა თავს"-ამას ამბობს და კარზე ზარს რეკავს.
მოხუცი ხმაზე ყვავილებს თავს ანებებს და კარისკენ იყურება და ბიჭს ამოსვლისკენ ანიშნებს.

  ნამჯუნი მოხუცის ოთახში შედის,
ოთახი იმდენად მყუდროა , ძველი ხის სარწეველა სკამი.
ძველი ხის მაგიდა.
ფოტოები.
ულამაზესი ადგილების დაჭერილი წუთები.
მთები, ზღვები, ფრინველები,
ადამიანები...
და ერთადერთი ფოტო, რომელიც მის ყურადღებას იქცევს ეს ახალგაზრდა შავგრემანი ბიჭის ფოტოა...
-როგორი ლამაზია -აღფრთოვანებას ვერ მალავს.

-კი გეთანხმები -  მოხუცის ხმაზე ბიჭი ტრიალდება და  ხედავს თუ რა ნაღვლიანად იღიმის ის, როცა ფოტოს უყურებს.

-ბატონო თეჰიონ, ბოდიშით.

-ბოდიშს რისთვის იხდი შვილო?
ის მართლაც საოცარი ადამიანი იყო. სწორედ ამიტომ შემიყვარდა. რას დალევ შვილო?.

-თუ ისტორიას გავითვალისწინებთ მოდით ჩაის დავლევ.

-კარგი, მალე მოვალ.

  მოხუცი ოთახიდან გადის. ნამჯუნი კი განაგრძობს თვალიერებას.
უდაბნოს ფოტოებს უდიდესი ადგილი უჭირავს, როგორც კედელზე ასევე ჩარჩოებშიც.

წინ საინტერესო ისტორია ელის მას. სწორედ ამიტომ არის აღფრთოვანებული ამ ყველაფრით.

  იქვე ხის რბილ სავარძელზე ჯდება თავის ბლოკნოტს და ხმის ჩამწერს იღებს.

  მოხუციც შემოდის ჩაით ხელში და ნამჯუნის წინ სარწეველა სკამზე ჯდება.

თვალებს ხუჭავს და იხსენებს იმ წარსულს, რომელიც მისთვის ყველაზე მნივნელოვანია. ეშვება იმ მოგონებაში,  რომელიც ასე უყვარს, მაგრამ ამავე დროს მტკივნეულია მისთვის.

-დავიწყოთ შვილო?

-აჰ , რა თქმა უნდა- ნამჯუნი მაშინვე ემზადება ისტორიის მოსასმენად.  მთელ გულისყურს მოხუცისკენ აპყრობს და ისიც იწყებს მოყოლას.
-მაშინ 23 წლის ვიყავი.
-----------------------------------------------------------------

-კიმ თეჰიონ სრულიად შეიშალე? -გაცხარებული უყვიროდა მეგობარი მას.

-შემეშვი ჯიმინ, რა გინდა?.

-კიდევ მე რა მინდა შეშლილო?. ახლა უნდა ვიგებდე, რომ საჰარის უდაბნოში აპირებ წასვლას.
გინდა, რომ აფრიკა მოიარო? გიჟი ხარ თეჰიონ? -ბიჭი ოთახში ნერვიულად დადის და თან საყვედურობს მის მეგობარს.
-ხო გიჟი ვარ ჯიმინ. მივდივარ, რადგან ეს ჩემი ოცნებაა.ვერ ვხვდები რატო მიბრაზდები.?

-ითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ იქ ყველგან უდაბნოა?

-მე უკვე ყველაფერი გავთვალე ჯიმინ, იქაურობა მიხმობს, გახსოვს სიზმარზე, რომ გიყვებოდი. სიზმარში მე იქ ვიყავი, ვუყურებდი იმ სილამაზეს, რომელიც ჩემთვის რაღაც სხვა იყო.
ახლა კი ვაპირებ წავიდე იქ. სიზმარი რეალობად ვაქციო.
არ მიცნობდე მაინც? - საწოლზე ეშვება და მზერას ჭერზე გაკრულ ჭაღს უსწორებს.

-გიცნობ თეჰიონ, როგორ არ გიცნობ,  მაგრამ ვღელავ ასე შორს, რომ მიდიხარ სულელური აკვიატების გამო. იმ სიზმრის გამო, რომელმაც ასე შეგცვალა.
ნუთუ გგონია იმ ბიჭს მაინცდამაინც იქ ნახავ.?

