ნადირობა

By namtaejoonhyung

2K 268 473

18+ და რა მოხდება როცა მგელს ადამიანი შეუყვარდება მთელი მისი არსებით. რაღაც ვიბჟუტურე და იმედი მაქვს მოგეწონე... More

მგელი
დამეხმარე
ჩემი
მიყვარხარ?
ვერსად წახვალ.
დენა
like crazy🔞
სასახლე
ზამთარი ახლოვდება
ოცნებებს კოშმარებად გადაქცევა სჩვევიათ.
სიმართლე ლამაზი ტყუილია.
არეულობა

დაკარგული

270 23 17
By namtaejoonhyung

ჩრდილოეთი,მიწები სადაც ზაფხული ერთადერთი დროა როდესაც ადამიანები მაქსიმუმ ერთ თვეს ატარებენ მზის სხივებით გადანათებულ გარემოში, თეჰიონის საყვარელი პერიოდი, როცა სახლში გატარებული 1 წუთიც ენანება, ტყეში გატარებულ საათებს, როცა ის და სასახლიდან გამოპარული ჯიმინი ყვავილების, რომელიც არც ისე ხშირია ჯერ კიდევ ყინვით გათანგულ მიწებზე, შეგროვებაში ხარჯავენ. თეჰიონი ყოველთვის ამბობს რომ მისთვის ზაფხული ნეტრებაა პატარა ომეგას დაცვარულ მინდორზე ფეხშიშველა საათობით სირბილი და გაყინულ მდინარეში ჭყუმპალაობა უსასრულოდ შეუძლია, მაშინ როცა ჯიმინი უპირატესობას ზამთარს ანიჭებს, თოვლით გადათეთრებული მდელოები და დახუნძლული ხეები, რაც უხვად დაანათლა ამ მიწებს ბუნებამ, საათობით ბუხართან ჯდომა დათბილულ დათვის ტყავით შეფუთულ სავარძელში და აუარება რაოდენობის ძველი წიგნები, მითებითა და ლეგენდებით, ჯიმინს უყვარს მისტიკა, მისთვის საგრძნობლად მიმზიდველია აკრძალული ხილი რასაც მშობლები უმალავენ, ომეგას მხოლოდ ძიძასთან და თეჰიონთან აქვს მისი  აზრების გადმონთხევის ბედნიერება, და მაშინ საათები ისე გადის, როგორც ღრმა ძილში გაპარული ღამეები.

////

ნისლით დაფარულ საუკუნოვან ხეებში ჩაფლულ ტყეს ალიაქოთი მოსდებოდა ხროვა ნადირობის კვირეულში იყო ჩართული საკმაოდ შორს მოუწით ხროვის ჯგუფებად დაყოფილ მოასპარაზეებს წასვლა რადგან, ხელთ მიუწვდომელი და ყველაზე რთული ნადავლი ეგდოთ, ლიკანებში ეს ტურნირი წელიწადში ერთხელ იმართება, გამარჯვებული არის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ნანადირევს მიჰგვრის ლიდერს, ახალგაზრდა მაგციების მთელი კოლონა მთელი წელი ამ დღეს ხახამშრალი ელოდება, აზარტი სისხლის მაგივრად ჩქეფს მათ ძარღვებში, მგლებისთვის ეს ტურნირი საუკეთესო სასუსნავია და გამარჯვებული გუნდი დიდი პატივისცემით სარგებლობს მთელი მომავალი წელი, უკვე 5 წელია ლიდერობას რუხები სიამაყით დაატარებენ, თუმცა 5 წლის განმავლობაში ვერცერთხელ შეძლეს ისტორიაში საუკეთესო და უძველესი ნადავლის ჩრდილოეთის თეთრი ირემის ხელთ გდება, მათთვის ეს უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენს, ირემი არამარტო მიუწვდომელია არამედ საკმაოდ საშიში.  . წესები მარტვია მიყევი ყნოსვას და მოკალი იმდენი რამდენსაც შეძლებ.

/////

    - ჰეი ფერია მაგ თმის შეჭრას არ აპირებ? მეშინია ბეწვი ტოტებიში არ გაგეხლართოს, დამცინავად უგდებს 24 წლის რუხი მგელი, მინგიუ ჰოსოკს და თან სარკასტულად უღიმის,- ხომ იცი შენზე მე ვარ პასუხისმგებელი.

