𝙁𝙖𝙡𝙡𝙚𝙣/დაცემული

By Crazylady_17

2.6K 319 374

აქ სინათლე და სიბნელე, არყოფნა და არსებობა ერთმანეთს შეტაკებოდა, რათა მომხიბლაობა და საშინელება წარმოეშვა ერთ... More

ნაწილი II
ნაწილი III
ნაწილი IV
ნაწილი V
ნაწილი VI
ნაწილი VII
ნაწილი VIII
ნაწილი IX
ნაწილი X
ნაწილი XI
ნაწილი XII
ნაწილი XIII
ნაწილი XIV
ნაწილი XV
ნაწილი XVI
ნაწილი XVII
ნაწილი XVIII

ნაწილი I

443 24 8
By Crazylady_17

1998 წლის ოქტომბრის მიწურულში ერთი ახალგაზრდა კაცი კაზინოში შევიდა სწორედ იმ დროს, როცა სამორინეები იღება, თანახმად კანონისა, რომელიც მფარველობს ამ არსებითად დასაბეგრავ ადამიანურ გატაცებას. მან თითქმის უყოყმანოდ აიარა შავი, ძალიან მუქი მარმარილოს კიბეები ოქროსფერი მოაჯირებით და პატარა ტანის ფერმკრთალ ბერიკაცს მიესალმა.

- ბატონო, თქვენი ქუდი მიბოძეთ...- უთხრა მას მკვახე ხმით. მოაჯირის უკან, ბნელ კუთხეში მჯდარი ფეხზე წამოდგა და თავისი უჯიშო სახე გამოაჩინა.

როდესაც სამორინეში შედიხართ, კანონი, უწინარეს ყოვლისა, თქვენს ქუდს გართმევს. რა არის ეს? საშუალებაა ჯოჯოხეთური ხელშეკრულების დადებისა, რომელიც თქვენგან ერთგვარ საწინდარს მოითხოვს? ან, შეიძლება, ქუდი იმისათვის უნდა მოიხადოთ, რომ მოკრძალებით მოეპყროთ იმათ, ვინც ფულს მოგიგებთ? გაურკვეველია.
მაგრამ იცოდეთ, საკმაოა ერთი ნაბიჯი გადადგათ მწვანე, ხალხმრავალი მაგიდებისკენ და თქვენი ქუდი, თქვენი თავიც აღარ გეკუთვნით: თქვენ მთლად თამაშში ხართ გადავარდნილი თქვენი ქონებით, სიმდიდრით, ავლა-დიდებით.

ის იყო ქაღალდის დამრიგებელმა და ბანკირმა მოთამაშეებს მქრქალი და მომაკვდინებელი თვალები მიაპყრეს და მკვეთრი ტონით დაუძახეს - თამაში განაგრძეთო- და ახალგაზრდა კაცმა კარი შეაღო.
დარბაზში მყოფთა თავები ახალი მოსულისკენ მობრუნდა ცნობისმოყვარეობის გამო.
საოცარი რამ მოხდა!
გარინდებულმა ბერიკაცებმა, გულგაქვავებულმა მსახურებმა და მაყურებლებმა რაღაც შეძრწუნება იგრძნეს უცნობის დანახვაზე.
მისი შესვლისთანავე მისმა გარეგნობამ გაყინული გულები გაალღო. მაგრამ განა ხანდახან ჯალათებს არ უტირიათ ქალწულების დანახვაზე, რომელთა ქერა თავები ძირს უნდა დაცემულიყო გილიოტინის ქვეშ?
პირველი შესვლისთანავე მოთამაშეებმა რაღაც საშინელი საიდუმლოება ამოიკითხეს ახალმოსულის სახეზე; მის ახალგაზრდა სახის ნაკვთებს რაღაც მომხიბლავი ნისლი ეხვია, მისი გამოხედვა მრავალი იმედის გამტყუნებას, მრავალ ამაო ცდას მოწმობდა. რაღაც ფარული გენია ციაგობდა ამ დანისლული თვალების სიღრმეში, რომელნიც შეიძლება სიამოვნებათა სიჭარბით იყვნენ დაქანცული. შეიძლება ბრბომ თავისი ჭუჭყიანი დაღი დააჭდო ამ კეთილშობილ სახეს, ერთ დროს უმწიკვლოსა და ანთებულს, ახლა კი ასე მოთენთილს?

