Call me "Mrs" and give me you...

Von monetsart

65 11 28

ერთი ცეკვა, ერთი ბრუნი, ერთი გვარი. Mehr

Late '50s

65 11 28
Von monetsart

ოჰ ღმერთო, ღამითაც მზე მწვავდა, ისეთი იყო ივნისის პარიზი. ჩანთაში მეტად მონატრებულ "კარელია სლიმსს" ვეძებდი, რომელიც სიწვრილის გამო წამოვიღე ამ მოგზაურობაში. ფრანგ კაცებს წვრილ სიგარეტიანი ქალები იზიდავთო გამაფრთხილეს და აღარც დავფიქრებულვარ, როგორც კი ვიპოვე - გავუკიდე და სრულიად შემთხვევით, ვიღაც ლამაზ უცნობს შევაბოლე სახეში (ფრანგიც არ ყოფილა ეს ბატონი).

კაცი, თანაც ასეთი. თვალები გამოვიყენე, ორმოცდაათიანებისთვის მეტად მოდური კისკისით ბოდიში მოვუხადე, რომ არასწორ ადგილას, არასწორ დროს აღმოჩნდა. ამათვალიერა, უკვე დაეჭვდა, რომ არც აქაური ვიყავი და არც ეს წვრილი ღერი ყოფილა ჩემთვის.

- როგორ გაკადროთ გადაკიდების თხოვნა, მშვენიერო ქალბატონო... - სანთებელა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო, მოხდენილად დაატრიალა და კოხტადაც ააგიზგიზა (გაუზრდელმა თავადაც სახეში შემომაბოლა).

- მე კი ვფიქრობ, რომ სწორ ადგილას, სწორ დროს მოვხვდი. - გამომცდელად შემომხედა, ღაწვებზე სიბრაზისგან სისხლიც კი მომაწვა, ამ უკანასკნელს კი ამაზე კმაყოფილად ჩაეღიმა.

- ოჰ, ეს მამაკაცური თავდაჯერებულობა... - უტიფრად შევხედე, თავად კი თავი გააქნია. რაღაც კი ჩაიდუდუნა "ლამაზი თვალების პრივილეგიით ალბათ ბევრს ატყვევებთო" და მეც ამაყად ცხვირი ავიბზუე.

- დამეწვევით რაიმე სიგარეტზე ძლიერზე? მეტად უკეთეს ადგილას, ვიდრე პარკის სკამია... და იქნებ ერთი ცეკვაც გეჩუქნათ ჩემთვის? - კრემისფერი პიჯაკი შეისწორა. იმ დროინდელი კაცისთვის მეტად ფრთხილი და ალერსიანი მეჩვენებოდა მისი მზერა.

- განა ერთად მოწევა მეტად ინტიმური არაა? თანაც რას უჩივით ამ ადგილს თუ ჩემი გაცნობა გსურთ, არ მესმის.

- ეს უარია? - თავი გავაქნიე... აბა, ამ კაცს, რომელი ჩემზე უბიწო ან ცოდვილი უარყოფდა? - მშვენიერი.

ქუსლიანების კაკუნით დავუყევით ქუჩას მისი მანქანისკენ. გზად ღამის სიო მეალერსებოდა. ნეტავ, იცოდეთ, როგორ ვნატრობდი ეს მისი ხელები ყოფილიყო, მაგრამ არც ხელკავი ყოფილა ცუდი გამოცდილება დასაწყისისთვის. საბოლოოდ, კრემისფერ კადილაკში ჩამსვა და სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა.

- წითლის მოყვარული ბრძანდებით, გეტყობათ. გემუდარებით, ის წვრილი ღერი არც პირს გააკაროთ და არც თქვენს მშვენიერ თითებს. - თავი ზრდილად დავუკარი. განა რა იცოდა, რომ ჩემს ლამაზ თავში უკვე თაღის ქვეშაც ვიდექით, როდესაც ის მანქანას მართავდა.

- ბატონო, თქვენი სახელი, რომ ჯერაც არ გამიგია რას მივაწერო?

- მხოლოდ იმას, რომ თქვენმა თვალებმა დამატყვევეს და უმანერო ბრიყვს დამამსგავსეს. - ჩემი ხელი აიღო, ტკბილად მეამბორა, ზუსტად ისე, როგორც ჰუმბერტი (უკეთეს შემთხვევაში) მოისურვებდა, რომ ლოსთვის ეკოცნა. - თეჰიონი, გვარად კიმი.

