სანაძლეო | K.TH

By 3lackCrow

85.8K 7.1K 974

- დარწმუნებული ხარ, რომ ნებისმიერი გოგო რომელიც დაგინახავთ, იმწამსვე ფეხებში ჩაგივარდებათ? - ემილი გამომწვევ... More

--1--
--2--
--3--
--4--
--5--
--6--
--7--
--9--
--10--
--11--
--12--
--13--
--14--
--15--
--16--
--17--
--18--
--19--
--20--
--21--
--22--
--23--
--24--
--25--
--26--
დასასრული
ავტორი+ახალი ფიკი💙💙

--8--

3.1K 275 51
By 3lackCrow

ჯიმინი, იუნა და ემილი უაზრო თემებზე საუბარ-საუბარში უნივერსიტეტის შესასვლელს მიუახლოვდნენ. იქ მყოფნი ვერაფრით ვერ ეგუებოდნენ ამოუცნობი გოგონებისა და უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული ბიჭების ერთად ყოფნას. ნატალიამ ბოროტი სახით გახედა „ტრიოსა"და მისკენ მომავალ კამპანიას, რომელსაც წინ შუგა და ჯონგუკი მიუძღვებოდა.

- ო, გამარჯობა - ბიჭებმა მოშორებით თეჰიონი დაინახეს და ხელი დაუქნიეს. თუმცა ახლოს მისვლისთანავე შეამჩნიეს, რომ თეჰიონი ხასითზე არ იყო : სიშავეები თვალებქვეშ და ნახევრად ღია თვალები, რომლებიც არაფერს გამოხატავდნენ.

- რა გჭირს? - ჯონგუკი მეგობარს მხარზე მზარზე შეეხო და ანერვიულებულად შეხედა. კიმის მდგომარეობის შემჩნევა ადვილია,  რადგან ყველასთვის საყვარელი, შეუდარებელი ფლებოი თეჰიონი, რომელიც სულ იდეალურად და მხიარულად გამოიყურება, ახლა კორიდორში მარტო და მოწყენილი დაეხეტება.

- ამას მალე გაიგებთ. - ინტრიგულად წარმოთქვა ბიჭმა. ყველამ ერთმანეთს გაკვირვებული სახეებით გადახედეს. ზარის დარეკვის შემდეგ კი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა აუდიტორიებში გაიფანტნენ.

ისევ ეს მსოფლიო ეკონომიკა. ემილი ცდილობდა უინტერესო რექტორის ლაპარაკისთვის აზრიანად ესმინა. მაგრამ მოულოდნელად მისი ყურადღება თეჰიონმა მიიქცია - ის იჯდა, ხელებგადაჯვარედინებული სკამს მიყრდომოდა და ვითომაც არაფერი ეძინა. როგორც ჩანს გუშინ მთელი ღამე რაღაცით იყო დაკავებული, რასაც ძილზე ვერ ვიტყოდით.

თავში სხვადასხვა სურათები წარმოუდგა, მაგალითად ერთი ისეთი სადაც  შავთმიანს ვიღაც ლამაზი ,,თოჯინა" ბარის კუთხეში ჰყავს მომწყვდეული და... "ფუი, ემილი რაზე ფიქრობ?!" თავი გააქნია, რათა ეს სულელური და უაზრო წარმოდგენები რაც შეიძლება შორს გაეგდო. ამით კი რექტორის ყურადღება მიიქცია.

- შენ ეკონომიკას კი არ უნდა გაჰყოლოდი, დეტექტივი უნდა გამხდარიყავი. - იუნას გაეღიმა, როდესაც სასადილოსკენ მიმავალ გზაზე მყოფს, ემილიმ თავისი ფიქრები გაანდო. -  შენ რა, უკვე სანაძლეოს წაგება დაიწყე? მთელი ლექცია, იმის მაგივრად, რომ რექტორისთვის გესმინა და რაღაც ახალი გესწავლა, თეჰიონის ყურებაში და მისი ცხოვრების გამოძიებაში გაატარე?

- იუნა! შენი აზრით, თეჰიონის შეშლილ ფანს ვგავარ? ან შეღებილ და მოთხუპნილ თოჯინას, რომელიც მას ყველგან დასდევს და მისი დანახვისას ნერწყვებს იწმენდს?

- არადა, მე უკვე შენი ჩემი ფანების სიაში დამატება მინდოდა. - ყურთან ახლოს, ღრმა, ნაცნობი ხმა გაისმა, რამაც ემილის შიშისგან წამოხტომა აიძულა - ძალიან სამწუხაროა, არადა ლამაზი ხარ. - აღნიშნა ბიჭმა.

- ღმერთო, გინდა რომ ინფაქტმა დამარტყას? - გოგონამ უკმაყოფილოდ წამოიყვირა - სულელო, შენ რა, ფიქრობ, რომ ჩვენი სანაძლეოს შესახებ  დამავიწყდა?