ჰოსკი უკვე 19 წლისაა და ხროვის სრულუფლებიანი წევრი გახდა, უკვე ერთი წელია შეგირდობოსა და წვრთნის ნაცვლად, ნამდვილ გასვლებსა და ნადირობაზე ეღირსა გასვლა, რასაც ალფა პატარაობიდანვე შენატრის,მაგრამ რატომღაც ფაქტი რომ ის პრინცია აქ ყველას ფეხებზე კიდია, რადგან პატივცემულმა მამამ მას ყველა პრივილეგია ჩამოართვა, თუ გინდა უნდა დაიმსახურო, უთხრა მაშინ შვილს, შენც ისეთივე რიგითი მგელი ხარ როგორც ყველა ჩვენგანი და აქ ყველა თანასწორია თუ გინდა მომავალში სამართლიანი მმართველი იყო, ყველაფერი შენ თავზე უნდა გქონდეს გამოცდილი, ჰოსოკსაც არ უფიქრია სხვანაირად არსდროს წარმოიდგენდა თავს უფრო აღმატებულად, მაგრამ ზოგჯერ მართლა ძალიან უნდა მისი ტიტულის გამოყენება შეეძლოს რომ ამ იდიოტებს თავყბა გაუერთიანოს, ჰოსოკს სძულს მისი ქერა ბეწვი და ცისფერი თვალები, დახვეწილი ნაკვთებიც რომ არ დაიშურა ბუნებამ მისთვის, ბავშობიდან ცდილობს რაც შეიძლება მეტად დაიკუნთოს რომ უფრო "მახინჯად" გამოიყურებოდეს მისი მგელი და არა მთის თეთრი ნაზი კურდღელივით, სწორედ ამიტომ 19 წლის ალფა საკმაოდ საშიშად გამოიყურება უკვე, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი მეტსახელი ტყის ფერია მაინც არსად გამქრალა და ისევ აგრძელებს ჰოსოკის ტვინის ჭყლეტას.

- გიხაროდეს რომ მამას პირობა მივეცი ,არანაირი შუღლი ჯგუფში ტურნირისას, უსიამოვნოდ იქექავს თავს ჰოსკი გაცემული პირობის გახსენებისას.- თორემ მაგ თვითკმაყოფილ სიფათს საკუთარ განავალში ჩაგაყოფინებდი გამოსირებულო.

-კარგი კარგი ნუ ბრაზობთ თქვენო უდიდებულესობავ, ისევ იცინის რუხი, როცა ახსენდება რომ უკანასკნელი შეხლაშემოხლისას ჰოსოკმა ლამის თვალი დააკარგვინა და ორივე ხელი ამოუგდო. მაგრამ ზნეს არ იცვლის და დემონსტრაციულად უხრის ქედს, რა დროსაც უკანალში წიხლი ხვდება და პირდაპირ თავით ემხობა ტალახში,_ ეს ვინ იყო ვინ.....

‐ გამარჯობა ლამაზო, მწვანეთვალება ომეგა თვალების ფახულით უახლოვდება რუხს, ბოდიში ფეხი დამიცდა და შემთხვევით ხელი წაგარტყი.

- შენი ხელი ძალინ გავს მამაშენს გაკეთებულ ტყავის შექმებს ფისუნია.
თვალს უკრავს მინგიუ და ომეგას წელზე ხელს ხვევს, - აქ რამ მოიყვანა შენი ლამაზი უკანალი?
ვნებიან მზერას სტყორცნის რა დროსაც იგივე ჩექმა ხვდება საზარდულში და კვნესა კვნესით იხევს უკან.

- ხელები და ენა რომ აკონტროლო ყოველდღე ჩემთან ლაზარეთში არ მოხვდებოდი დებილო, განრისხებული მზერა აქვს მწვანეთვალებას.
- ბოდიში რა დაგემართა იუნ, მეგობრები მაინც არ ვიყოთ.
- რატომ თამაშობ პრინცის ნერვებზე დღე და ღამ.
- დაანებე იუნ მკიდია უკვე,  ესარჩლება მეგობარს სანახაობისგან გამხიარებული ჰოსოკი.
- უკვე ნერვებზეა საკუთარი უზნეობით, შენს ომეგას ხომარ ვუთხრა სხვის უკანალს რომ დასდევ, თვალებს უფრო აწვრილებს იუნა და სულმოდგმული მეგობრისკენ იხრება.
- შენ სულ შეიშალე თუ ჩემი სიკვდილი გინდა. არც კი გაბედო თორემ...
- საკმარისია! უახლოვდება მათ ჯგუფის ლიდერი ჯოში, ამ კვირას ჩვენი რეპუტაცია წყდება არც კი მინდა მცირედი დაპირისპირება ჯგუფში, თორემ გაირიცხებით, ხომ ვერ ამიხსნი რას აკეთებს ომეგა ბაზაზე, უბრუნდება მინგიუს ალფა.

