꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂

By AnamariaAbuselidze

635 118 31

ოლივია ღრუბლების სამეფოში ყველაზე ნაზი,საყვარელი და ჭკვიანი გოგოა. მალე ის უნდა გათხოვდეს თუმცა სანამ გათხოვდ... More

თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
Თავი 12
Თავი 13
თავი 14
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 1
თვი 24
თავი 25
თავი 26

თავი 15

25 5 1
By AnamariaAbuselidze

ოთახში სწრაფად მივდივარ და სიბნელეში მივაბიჯებ.კიდევ კარგი ეს ადგილი უკვე ზეპირად ვიცი, თორემ ისე ნამდვილად ვერ გავიგნებდი გზას.ჩემს ოთახში ასვლისას ვხვდები რა მითხრა ოუენმა.
წარმოიდგინეთ ითამაშო ბოროტის როლი როცა კეთილი ხარ და თანაც ეს ხვალ იქნება.ასე მალე,
მაგრამ თავს იმაზე ფიქრით ვიქცევ,რომ თუ ამ ყველაფერს გავაკეთებ მაშინ ოუენი ზღვაზე წამიყვანს,მაგრამ ეს სიმართლეა? განა ბოროტი არაა და არ შეუძლია უარი მითხრას სურვილის შესრულებაზე?
როგორც კი ეს ვიფიქრე მაშინვე კარები გავაღე და სწრაფად დავბრუნდი ბიბლიოთეკაში,მაგრამ ის იქ აღარ დამხვდა ამიტომ უკან დავბრუნდი.
საათს შევხედე,უკვე 6 საათი იყო ამიტომ დაძინება გადავწყვიტე თუმცა ვერ მოვახერხე ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი.რა უნდა ვქნა?რაზე ვილაპარაკო?
ამ და სხვა კითხვებზე ვფიქრობდი როცა ფარდაში მზემ შემოიჭყიტა.
ავდექი და ფარდა გადავწიე,შევხედე ხეებს და მზის სხივებს შემდეგ კი ჩემ აჩრდილს სარკეში.
ოუენი არ ცდებოდა ძალიან გავხდი ერთადერთი როცა ვჭამდი ეს ბიბლიოთეკაში იყო იქ მისვლისას საჭმელი მხვდებოდა,მაგრამ ბოლომდე არ ვჭამდი მადა არ მქონდა და მხოლოდ ერთ ხილს ვსინჯავდი რომელზეც წიგნში წავიკითხე რომ ვაშლი ერქვა.
მალევე შემიყვარდა ეს ხილი,მაგრამ მერწმუნეთ ის წონას არ გიმატებს.
ლოყები ჩაცვენილი მქონდა და ძვლები მეტყობოდა.
ლავიწიც გამოკვეთილი მქონდა და ფეხებიც. თვალები ჩამქრალი და ჩასიებული იყო კოშმარებისა და უძილობის გამო.
კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა და მალევე თავი დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდა გოგომ შემოყო რომელსაც მსახურის ფორმა არ ეცვა
-გამარჯობა,მე ოუენმა გამომგზავნა ჩაცმაში დასახმარებლად
-მსახური არ ხარ არა?-ვეკითხები დაეჭვებით
-არა-ჩაიცინა-ოუენის და ვარ