- ეჭვიც, არ შემპარვია, რომ ამის შესახებ დაგავიწყდებოდა. - ჩაიცინა თეჰიონმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი ლექციის შემდეგ თეჰიონი უკეთესად გამოიყურებოდა.

- გამოიძინე?

- რა?

- გეკითხები, გამოიძინე-მეთქი?

- შენ რა მითვალთვალებ?

- რა თქმა უნდა, და კიდევ ჩუმჩუმად ფოტოებსაც გიღებ, ხოლო სახლში მისვლისთანავე მათ კედელზე ვაკრავ და მთელ დღეებს მათ ყურებაში ვატარებ.

- დიახ-დიახ, ჩვენი სახლი სულ შენი ფოტოებითაა გატენილი. - იუნაც დაეთანხმა და დაქალებმა ერთად გაიცინეს.

- ეჰ, მე კი უკვე იმედი მქონდა, რომ... - ბიჭის სახიდან ღიმილი ზედმეტად კმაყოფილი ნატალიას დანახვის შემდეგ სულ მთლად გაქრა. - ამის დედაც. - ბიჭმა ჩუმად შეიგინა და თავდაჯერებულობის ნიღაბი აიკრო, გოგონები კი თავისუფალი მაგიდებისკენ გაემართნენ.


- ყველას ყურადღებას ვითხოვ! მინდა ერთი უმნიშვნელოვანესი განცხადება გავაკეთო! -  ნატალიამ იქ მყოფებთა ყურადღება მალევე მიიქცია. - ყველამ იცით, რომ მე -  ჰანის, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის მემკვიდრე ვარ. და ასევეა კიმ თეჰიონი - კიმების კომპანიის მემკვიდრე. ჩვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს მათი მეგობრობა გაეფართოვებინათ და გაემყარებინათ, ამიტომ, მე და თეჰიონი ახლა დანიშნულები ვართ! - იქ მყოფნი იმწამსვე დადუმდნენ, ხოლო იუნამ და ემილიმ თეჰიონს გაკვირვებული სახეებით გახედეს, რომელთანაც მეგობრები მივიდნენ. ვერავინ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან ძალიან გაბრაზებული თეჰიონი კმაყოფილი ნატალიასკენ გაემართა. მისი თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა.

- ნატალია, შენ რა, სერიოზულად ფიქრობ, რომ შენი მშობლების შემოთავაზებას დავთანხმდები? თქვენი კომპანია ჩვენს კომპანიაზე სამჯერ პატარაა და ეს საქმე ჩვენთვის მომგებიანი არ არის. ძალიან კარგად იცი, რომ ეს ჩვენ გუშინ შენს მშობლებთან განვიხილეთ. - ნატალიას სახე თეჰიონის თითოეულ სიტყვაზე უარესობისკენ იცვლებოდა, - ძალიან გთხოვ, სისულელეს ნუ როშავ და ამდენ ადამიანში ნუ მარცხვენ. - შეკრებილმა საზოგადოებამ ერთმანეთში მომხდარზე ჭორაობა და მსჯელობა დაიწყო.

ნატალია გაწითლდა, თავი დახარა, ბიჭს მკერდზე ხელი მიარტყა და რაღაც ხმამაღლა უთხრა, მაგრამ ხმაურის გამო, ვერაფერს ვერ გაიგონებდი. თეჰიონმა გოგონას ხელი უხეშად გააწევინა, ის კი გაბრაზებული და შერცხვენილი, შეტრიალდა და მაღალი ქუსლიანების კაკუნით სასადილო მალევე დატოვა.

თეჰიონი ძმაკაცებთან მივიდა. მისი სახე ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, რასაც მის თვალებსა და ხელზე ვერ ვიტყოდით, რომელიც მუჭად შეკრულიყო.

- ვაუ! ეს მართლაც მოულოდნელი იყო, კარგია, რომ ადგილზე მოსვი. - ჰოსოკმა საქციელი მოუწონა და მხარზე ხელი წაარტყა.

- გუშინ საღამოდან დილის სამ სათამდე, მე და მშობლები ამ საკითხზე ვმსჯელობდით. როგორც კი ნატალიას მშობლებს განვუცხადე, რომ მათი ქალიშვილის ცოლად შერთვას არ ვაპირებდი, თავის მართლება და იმის ათასჯერ განმეორება დაიწყეს, რომ ეს გარიგება ორივე კომპანიისთვის მომგებიანი იქნებოდა. კარგია, რომ ჩემმა მშობლებმა ჩემი მხარე დაიჭირეს, და უფლება არ მისცეს ასეთი რამ მომხდარიყო. არანაირად არ წარმომიდგენია ნატალიას ნაირი გოგონა ჩემს მეუღლედ, - ჩაიხვნეშა თეჰიონმა.

