სანაძლეო | K.TH

By 3lackCrow

85.8K 7.1K 974

- დარწმუნებული ხარ, რომ ნებისმიერი გოგო რომელიც დაგინახავთ, იმწამსვე ფეხებში ჩაგივარდებათ? - ემილი გამომწვევ... More

--1--
--2--
--3--
--4--
--5--
--6--
--7--
--8--
--9--
--10--
--11--
--12--
--13--
--14--
--15--
--16--
--17--
--18--
--19--
--21--
--22--
--23--
--24--
--25--
--26--
დასასრული
ავტორი+ახალი ფიკი💙💙

--20--

2.6K 219 15
By 3lackCrow

წვიმა ფანჯარას სუსტად ეშხეფებოდა.საათი უკვე ცხრას აჩვენებდა,მაგრამ იმ ორს რომელიც ახლა ლოგინზე იწვნენ და ღრმად ეძინათ, უნივერსიტეტში წასვლა არ უწევდათ.ემილი იწვა,თეჰიონის მკერდს მიკვროდა და წყნარად ეძინა.ბიჭს წაბლისფერთმიანისთვის ხელი წელზე შემოეხვია და ისე მიეკრო მკერდთან.თეჰიონის შავმა თვალებმა გახელა დაიწყო და იმ წამსვე ემილის სახეს შეხედეს.გოგონა იწვა,სახე მისკენ ჰქონდა და ხელები ბიჭის მხრებზე ჰქონდა შემოხვეული.თვალები დიდიხნიანი ტირილისგან ჩასივებული ჰქონდა, და პირი ცოტათი ღია.<<რა ლამაზია>> - გაიფიქრა თეჰიონმა.ემილის თმები ბალიშზე იყო გაშლილი,რომლებიც სხვადასხვა ადგილზე,სხვადასხვა უზორს(ქართულად არ მახსოვს როგორ არის, მე ასე ვუძახი^^) ქმნიდა.როდესაც ბიჭმა შეამჩნია,რომ გოგონას მის ზედაში ეძინა გაეღიმა,მაგრამ იმ წამსვე დასერიოზულდა,როდესაც გუშინდელი შემთხვევა გაიხსენა.უცებ,ემილის წამწამები ახამხამდა,და წაბლისფერთმიანმა მალევე თვალები გაახილა.ემილი გაიზმორა,მაგრამ იმ წამსვე გაშეშდა,მის წინ რომ ვიღაცის მკერდი შენიშნა.გოგონამ უცხო ობიექტის ყურება გააგრძელა,თავი ნელნელა ასწია და თეჰიონის მომღიმარ სახეს გაუსწორა თვალები,რომელიც ინტერესით აკვირდებოდა გოგონას რეაქციას.წაბლისფერთმიანს წუწუნის დაწყება უნდოდა,მაგრამ როდესაც გაიხსენა,რა მოხდა გუშინ და აქ რატომ არის,დამშვიდდა, და აზრის დაწყობა დაიწყო.

- დილა მშვიდობისა, - თქვა თეჰიონმა,რომელსაც გოგონას წელზე ხელები კიდევ ჰქონდა მოხვეული და მასთან ახლოს ჰყავდა მიკრული. - როგორ გეძინა?

- ნორმალურად, - ცხვირში ჩაიბუტბუტა და თან საშინლად გაწითლდა. - გამიშვი უკვე.

-კარგი,კარგი. - იმ წამსვე დაეთანხმა თე, მოაშორა და აწია ხელები,დამნაშავესავით თითქოსდა პოლიციამ დაიჭირა.

შავთმიანმა ტკბილად გაიზმორა სანამ ლოგინიდან ადგებოდა.ემილიმ მისი მაგალითი გაიმეორა.სიტყვის თქმის გარეშე, თეჰიონი სააბაზანოსკენ გაეშურა და თან ემილიც გაიყოლა. ქვემოთა კარადიდან ახალი კბილის ჯაგრისი ამოიღო და ემილის გაუწოდა,მისთვის კი თავისი.წაბლისფერთმიანმა დაურწმუნებლად ნაზად შეეხო საგანს,მაგრამ მაინც აიღო.

