Instagram /hyunlix\

By hyu_stay_lix

3.9K 340 498

spoileri araris ( dasrulebuli ) 2. More

.გაცნობა.
part 1
part 2
part 3
part 4
part 5
part 6
part 7
part 8
part 9
part 10
part 11
part 12
part 13
part 15🔞
part 16
part 17
part 18
part 19
Part 20🔞 (dasasruli)

part 14

151 15 60
By hyu_stay_lix

/////////////////////////////////////

bang_CHAN

7,942,919 likes

bang_CHAN : ბიჭებო🫶🏻
______________

Comments

LEE.-.KNOW : მართლაც კარგი იყო💁🏻‍♀️

.FELIX. : კიდევ გავიმეოროთ😍

..changbin.. : შემდეგში შემთან ვიკრიბებით! 🤭
\PuppY/ : აუცილებლად ჰიონ🫶🏻

/////////////////////////////////////

ბიჭები უკვე წავიდნენ. ახლა ჰიუ დივანზე ზის. მის კალთაში კი თავი ლიქსს უდევს. ჰიუ კი თმებზე ეფერება.

ლიქსი ინსტაგრამს სქროლავდა როდესაც ჰიუს ის ფოტო ამოუგდო რომელიც ამ საღამოს გადაუღო.

ლიქსს ძალიან უყვარს როდესაც თავისი ნაცნობების ფოტოზე კომენტარებს კითხულობს. არც ჰიუს ფოტო გამოუტოვებია.

კომენტარებს ჩაუყვა. ვიღაც მინას კომენტარზე შეჩერდა. 

სახის მიმიკები გაურკვევლობისკენ შესცვალა მაშინ როცა წაიკითხა რომ ვიღაც მინა მის ჰიუს პატარათი მიმართავდა. და ჰიუც! ჰიუ მას პრინცესას ეძახდა.

ჰიუს კალთიდან თავი ასწია, დივანზე დაჯდა და ჰიუს გაბრაზებული სახით მიაშტერდა.

ჰიუმ იგრძნო ლიქსის დაჟინებული მზერა და თავი მისკენ მიატრიალა. მისი სახე რომ დაინახა სახეზე გაურკვევლობა გამოესახა.

-რა ხდება ლიქს? - ჰკითხა ჰიუმ.

-კიდე მე მეკითხები?! - უთხრა ხმამაღალი ტონით ლიქსმა.

-ტონს ნუ უწევ! - უყვირა ჰიუმ.

ლიქსს ნამდვილად არ ეგონა რომ ჰიუ ასე დაუყვირებდა. შეეშინდა. მისი შეეშინდა. თვალები ცრემლით აევსო და ტირილით გაიქცა ოთახში.

-ლიქს! მაპატიე არ მინდოდა მეყვირა შენთვის! - თქვა ჰიუმ და ისიც მიჰყვა ოთახში.

ოთახის სახელური რომ ჩამოსწია კარი დაკეტილი ჰქონდა. შიგნიდან მხოლოდ ლიქსის ჩუმი ტირილის ხმა გამოდიოდა.

ჰიუ კარებთან ჩაცურდა და იატაკზე დაჯდა.

-ის ხომ ასეთი პატარა და უსუსურია. ჯანდაბა ჰიუნჯინ! - თავის თავზე ბრაზობდა ჰიუნჯინი.

ლიქსს ტირილში ჩაეძინა. ჰიუს კი კარებთან ეძინა.

*******

დილით პირველი ჰიუ იღვიძებს. ზურგი სტკივა რადგან მთელი ღამე კარებთან, იატაკზე ეძინა.

კარის სახელური ისევ ჩამოსწია და ისევ ჩაკეტილი იყო. მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა ამიტომ ქვევით ჩავიდა საუზმის მოსამზადებლად.

ამასობაში ლიქსმა გაიღვიძა. თვალები, ტუჩები და ლოყები ტირილისგან დასიებული ჰქონდა.
ის ისე საყვარლად გამოიყურებოდა ამ დროს.