ემილიმ კი თავისი მრავალფეროვანი ფანტაზია გამოიყენა და ამ სურათის წარმოდგენა შეძლო: როგორ ამბობს ბარბი უარს საჭმლის მომზადებასა და დალაგებაზე ახალგაკეთებული მანიკურის გამო და როგორ უწევს ამ ყველაფრის გაკეთება საბრალო თეჰიონს. თან ამას დაემატა კონკრეტული ფრაგმენტები, სადაც თეჰიონი წინსაფრითა და იატაკის საწმენდი ჯოხით დაღლილი დგას. ფლეიბოი კიმ თეჰიონი ხარშავს ბრინჯს და თან იატაკსაც წმენდს, ამ დროს კი ჩვენი ბარბი დივანზე კომფორტულად ზის და ფრჩხილებზე წაცხებულ ლაქს აშრობს.

- მე კი მაგალითად, ამის წარმოდგენა ძალიან კარგადაც შემიძლია, - წამოიძახა ემილიმ სიცილით, - ჩვენი პრინცესა სახლის საქმეებით არასდროს დაკავდებოდა, სამაგიეროდ კი თეჰიონს წინსაფარი, იატაკის საწმენდი ჯოხი და ვედრო ძალიან უხდება!

სასადილოში მყოფებმა მეგობრულად გაიცინეს. ეს სურათი ყველამ წარმოიდგინა,შეიძლება ყველამ სხვადასხვანაირად, მაგრამ ეს ყველასთან მაინც სასაცილო იყო. თეჰიონმა ჩაიცინა.

- ვფიქრობ, წინსაფარი შენ უფრო მოგიხდებოდა პატარავ, და თან მზადებითაც არც თუ ისე ცუდად ამზადებ. ისე, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველა ბებია კარგად ამზადებს. - თეჰიონმა იმავე წამს ემილის თავზე ხელი გადაუსვა, რის გამოც ყველას სიცილი აუტყდა. - ერთით ერთი, პატარავ.



- აჰ, შე სულელო! - ემილიმ აბურდულ თმების სწორება დაიწყო...

                                                                                     * * *

- როგორც იქნა! -  ემილი ჩახუთული შენობიდან გამოსვლისთანავე მაგრად გაიზმორა.

- მისმინეთ, ისე არ გინდა კალათბურთი ვითამაშოთ? - გოგონებმა ზურგს უკან შუგას ხმა გაიგონეს, იუნამ კი ამაზე მეოცნებესავით ამოიხვნეშა. ემილი იმწამსვე მიხვდა - იქ  წასვლა მათაც მოუწევდათ.

- ეი, გოგონებო, ჩვენთან ერთად ხომ წამოხვალთ? - ჯიმინი, როგორც ყოველთვის გოგონებს შორის ჩადგა...

შვიდი ბიჭისგან და ორი გოგონასგან შემდგარი კამპანია ასეთ მოკლე დროში ძალიან დაახლოვდა. კალათბურთის მოედანზე მისასვლელი გზა საუბრითა და სიცილ-ხარხარით დაფარეს. მოედანზე მისვლისთანავე კი მათ ის ბიჭი შენიშნეს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ კონფლიქტი მოუვიდათ. ბიჭებმა გოგონების წინ გადაინაცვლეს - ემილი და იუნა ზურგს უკან ამოიფარეს.

- ვაჰ,ვაჰ, ნაცნობი სახეები! - ისევ ამ ბიჭის აუტანელი ხმა, როგორც ჩანს მისთვის იმ დღეს მომხდარი საკმარისი არ იყო. მის უკან ოთხი ბიჭი გამოჩნდა, რომელთაც მალევე კიდევ ხუთი შეუერთდა. სიტუაცია დაიძაბა, ნუთუ, ისევ  ჩხუბი გაიმართება?...

Continue Reading

You'll Also Like

27.9K 2.9K 25
(шөнийн цагаар уншвал тохирно!) Уйдсан үедээ орж үзэхийг зөвлөе ямар нэгэн уран зохиолын хэлбэргүй Нарийн гоёмсог бичиглэлгүй Энгийн хөнгөр бичвэр т...
12.2K 2.1K 31
" Би түүнийг гей залуусын танилцдаг аппликэйшн дээр харсан! " jiwoong & matthew ! Дараах бичвэрт дурдагдах үйл явдал, дүрийн зан араншин, үйл хөдлөл...
738K 61.9K 33
"Excuse me!! How dare you to talk to me like this?? Do you know who I am?" He roared at Vanika in loud voice pointing his index finger towards her. "...
20.3K 2K 28
თავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი მოჰყავდათ ტყეში თან უყვიროდნენ და მთელი...