- წარმატების სასურველად...
- არ მაინტერესებს ომეგავ წესები წესებია და უნდა დაიცვა, ახლა კი შეგიძლია წახვიდე. ზურგს აქცევს და ჰოსოკს უბრუნდება.- მზად ხარ ახალო.
- დიახ. სწორდება ალფა.
- მაშინ.მთავარი ბანაკისკენ და შემდეგ დავიძრებით გავიგე წითელმა მგლებმა უკვე დატოვეს ბანაკი, ტურნირი დაიწყო თეთრო და შენ რუხებს გამარჯვება უნდა მოუტანო, მხარზე ადებს ხელს მჭიდროდ და გასავლელისკენ მიდის.
ჰოსოკი ლიდერს ადევნებულ მინგიუს გაჰყურებს და თვითონაც ემზადება, როცა წვრილი ხელები ეხვევიან წელზე.
- იმ ღამის მერე გაქრი არც დამლაპარაკებიხარ, ნაღვლიანი ხმა აქვს ომეგას.
- სალაპარაკო არაფერია, მეგონა სწორად გაიგე რომ გითხარი ერთი ღამეზე მეტ ხანს არავისთან ვატარებთქო.
- მესმის მაგრამ ჩვენ...
- იუნ შეგიძლია წახვიდე,  ხელებს იშორებს ალფა,- გამეორებას არ ვაპირებ- მკაცრ ტონებს ურევს ხმაში მაგრამ არა იმდენს რომ ომეგა დააშინოს.
- გასაგებია, ცრემლებს მალავს ომეგა და გასასვლელისკენ მიდის.

შინიდან გამოპარული ჯიმინი და თეჰიონი აკრძალულ ხილს უსინჯავენ გემოს "გადაულახავი მდინარის" მეორე ნაპირას გადადიან და უცნობ გარემოს თვალებგაფართოებულები შესცქერიან, მდინარე ერთი შეხედვით პატრაა და მასზე გადასვლა 16 წლის ჯიმინმა და 17 წლის თეჰიონმაც მარტვივად შეძლეს, თუმცა სახელი ალეგორიულია, რადგან ამ ნაპირებს მიღმა შიში ბუდობს, ურჩხულები, მხეცები, არსებები რომლებზეც ხორცი უკანკალებთ და სული ეხუთებათ, შავ ღრმა და უღრან ტყეში ლეგენდები ცოცხლდებიან, ადამიანთა გულებში საუკუნოდ გაბატონებული თავზარდამცემი შიში ბობოქრობს, ქმნილებები რომლებიც სისხლს მოწყურებული დაძრწიან აკრძალულ მიწებზე.
ომეგებმა იციან რომ აქ დიდხანს ვერ გასტანენ, რადგან შორიდან ბრბოს ყვირილი უკვე აღწევს მათ ყურთასმენას, მალე ალბათ აალებულ ჩირაღდნებსაც მოჰკრავენ თვალს, ამიტომ გარბიან და ცდილობეთ მოკლე დროში ბევრი რამის ნახვა მოასწრონ, ნახევარი საათია ნისლით დაფარული ხეების სილუეტები გვერდს უვლის და როცა საბოლოოდ გადაღლილობისგან აქოშინებულები ჩერდებიან წყვეტენ უკან განსასჯელს დაუბრუნდნენ და ლანძღვისა და შიანაპატიმრობისთვის მოემზადონ, თუმცა ცა საზარლად იქუფრება, ცივი ქარი ხმაურიანად აშრიალებს ნაძვებს და პატარა ომეგების გულებს შიშით ავსებს ტყეში ბურუსია და სადაცაა ჩამიბნელდება ამიტომ ომეგები სწრაფად იცვლიან გეზს და უკან გარბიან, ჯიმინი ვერც აცნობიერებს როგორ გარბის მარტო და გვერდზე თეჰიონის არყოფნა როგორ უკუმშავს სათითაოდ ყველა კუნთს, თავგზას უბნევს და აცრემლიანებულს მარტოობა მისი საზიზღარი ხმით დაჩხავის თავზე.
ჯიმინი ყვირის მეგობარს ეძახის და უკვე ვეღარ აკონტროლებს საით დგამს ნაბიჯს, ორიენტაცია არეული აქვს და იმ წუთებს წყევლის როცა მსგავსი იდეა მოუვიდა თავში, გადაღლილი ჩერდება მიწაზე იკუნტება და გულამოსკვნილი ტირის, ტყის ერთფეროვან ხმიანობას რომელსაც პატარა ომეგის ქვითინი არღვევს, ჩუმი ჩურჩული ემატება ტოტების ტყდომის და ომეგა თავს მაღლა სწევს, ირგვლივ იხედება უფრო იკუმშება და ასმაგად კანკალებს.