- დაბრძანდით, ბატონო კიმ.- ოთახის შუაში მდგომი დიდი მაგიდისკენ მიუთითა ფანატიკოსმა იტალიელმა მიმტანმა.

-წითელი, წყვილი, პასს, -თქვა ოფიციალური ტონით ახალგაზრდამ.
ერთ-ერთ იტალიელ მოთამაშეს პირიდან შეშფოთების გამომხატველი ხმა აღმოხდა.

- ეს რაუნდიც წავაგეთ.

კმაყოფილმა ბატონმა კიმმა ჩაიღიმა და ოთახი დატოვა. გამოსვლისას  კუთვნილი ქუდი დაიხურა და შენობასთან მდგომ შავი ფერის მანქანაში ჩაჯდა.
მძღოლის სავარძელზე მისი მდივანი, ჯანგ ჰოსოკი იჯდა.

- ბატონო კიმ, მამათქვენმა კომპანიაში მისვლა გთხოვათ.

- მაშინ არ მივიდეთ.

- კიდევ ისიც გადმოგცათ, რომ მისვლა თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო.

ჰოსოკმა უხმოდ დაძრა მანქანა და კომპანიისკენ გაემართა. თვალუწვდენელ ცათამბჯენთან მალევე მივიდნენ. ბატონმა კიმმა მის მდივანთან და რამდენიმე ხელქვეითთან ერთად წითელი ხალიჩა გაიარა და ლიფტში შევიდა.

მყუდრო კაბინეტში მჯდომ, საშუალო ასაკის მამაკაცს, რომელიც ბატონ კიმს ძალიან ჰგავდა, ხელში ალკოჰოლის ჭიქა ეჭირა და სიგარეტს ეწეოდა.

- გისმენ.- მობეზრებული ხმით უთხრა მამამისს ახალგაზრდა ბატონმა.

- მამაშენი ვარ.

- გისმენ, მამა. - ეს უკანასკნელი სიტყვა განსაკუთრებულად გამოკვეთა.

- შენთვის ,,კარგი" ამბავი მაქვს.

- რა ამბავი?

- დედაშენი ჩამოდის.

- კარგია. შემიძლია წავიდე?

- მას სტუმრად საუკეთესო მეგობარი მოჰყვება.

- ჩემი რა მიდის.- დიალოგის მალევე დასრულებისკენ მიისწრაფვოდა.

- თეჰიონ, ისინი შენს სახლში გაჩერდებიან.

ამის ხსენებაზე თეჰიონს თვალები გაუფართოვდა. ეს ამბავი ნამდვილად არ ესიამოვნა.

- ჩემთან რატომ?! იმდენი სასტუმროა!

- ასე დედაშენმა ისურვა... ჰომ იცი მის სურვილს ვერ შევეწინააღმდეგები. ამ ბოლო დროს ხშირად არ მნახულობ ხოლმე... ცოლის მოყვანას ხომ არ აპირებ?

- ხუმრობის ხასიათზე ხარ?

უკვე წამოსვლას აპირებდა, რომ არა მამამისის ინტრიგნული წინადადება.

- ჰო და კიდევ, აეროპორტში უნდა წაბრძანდე და იქ დახვდე.

- მაგას არ გავაკეთებ.

- გააკეთებ!

-  არა, დანარჩენიც მეყოფა.

ბატონმა კიმმა შენობა გაბრაზებულმა დატოვა და სახლში წავიდა.
დიდი, ორსართულიანი სახლის გარშემო ეგზოტიკური მცენარები ხარობდნენ და ისედაც მოდერნისტულ, თანამედროვე ნაგებობას საოცარ იერს აძლევდა.