როდესაც კბილები გაიხეხეს და ხელ-პირი დაიბანეს, ორივემ გეზი სამზარეულოსკენ აიღო.სამზარეულო მართლაც დიდი იყო : გრძელი სამზარეულოს ტუმბოები,მიკროტალღური ღუმელი, ღუმელი,ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გამწოვი,გაზქურა,გრძელი სასადილო მაგიდა და ფართო ფანჯრის რაფა,რომელიც აბსოლიტურად ცარიელი იყო.ოთახი არ იყო განათებული და ასევე მასში ციოდა.ემილიმ იმ წამსვე უზარმაზარი მაცივარი გამოაღო,მაგრამ ცარიელი იყო.დაახლოებით.უბრალო ბლინებისთვის საკმარისი იქნებოდა.

- თე,წინააღმდეგი, ხომ არ ხარ რომ ბლინები დავაცხო? - იკითხა ემილიმ,რომელიც თან მაცივარში იყურებოდა და თან ბიჭს უყურებდა.

- არა რათმაუნდა.მაგრამ აუცილებლად გემრიელი უნდა იყოს, გასაგებია?სხვანაირად არ შეიძლება. - სერიოზული სახით თქვა თეჰიონმა.

- რათქმაუნდა. - სახეზე ღიმილით დაეთანხმა ემილი.

როდესაც ემილის ბლინების ცომი მზად ჰქონდა, გაზქურასთან გადაინაცვლა ტაფით ხელში,ხოლო ბიჭი, რომელიც მაგიდასთან იჯდა,გოგონას მოქმედებებს აკვირდებოდა. ახალ გამორვიძებული გოგონა,მის საშინაო ზედაში,რომელიც მას საუზმეს უმზადებს...თეჰიონმა გულში რაღაც კომფორტულობა იგრძნო.არავის, მისი ღამის სტუმრებიდან,მისთვის საუზმე არავის მოუმზადებია.და კიდევ,ღამღამობითაც ვარსკვლავებსაც არ აკვირდებოდნენ...რამოდენიმე ხნის გასვლის შემდეგ,როდესაც უკვე ყველაფერი მზად იყო,ემილიმ გადაწყვიტა ბიჭისთვის კითხვა დაესვა,რომელიც თავში უტრიალებდა.

- სახლში უნდა წავიდე,ხო?შევჭამ და წავალ, კარგი? - სიმართლე თუ გინდათ, ემილის წასვლა არ უნდოდა.თეჰიონი იყო ყურადღებიანი,ნაზი და კეთილი,და უნდოდა,რომ პირისპირ მადლობა გადაეხადა იმ ღამისთვის,როდესაც მან ის გადაარჩინა,მთელი ღამე მის გვერდით იყო და იმისთვისაც,რომ ვარსკვლავების ყურებით გაართო.ემილი თავის საქმეს აგრძელებდა, თან თვალს ბიჭისკენ აპარებდა.

- კიდევ რა გინდა? საღამოს,მე თვითონ მიგიყვან სახლამდე. - თეჰიონმა გოგონას სერიოზულად გახედა.

- ემმ...კი მაგრამ, ჩათვლები?ჩვენ ხომ ჩათვლებისთვის და გამოცდებისთვის უნდა მოვემზადოთ! - ემილის გაახსენდა,რომ გამოცდები ელოდათ წინ ამიტომ ანერვიულებულმა თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.

- მე ყველა საჭირო კონსპექტი მაქვს,ამიტომ დღეს ერთად ვისწავლით. - მშვიდად უპასუხა თეჰიონმა.ჰმ, და ემილი ამაზე რატომ არ დაფიქრდა?

გოგონამ ცალი ხელი ბლინიკსენ წაიღო,რომ შეემოწმებინა მზად იყო თუ არა მაგრამ შემთხვევით გახურებულ ტაფაზე გაეკრა.პატარაზე წამოიყვირა,და რამოდენიმე თითი პირში ჩაიყო.

- ღმერთო, და გაკვირვებული ნეტავ რატომ არ ვარ? - ჰკითხა თავის თავს თეჰიონმა,რომელმაც იმ წამსვე მოჰკიდა ემილის ხელზე და ცივ წყალში ჩააყოფია. - თავგადასავლების გარეშე არ შეგიძლია,ხომ? - დაამატა მან.

- მე შენი გულისთვის ვცდილობ.და საერთოდ,დამიბრუნე ჩემი ხელი! - ემილიმ ბიჭს ხელი გააშვებინა და მისი სიჯიუტე გამოაჩინა,მაგრამ თვითონაც შესანიშნავად ესმოდა,რომ ეს უაზრობა იყო. თეჰიონმა უბრალოდ გაიღიმა.