ჯონგუკი მგლის ფორმაშია და ადამიანთა სამეფოს საზღვრებს ზვერავს, როცა გაშმაგებულ ბრბოს აწყდება, ალფა იღრინება და ყურს უგდებს მაძებართა ჯგუფს, "სულელი არსებები" ფიქრობს ალფა და ტყეში შერბის, რამდენიმე წუთში ლავანდის სურნელი აბრუებს, უცნაურ გრძნობებს უჩენს, კრუსუნის ხმა ესმის, პატარა სხეულს პოულობს გამხმარი ხის ძირას, მოულოდნელად ტვინს მძიმე წნევით აწვება მიზიდულობა და მის მხეცს აგიჟებს, ბეწვს ყალყზე უყენებს, " მეწყვილე" გონებაში ეს სიტყვა ბუმერანგივით ტრიალებს, ალფა ცდილობს მოიშოროს, მაგრამ ყოველ ჯერზე უკან დაჰყვება, გულს უჩქარებს, დამორჩილებას ცდილობს, " ის შენია, მიდი წამოიყვანე" ესისინება, იღრინება, მაგრამ ჯონგუკი გონს მოდის და აზროვნების უნარს იბრუნებს, ომეგა შეშინებულია და მას ეძებენ უკან იხევს და ახლად ამოწვერილ მთვარეს უყმუის, მეძებრებს მიმართულებას აძლევს, თვითონ კი ჩრდილში უჩინარდება.  

ალფა ჯიუტია თავს არწმუნებს რომ მასზე ვერავინ იქონიებს გავლენას, ვერავის წინაშე გამოიჩენს სისუსტეს და ის ომეგა უმნიშვნელო გატაცებაა, მხოლოდ ბუნების შეცდომა ადმაინსა და მგელს შორის, კავშირი მისთვის დიდ დატვირთვას არ ატარებს და გადაწყვეტილი აქვს, მეწყვილეს თავად აარჩევს, ხოლო ადმაინს არ მისცემს უფლებას მისი სახლი შებღალოს, ჯონგუკმა იცის ადამიანაების ბუნება, მამას არანაირი შეფერადებით არ მოუყოლია ისტორიები და არც დაუმალავს თუ რამდენად უნდობი უნდა იყოს მათ მიმართ, ლიკანები მათ ვეხმარებით რადგან ოდესღაც მათ სახლი მოგვცეს, ისინი ჩვენი ნაწილიც არიან, რადგან ჩვენ მთავარ ფორმას სწორედ ადამიანი წარმოადგენს, თუმცა ამავდროულად საშინლად ვერაგები, მეგობრის ამოცნობა საკმაოდ რთულია მათში, მამის სიტყვებიდან მხოლოდ ის დასკვნა გამოაქვს რომ ისინი მოღალატის სისხლს წარმოადგენენ და არ სურს მათ ლიკანთა ხროვა დაუკავშიროს.

უკვე შებინდებაა, როცა ყველა ხროვა ტყეში უჩინარდება და წლის ყველაზე დიდი ტურნირი იწყება.
/////////

ჯერ ძველი არ დამიმთავრებია მაგრამ იდეა მომიფრინდა და იყოს ესეც.

ვანშოთი მინდოდა, მაგრამ დავყოფ და ალბათ 5 თავი იქნება სულ 😇😇

Continue Reading

You'll Also Like

16.1K 1.6K 24
ფიკი შეიცავს მძიმე სცენებს.. +14
2.9K 399 10
რა ხდება როდესაც შენი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება? ტყუპი ძმები, ჯიმინი და თეჰიონი უეცრად იგებენ რომ მამიკო დიდი ხნის მანძილზე მდიდიარ და გავლენიან ა...
4.4K 68 6
This is a GyuHan one shot. I'm searching for some gyuhan stories to read but there is just a little bit of story of them and the other is not updatin...