-სიზმრები არასოდეს ცრუობენ ჯიმინ, მთავარია გწამდეს.

-ტყუილად გელაპარაკები, როგორც ჩანს. -ხელი ჩაიქნია და ისიც გვერდით ამოუწვა თეჰიონს.

-კი ასეა.

-კარგი წავედი და ხვალ აეროპორტში გაგაცილებ.- საწოლიდან დგება თეჰიონს ეხვევა და ოთახს ტოვებს.

-კარგი დროებით.

ყველაზე მეტად უხარია ის ფაქტი, რომ როგირც იქნა ოცნებას ისრულებს და მიდის ეგვიპტეში.
უკვე იპოვა ის ვინც მას გიდობას გაუწევს და მოაგვარა ყველაფერი.
და როგორც იქნა წავა უდაბნოში.
იქ, სადაც ყველაფერი განსხვავებულადაა.

სიზმარი, რომელმაც ცხოვრება აურია.
სიზმარი, სადაც ის გამოეცხადა.
ჯიმინთანაც კი არ უთქვამს ერთი რამ, რომ ბიჭი სიზმრიდან შეუყვარდა.
შეიძლება არარეალურია, მაგრამ ის შეყვარდა.
ეს ბიჭი კი სიზმარში უდაბნოში იყო, და სწორედ ამიტომ მიდის იქ, მაგრამ შეიძლება ეს სრული წარმოსახვაა მისი.
მაგრამ მას სწამს.

სჯერა სასწაულების, რომლებიც უეცრად ხდება, რადგან სწორედ ასეთი მეოცნებეა თეჰიონი. სიზმრის წარმკდგენა კი შენს სამყაროს მთლიანად გიცვლის.
ახლა კი ეს ყველაფერი მისთვის რეალობად იქცა.

-საჰარავ მე მოვდივარ.-ხმამაღლა ყვირის და საწოლზე ბედნიერი სახით ეშვება. იმის მოლოდინში, რომ ხვალ უკვე უდაბნოს ცხელ ქვიშას იგრძნობს ფეხებში.

სხვანაირ ჰაერს ჩაისუნთქავს და სხვანაირ მზის ამოსვლას ნახავს.

ეს მას ბედნიერს ხდის.

რამდენად შეიძლება მეოცნებე იყოს ადამიანი? ამას ვერ ხვდება, მაგრამ მთავარია მასზე ხელი არ აიღო.
იბრძოლო მისთვის ბოლომდე.

სწორედ ეს იყო თეჰიონი პიროვნება.
თავზეხელაღებული ახალგაზრდა თავგადასავლების მოყვარული.
თავისი იდეალებით და რწმენით.

სწორედ ახლა ეს ყველაფერი სიზმრიდან რეალობაში ხდებოდა.

------------

მეორე დღეს უკვე აეროპორტში ბედნიერი სახით ელოდება მისი რეისის გამოცხადებას.
-როგორი ბედნიერი ხარ თეჰიონ. - ხელებს მხრებზე ადებს და ეღიმება, რადგან ხედავს როგორ ბედნიერია ის.

-ჩემი ოცნებისკენ მივდივარ ჯიმინ. სულ რამდენიმე საათში იქ ვიქნები და შემდეგ ვიწყებ თავგადასავლებს.- თავისი ბავშური ღიმილით ამბობს ამას. ჯიმინიც უყურებს მას და გული უთბება მის შემხედვარე. ეს სწორედ ის თეჰიონია, რომელიც მიზანს სულ აღწევს.

-მშვიდობით და ჯანმრთელად დამიბრუნდი გთხოვ.- ბოლოჯერ ეხუტება ჯიმინი მეგობარს. შეიძლება ერთი თვით მიდის, მაგრამ ეს ყველაზე დიდი დროა, რაც ერთმანეთისგან ასე დიდი ხნით გაუტარებიათ ამას თან კი მანძილიც ერთვოდა.

-აუცილებლად ჯიმინ. -თავზე ხელს უსვამს, რომელიც მათ ერთგვარ ჟესტს წარმოადგენს.

  უკვე მისი რეისის ნომერიც ცხადდება და თავისი გასასვლელისკენ მიდის.
თვითმფრინავში ზის. ღელავს, რადგან მალე ყველაფერი რეალობა იქნება.