- ნუ,რათმაუნდა.ჩემს გარეშე არაფერი შეგიძლია,ბავშვო, - ჩაიბუტბუტა თეჰიონმა და წამლების ყუთს დასტაცა ხელი.

- ბავშვი, შენ თვითონ ხარ! - გაბუტულად წამოიძახა ემილიმ.მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ფრთხილად წაუსვა დამწრობის საწინააღმდეგო მაზი გოგონას თითებზე თეჰიონმა და დიდი ხნის დამწვარი ბლინი,რომელიც ტაფაზე ისევ იდო გადააგდო.როდესაც ყველაფერი მაგიდაზე დაალაგეს,ორივე მაგიდას მიუსხდა.

- გემრიელია!- კმაყოფილად წარმოთქვა თეჰიონმა,რომესაც პირი ბლინით ჰქონდა გამოტენილი.

- რა ფმაუნფა! - ამაყად უპასუხა ემილიმ,რომელიც ბლინს ერთი მეორეს მიყოლებით ჭამდა.

როდესაც საუზმეს(ან უკვე სადილს)მორჩნენ,თეჰიონმა ემილი დაითანხმა,რომ ჭურჭელს თვითონ დარეცხდა,რადგან მის დამწვრობაზე ნერვიულობდა. ემილი მაგიდასთან დარჩა და უყურებდა,როგორ მოძრაობდა ბიჭის ფართო მხრები,სანამ ჭურჭელს რეცხავდა.ამ ფართო მხრებს თეთრი თხელი მაიკა ფარავდა,ქვემოთ კი საშინაო სპორტული შარვალი ეცვა.მაგრამ მაინც,საშინაო ტანსაცმელშიც კი ის ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა,და თხელი მაიკა კი მის კუნთებს კარგად აჩენდა და უფრო გამოკვეთილი იყო.თეჰიონი უკვე თავის საქმეს მორჩა, და გოგონასკენ მთელი ტანით შემობრუნდა,ამასობაში ბიჭმა შეამჩნია,რომ გოგონა მას მიშტერებია, ამაზე კი ბიჭს ჩაეღიმა.

- ეი,საქმე გაკეთებულია!ჩაგეძინა თუ ჩემი ყურებით ტკბები ისევ? - დაცინვის ტონით ჰკითხა თეჰიონმა.

- რათქმაუნდა, ეს ბოლო დროა შენით ტკბობის მეტს არაფერს არ ვაკეთებ! - იმავე ტონით უპასუხა ემილიმაც, თან სკამიდან ადგა, - წამოდი,ცოტა წავიმეცადინოთ.

თეჰიონი დაეთანხმა.ორივენი ბიჭის ოთახისკენ გაემართნენ.თეჰიონმა რამოდენიმე რვეული მოიტანა,რომლიდანაც ორი ემილის გაუწოდა.

- ისწავლი ამათ,შემდეგ კი შევენაცვლებით. -თქვა თეჰიონმა,რომელმაც თავისთვის ორი დაიტოვა.

- ოქეი, - დაეთანხმა ემილი და საქმეს შეუდგა.

კონსპექტები იდეალურად დაწერილი არ იყო,მაგრამ წაკითხვა შეიძლებოდა.ემილი ლოგინზე იწვა და თავისთვის იმეორებდა იმას,რაც ახლახანს წაიკითხა, თეჰიონი კი იატაკზე იჯდა,თან ლოგინზე ზურგით იყო მიყუდებული.ემილი ისე იწვა,რომ თავი შავთმიანისკენ ჰქონდა დადებული,და ხანდახან მისი ბურტყუნის(მიყვარს ეს სიტყვა და რა ვქნა^^) ხმაც ესმოდა. გავიდა დაახლოებით ოცი წუთი,და ემილიმ დაღლილად გაიზმორა.საბოლოო ჯამში,მან ლოგინზე კოტრიალი დაიწყო,და თანდათან ლოგინის კიდემდეც მიდიოდა.თეჰიონი ცდილობდა წაბლისფერთმიანისთვის ყურადღება არ მიექცია,და ეს ძალიან კარგადაც გამოსდიოდა,სანამ ემილი ბიჭის კეფას მუცლით არ შეასკდა.თეჰიონმა  <<უსაფრთხოების ბალიში>>-სგან ანუ  ემილისგან დარტყმა მიიღო.და თვითონ <<ბალიში>> კი ხმაურით იატაკზე დავარდა.