ახალგაზრდა ბატონის სახლში მისვლა და წვიმის დაწყება ერთი იყო. ძლიერი ჭექა-ქუხილი და წვიმის წვეთების ხმა სასიამოვნო, ჰარმონიულ განწყობას ქმნიდა. ჰოსოკმა მანქანიდან შავი ქოლგა (დააძრო😂) გადმოიღო, გაშალა და შავებში გამოწყობილ ახალგაზრდას დაეხმარა.

- ჯანგ, მას ხომ არ უთქვამს როდის მოვიდოდნენ?

- მას? მამათქვენს? არა, არაფერი უხსენებია მაგასთან დაკავშირებით.

- ცოტა ხნით არ მეცლება. შეგიძლია შენც დაისვენო.

თეჰიონი საკუთარ კაბინეტში შევიდა და მინის კარადა გამოაღო, სადაც უამრავი სახეობის იარაღი ეკიდა. ერთ-ერთი პისტოლეტი აიღო, ქამარზე მიმაგრებულ, სპეციალურ იარაღის სათავსოში მოათავსა და გზას სარდაფისკენ გაუდგა.
ჩაბნელებული კიბეები უყოყმანოდ ჩაიარა და კიდეც გამოჩნდა მბჟუტავი სინათლე.
ბატონი კიმ თეჰიონის სროლაში სავარჯიშო ადგილი.
სპეციალური სათვალე და ყურების დასახშობი გაიკეთა, ხელში იარაღი აიღო და მიზანს დაუმიზნა.
როდესაც უკვე სროლას აპირებდა, სასხლეტზე თითის გამოკვრამდე კი წამის მეასედები იყო დარჩენილი, ხელები აუკანკალდა და ტყვია სხვა მიმართულებით გაუშვა. მიზანს ააცილა. გაბრაზებულმა სათვალე და დასახშობი ოთახის კუთხეში მოისროლა და ისევ ზემოთ ავიდა.
სარდაფისკენ მიმავალი კარის ჩაკეტვა და კარზე ზარი ერთი იყო.

მივიდა, გააღო და რას ხედავს:
დედამისი და ვიღაც დედამისის ასაკის ქალი გვერდიგვერდ დგას. კიმის დანახვისთანავე, დედამისი მივიდა და ჩაეხუტა, შემდეგ კი მისი მეგობარი გააცნო.

- შვილო, გაიცანი, ეს ქალბატონი ჯონ ჰედამია, ჩემი კოლეგა და უახლოესი მეგობარი. ეს კი-
ამ დროს გამოჩნდა ვარდისფერ ჰუდში და თეთრ შარვალში გამოწყობილი, შავთმიანი ბიჭი, რომელსაც ხელში ვიდეოკამერა ეჭირა და დაბნეული თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით-
ჯონ ჯონგუკია, ჰედამის შვილი. შენზე 4 წლით პატარაა, იმედია იმეგობრებთ.

- რამდენი ხნით რჩებით?- თეჰიონმა გამოხატა მისი მთავარი საზრუნავი.
- შვებულება ავიღე, რამდენიც გამიხარდება იმდენი ხნით. შენ კი, ჩემო შვილო, უზრდელობა და უხეშობაც გისწავლია. - გაოცებული, შეშფოთებული ხმით უთხრა მას.- ჰოსოკი სადაა?! თქვენ ჩემოდნები აიტანეთ.
ხელქვეითები დაფაცურდნენ და კუთვნილ ოთახებში ჩემოდნები აიტანეს.

——————————————
თქვენზეა დამოკიდებული გავაგრძელებ თუ არა ამ ფიკს❤️
მადლობა ყურადღებისთვის✨️

Continue Reading

You'll Also Like

218 55 28
"Why did this have to happen to me..?" I look around at the different machinery hooked up to me. The different IV's hold different fluids that are at...
4.1M 259K 100
What will happen when an innocent girl gets trapped in the clutches of a devil mafia? This is the story of Rishabh and Anokhi. Anokhi's life is as...
164K 5.7K 31
Damian Al Ghul has been sent on a mission by his mother, Talia Al Ghul in order to prove his worth to her and his grandfather as a suitable heir to t...
3.9M 162K 62
The story of Abeer Singh Rathore and Chandni Sharma continue.............. when Destiny bond two strangers in holy bond accidentally ❣️ Cover credit...