- ჯია, გვარი არა მაქვს. - გზას წამიერად თვალი მოაშორა. ისე ჩაიღიმა, როგორც ღრმად ფილოსოფიურ შავ კატებს სჩვევიათ. არ ვიცოდი რა უტრიალებდა თავში, მაგრამ ჰოი საოცრებავ, უკვე მომწონდა ეს იდეა!

- ნეტავ, ნებას მომცემდეთ და ახლავე ჩემი გვარისა იქნებოდით! - დიდებულო ღმერთო, კიდევ კარგი ის იჯდა საჭესთან, თორემ მე, რომ მემართა მისი ბორბლებიანი მეგობარი, დილით გაზეთებში სტატიების კითხვით თვალებიც დაგვეღლებოდა.

- შანსი გაქვთ დამარწმუნოთ, ბატონო! თუ ეს ასე მოხდა, გვარი სულ არ მინდა, მკლავებშიღა მოგექციეთ და თქვენი სილამაზის უბერებლობაზე ლოცვებსაც წავიკითხავდი.

- პირი რაოდენ ველური გაქვთ, მაგრამ გული მეტად წრფელი და მგრძნობიარე, ხომ ასეა?

- როგორც ახალგაზრდა ქალბატონს შეჰშვენის, ზუსტად ისეთივეა ეგ დალოცვილიც. უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ ესეთ პირდაპირობას, მაგრამ შემოვლითი გზები დიდად არ მიზიდავს.

ჯაზ ბარში მომახეტიალა. ის წამი დაიწვას მანქანიდან გადმოსულს (კარიც თავად გამიღო, ხელიც გამომიწოდა, აბა რა გეგონათ?!), რომ უცბად არსაიდან მონაქროლ ქარზე კაბა ჰაერში ამიფრიალდა. სირცხვილისგან სახე ამეწვა, თავად კი წყნარად ჩაიქირქილა. მომეფარა, სანამ ვინმე ზედმეტად დამინახავდა როგორ ვეჭიდებოდი ამ კოპლებიან ნაჭერს.

საათები გავატარეთ მაილსის სმენაში, სანამ მე ამარეტოს, ის კი სომხურ კონიაკს ეტანებოდა. დარბაზში, ნაზი მოძრაობებით როგორ გავიჭერით აღარც მახსოვს, მაგრამ ბრუნის შემდეგ კიმის მკლავებში ჩავარდნა არც გონებას გამოჰპარვია და არც მუშტისოდენა გულს, უკვე მის სიყვარულს, რომ ლამობდა. ხარბი სუნთქვებისგან ბაგე შეხსნილს, თავად უკვე სასმლისგან კარგად შერეტიანებულმა ერთი ვუჩურჩულე "აბა, ეგ სომხური კონიაკი გამასინჯე თქო" და ტუჩებზე ისე მივეწებე ჰაერის ჩასუნთქვაც აღარ ვაცადე. აბა, რა მექნა?! კაცები კი არიან კარგები, მაგრამ ზოგჯერ უფრთხიან საკუთარი სიშლეგისგან რამე ისეთის გაკეთებას, რაც მათ ქალბატონს დააკარგვინებს. ჩემზე რაღა მოგახსენოთ, დანაკარგის გემო არცა მიგრძვნია, მაგრამ დანამატად მისი გვარის მიღება ითვლება?

Weiterlesen

Das wird dir gefallen

639K 32.3K 60
A Story of a cute naughty prince who called himself Mr Taetae got Married to a Handsome yet Cold King Jeon Jungkook. The Union of Two totally differe...
59.8K 3.4K 53
მე-11 კლასის მოსწავლეს სახელად იუნმის უწევს დედასთან ერთად ამერიკიდან კორეაში გადასვლა მშობლების გაყრის შემდეგ... პ.ს პირველი ფიკია გთხოვთ წაიკითხეეთ...
462K 31.4K 47
♮Idol au ♮"I don't think I can do it." "Of course you can, I believe in you. Don't worry, okay? I'll be right here backstage fo...
9.3K 1.1K 15
Nᴏ ᴏɴᴇ ʟᴏᴠᴇs ᴍᴇ ʟɪᴋᴇ ʏᴏᴜ ᴅᴏ NᴇᴠᴇʀLᴀɴᴅTEAM Nᴀᴍɪ🖤