თვალებს მაგრად ხუჭავს, მოზღვავებული ემოციების გამო.

მხოლოდ რამდენიმე საათი.
აშორებს მის ახალ თავგადასავალს.

ფანჯრიდან თვალს ავლებს ღრუბლებს.

ქვევით ყველაფერი მცირედ მოსჩანს.
  ეს კი საოცრებაა, ფოტოაპარატს ხელში იღებს და თითოეულ მომენტს აფიქსირებს. არ სურს რამე გამოტოვოს.
უნდა ყველაფერი მოგონებებში აღბეჭდოს და დატკბეს.

ფანჯარაში, უდაბნოს ნაწილიც გამოჩნდა.
თვალები ბედნიერებით აევსო.
სულ ცოტაც და იქ იქნება.

უკვე კაიროს აეროპორტშია.
ირგვლივ ყველგან უცხო ხალხი ირევა.

გასასვლელისკენ მიდის.
მისი სახელის ბანერს არჩევს და იქითეკენ მიდის.

უეცრად თვალები უფართოვდება, როცა იმ პიროვნებას ხედავს.
-ეს ხომ ისააა?-გულს ამ დროს კი ფეთქვა ავიწყდება.

---------------------------------------------------------

-ანუ ის მართლა ნახეთ?. ბიჭი სიზმრიდან?.- გაკვირვებული ისმენს ნამჯუნი ისტორიას და თვალებს ვერ უჯერებს იმ ფაქტს, რომ შეიძლებოდა სიზმარი მართლაც რეალობად ქცეულიყო, მაგრამ შეცდა ის მართლაც რეალობად იქცა.

-კი ვნახე.სწორედ ის იყო. ის, ვინც ჩემს სიზმრებში იჭრებოდა და გონებას მირევდა.

-ანუ ბედისწერა არსებობს?

-არ ვიცი შვილო. მთავარია გწამდეს.მე მწამდა და შევხვდი ჩემს ბედისწერას. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბოლო წინადადება.

-გავაგრძელოთ?.- ვერ კმაყოფილდება უნდა უფრო მეტი მოისმინოს. დღესვე გაიგოს ყველაფერი. არ ჰყოფნის და სურს მალე გაიღოს ფარდა ისტორიას და მის შორის.

-მგონი დღეისთვის საკმარისია შვილო. დაღლილი ვარ და ხვალ  გავაგრძელოთ. -მოხუცი ნელა დგება სკამიდან.

-კარგით, მაშინარ შეგაწყენთ და ხვალ მოვალ ამავე დროს.-ბიჭიც უკან მიჰყვება მას.

-კარგი შვილო.

თეჰიონი ბიჭს აცილებს და ოთახში შედის.
ფოტოებს ისევ ბედნიერი სახით შეჰყურებს.

-არც არაფერი გამქრალა გუკ და არც არასოდეს გაქრება. ეს ჩვენი ისტორიაა, რომელმაც ორივე ერთმანეთთან დაგვაკავშირა. ეს ჩვენი საჰარაა, რომელიც გვაერთიანებს. მენატრები -ბოლო სიტყვის წარმოთქმისას კი ცხარე ცრემლით ატირდა მოხუცი.

როგორც ჩანს დრო სიყვარულს ვერაფერს აკლებს.

-----------------------------------------

ვუიმე არ ვიცი თავში რა მიტრიალებს, მაგრამ ახალი ფიკი ამომიტივტივდა...:დდდ

იმედია მოგეწონებათ 💜💜💜

Continue Reading

You'll Also Like

363 72 11
We will never forget the happy memories that we had. Start:23.05.04 End: [100% зохиомол FF болно!]
2.3M 116K 65
↳ ❝ [ INSANITY ] ❞ ━ yandere alastor x fem! reader ┕ 𝐈𝐧 𝐰𝐡𝐢𝐜𝐡, (y/n) dies and for some strange reason, reincarnates as a ...
22.7K 3K 34
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მე ის შემიყვარდა. აქამდე თითქოს თავს ვიტყუებდი, რომ მისი ვიზუალი მიყვარდა, მაგრამ შევცდი. ეს ყველაზე დიდი შეცდომა ი...
2.8K 282 16
Sequal Of 'Disconnecting' . . . '' Shit , shit it's reconnecting!! ''