- აიშშ! - უკმაყოფილოდ წამოიყვირა ემილიმ და თან ადგომა დააპირა.თეჰიონმა,თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა დაიწყო სიცილი. - შენ რას იცინი?შენ რომ დაგცემოდი,მერე?ასე გაიცინებდი?

- ამისთვის დაგსჯიდი.ამიტომ, ღმერთს მადლობა გადაუხადე,რომ ეს ასე არ მოხდა. - თეჰიონმა უპასუხა,რომელიც კიდევ სიცილით კვდებოდა.

- აჰჰ, ანუ ასე?პფფ,დამიჭირე! -თქვა ემილიმ, და <<ვარსკვლავის>> პოზა მიიღო, და ასეთ პოზაში დაახტა ბიჭს ზემოდან.თეჰიონს კარგი რეაქცია ჰქონია და გოგონა შუა გზაში დაიჭირა,ამ დროს კი წაბლისფერთმიანს ფრთებივით ჰქონდა ხელები გაშლილი თითქოსდა ჩიტი ყოფილიყოს.

- აბა რა მოხდა?როგორია? - გაიცინა წაბლისფერთმიანმა,რომელიც კიდევ თეჰიონის ხელებში იყო მოქცეული.

- ასე ნუღარ ითამაშებ, - ბრაზით თქვა თემ,თან გოგონა იატაკზე დასვა. - და თუ ვერ დამეჭირე,მერე რას შვრებოდი?

- რატომღაც დარწმუნებული ვარ,რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა. - გულწრფელად გამოტყდა ემილი. - თეჰიონ,მე შენ გენდობი...- გოგონა ისევ ჩამოჯდა საწოლზე,ახლა უკვე ნორმალურ მდომარეობაში.

თეჰიონს  გოგონასგან ასეთი სიტყვები ძალიან გაუკვირდა ,მაგრამ ეს გაკვირვება მალევე კვადრატულმა ღიმილმა ჩაანაცვლა.როდესაც თავის ადგილს დაუბრუნდა,ისიც ავიდა ლოგინზე და თავი წაბლისფერთმიანის მუხლებს დაადო.გოგონამ გაოცებულად შეხედა ბიჭს და ფეხების ამოძრავება დაიწყო,რომ ბიჭი მისი ფეხებიდან მოეშორებინა,მაგრამ ბიჭმა მის ფეხებს ხელები მაგრად მოჰკიდა და ერთ ადგილას გააჩერებინა.

- აუუ!კარგი ხო. - წამოიყვირა ემილიმ,სინამდვილეში კი ამის წინააღმეგი საერთოდაც არ იყო.რატომ,ეს თვითონაც არ იცოდა.

როდესაც უკვე სწავლისგან დაიღალეს,ემილიმ გუშინდელზე ფიქრი დაიწყო.უკვე მის ფიქრებში არ იყო იმ საშინელი შიშის და შემთხვევის შესახებ.მის თავში მხოლოდ ის სურათები ტრიალებდა,სადაც ის და თეჰიონი,საბანში გახვეულები და ხელებ ჩაკიდებულები, როგორ წვანან და გათენებამდე,როგორ აკვირდებიან ვარსკვლავებს.ამას,რომ იხსენებს გული ისე უთბება,რომ თითქოსდა თეჰიონი და ის რამოდენიმე თვე კი არაა ერთმანეთს იცნობენ, არამედ თითქოსდა დაბადებიდან. და ისე, თუ დავფიქრდებით,ემილიმ მის შესახებ არაფერი არ იცის...

======================================================

ჰელოუუუ,ფიფოლ)) როგორ ხართ? მეც კარგად, მადლობთ)) კარგი ხო...გაგრძელება რათქმაუნდა იქნება Vote&Comment

Continue Reading

You'll Also Like

17.2K 1.4K 9
- Чи Дэндүү эрх юм КИМ ТЭХЁН! - Тиймээ, тийм болохоор намайг эрхлүүл!
1.9M 116K 43
"You all must have heard that a ray of light is definitely visible in the darkness which takes us towards light. But what if instead of light the dev...
69.2K 4.6K 45
Hey guys This story is totally based upon our kareena so there will be no anuseena and this extracts how kareena became friends to lovers 😍😍😍 Guy...
801K 82.3K 29
في وسط دهليز معتم يولد شخصًا قاتم قوي جبارً بارد يوجد بداخل قلبهُ شرارةًُ مُنيرة هل ستصبح الشرارة نارًا تحرق الجميع أم ستبرد وتنطفئ ماذا لو تلون الأ...