მალევე ჩაიცვა ტანსაცმელი და ქვემოთ ჩავიდა. დაინახა ჰიუნჯინი რომ სამზარეულოში იყო. ჰიუნჯინმაც დაინახა ლიქსი და მისკენ წავიდა. ლიქსმა უკან დაიხია. ჰიუნჯინი მიხვდა ამით რომ აშინებდა ამიტომ შეჩერდა.

-მმ..მე ჩან ჰჰ..ჰიონთან წწ..წავალ - თქვა ლიქსმა და გარეთ გავარდა.

-მოიცადე! ფელიქს! - რომ გააანალიზა რომ ლიქსი გაიქცა თვითონაც უკან გაჰყვა მაგრამ უკვე ლიქსი ტაქსში ჯდებოდა.

გადაწყვიტა ახლა არ გაჰყოლოდა. მერე კი ჩანთან სახლში მიაკითხავდა.

********

კარზე ზარია.

ჩანი ადგა და კარისკენ წავიდა. გააღო და იქ ლიქსი დახვდა.

-ვაუ ლიქს, შემოდი - სახლში შეიპატიჟა ლიქსი.

-ჩან ჰიონ. რაღაც მინდა გთხოვო - თქვა ლიქსმა და დივანზე ჩამოჯდა.

-რაც გინდა მთხოვე - თქვა ჩანმა და ლიქსის წინ, სავარძელზე დაჯდა.

-შეიძლება რამდენიმე დღე შენთან დავრჩე? - უთხრა სევდიანი ტონით.

-რა? რატომ? ხომ კარგად ხარ? - ანერვიულდა ჩანი.

-ჰიუნჯინმა.... მან მიყვირა - თქვა ლიქსმა.

-რატომ გიყვირა? - ჰკითხა ჩანმა რომელიც ახლა გაკვირვებული უყურებდა ლიქსს.

-მის ფოტოზე კომენტარებს ვკითხულობდი და ვიღაც მინას კომენტარი წავიკითხე თუ როგორ მიმართავდა ჰიუს "პატარა"-თი ჰიუ კი მას "პრინცესა"-თი მიმართავდა. - თქვა ლიქსმა და რამდენიმე ცრემლი გადმოუგორდა.

-ვაიმე ჩემი პატარა ბიჭი ეჭვიანობს. იცი მაინც ვისზე ეჭვიანობ? - გაიცინა ჩანმა და ატირებული ლიქსი მიიხუტა.

-ვისზე? - თავი აწია ლიქსმა და ცრემლიანი თვალებით შეხედა ჩანს.

-მინა... ის ჰიუნჯინის უფროსი დაა. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. 3 წელი ამერიკაში იყო. გუშინ ჩამოვიდა. - თქვა ჩანმა და თან ლიქსის სირცხვილისგან აწითლებულ სახეზე ეცინებოდა.

-რა სულელი ვარ! - თქვა ლიქსმა და სირცხვილისგან აწითლებული სახე ისევ ჩანის ხელებში ჩამალა. ჩანი კი იცინოდა.

-ახლა ჰიუსთან წავალ და ვაზღვევინებ ჩემს პატარასთან ტონი რომ აუწია - თქვა ჩანმა და ლიქსს ლოყები დაუწელა.

-აუუჩ! ჩან ჰიონ მეტკინა - ამიოწუწუნა ლიქსმა და ხელებით ლოყების დაზელა დაიწყო.

-კარგი კარგი მე წავალ. შენ აქ დარჩი. ჰიუსაც აქ მოვიყვან - თქვა ჩანმა და გასასვლელისკენ წავიდა.

-ისიც უნდა უთხრა? - ჰკითხა ლიქსმა.

-ხო. ვფიქრობ უნდა იცოდეს. - თქვა ჩანმა.

-კარგი.
______________________

524

Continue Reading

You'll Also Like

756 62 11
Spoileri araris👄🫶🏻 7.
194K 4.4K 31
Orphaned at a very early age, a young man goes through self-discovery as he uncovers his demonic past and faces a heavenly challenge. After discoveri...
1.7K 158 12
Rogorc yoveltvis spoileri araris dzvirsfaso💋 ( dasrulebuli ) 6.