ოუენს და ყავს?
რა??
-კარგი და რა გქვია?-ვეკითხები და კარგად ვათვალიერებ.ოუენის მსგავსი ფოსოები აქვს როცა იღიმის
შავი წელამდე სწორი თმა და მწვანე კაშკაშა თვალები აქვს.
მოკლე ნარინჯისფერი კაბა აცვია და მაღალქუსლებზე დგას.
-სისილია-რატომ შეეფერება ეს სახელი მას ასე ძალიან?
-იცი მმართველების შეხვედრა პირველ საათზეა და ჩვენ მოსამზადებლად მხოლოდ 1 საათი გვაქვს ამიტომ დავიწყოთ!-სწრაფად მეუბნება
-კარგი-ჩავიბურტყუნე და როცა ის გარდერობში შევიდა მე გავძახე-სისილია იცი როგორ უნდა მოვიქცე ამ შეხვედრაზე?-გვირგვინი შევისწორე
-არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ ყველას ამრეზით უყურე და დაფიქრდი სანამ მათ კითხვებს უპასუხებდე.-გამომძახა უკვე გარდერობის ბოლოდან მეც იქ შევედი და დავინახე რომ მას უკვე მოესწრო კაბის პოვნა და ეხლა საკიდზე დაკიდებული მოქონდა ჩემკენ.
კაბა საკმაოდ დიდი იყო.(გაფურჩქნილი)რაც მე ნამდვილად არ შემეფერებოდა რადგან როცა ჩავიცვი შიგნით ჩავძვერი ამიტომ სისილიამ დაიწუნა და ეხლა სწრაფი ნაბიჯით სხვა კაბის მოსაძებნათ წავიდა.
მალევე დაბრუნდა და ამჯერად მეორე კაბა მოიტანა შედარებით უფრო მომდგარი და ასევე მოკრძალებულიც იყო შესაბამისად გრძელი გახლდათ.
არაფერი განსაკუთრებული სადა კაბა იყო ასევე
მკლავებიანი.
სისილიას აზრით ძალიან უხდებოდა გვირგვინს და ყელსაბამს რომელსაც ხანჯლის ფორმა ქონდა თუმცა მისიდანახვისას მოგონებებმა თავი შემახსენეს და სისილიას ვთხოვე სხვა მოეცა რის შემდეგაც მან შავი ვარდის ყელსაბამი მომცა.
შემდეგ თმა უბრალოდ დამივარცხნა,წინა ყავისფერ თვალზე ჩამომაფარა და მითხრა რომ უკვე მზად ვიყავი.
მალევე ოთახიდან გავედით,არ მციოდა რადგან კაბა მათბობდა ალბათ სისილიამ სწორედ ამიტომ შეარჩია რომ არ შემცივნოდა.
ის უკან მომყვებოდა .მესმოდა მისი ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი იატაკზე რომელიც სასხლეში ერთადერთი ხმა იყო რომელსაც ეხლა ვისმენდი.
-შენ თქვი რომ მმართველების შეკრებაა-დავიწყე მე და თან მარჯვენა მხარეს წავედი რადგან მან ხელით ასე მანიშნა-მაინტერესებს სულ რამდენი მმართველია?
-5 აქ მამაშენიც იქნება-ამის გაგონებისას ავფორიქდი მაგრამ მალევე მივხვდი რომ დეივს კი არა სალინდას მამას გულისხმობდა. ამდენი ხნის მანძილზე პირველად გამიჩნდა ეს კითხვა
"სად წავიდა სალინდა?"
"როგორ გაქრა ასე უკვალოდ?"
-და მათ შორის ყველაზე სასტიკი ოუენია არა?
-კი მართალი ხარ,მათ შორის ყველაზე სასტიკი ჩემი ძმაა
,მაგრამ გაითვალისწინე იქ მმართველების ცოლები იქნებიან და შენ ყველაზე სასტიკად უნდა გამოიყურებოდე
-რატომ?
-არამგონია ოუენს ეს არ ეთქვას,-პასუხის გაცემას ვაპირებდი მაგრამ მან დაამატა-აი თითქმის მოვედით.
დერეფნის ბოლოში კარები იყო მასზე კი სხვადასხვა ურჩხულები ამოტვიფრულიყო,კარი ისევე როგორც სასხლეში ყველა მათგანი ესეც შავი იყო
-მე არ შემოვალ,აქ დაგელოდები-მუთხრა და კარების მარცხნივ კედელს ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო.
ოთახის სახელურს ხელი მოვკიდე და წინ გავწიე შემდეგ კი ოთახში შევედი.

ბუხარში ცეცხლი ენთო.
მის მარცხნივ და მარჯვნივ მდივნები დაელაგებინათ მარცხენა მხარეს კი დიდი მაგიდა იყო .
ოთახში ოუენი და კიდევ 4 ადამიანი დავინახე.
მათ შორის ერთი კომფორტული მდივნის კუთხიდან ჩემკენ წამოვიდა და თქვა
-არ მომენატრე მაგრამ თავს დაგიხრი საზიზღარო-როგორც მივხვდი ეს "მამაჩემია"
-არც მე მომენატრე-ვუპასუხე ცივი ხმით მივხვდი რომ საქმე კარგად მიდიოდა,

ოლივია დაიმახსოვრე ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ რომ ზღვა ახლოდან ნახო,შენ ბოროტი არ ხარ უბრალოდ ზღვის სანახავად ასე უნდა მოიქცე.
"მამაჩემი" რომელმაც თავი დახარა უკვე საკმაოდ დაბერებული იყო,ნაოჭები ქონდა შუბლზე და თვალის გვერდით.მასაც ჩვეულებრივ შავი ტანსაცმელი ეცვა ისევე როგორც ყველა იქ მყოფს.
დანარჩენებსაც დავაკვირდი.
ყავისფერ თვალები და შავი თმები

ყველანი ერთნაირები არიან

ყველა მათგანი ფეხზე იდგა
გავიფიქრე და მზერა ოუენზე გადავიტანე რომელიც მდივნის კუთხეში იჯდა მანტიაზე რომელიც არც კი მოეხსნა
იქნებ მანტია გვირგვინს გავს?
შეიძლება ვერ მოიხსნის თუ ვინმე უყურებს.
ეხლა მზერა ქალებზე გადამაქვს რომლებიც ოუენის წინ მდგომ მდივანზე სხედან.
მარტივი მისახვედრია რომ ისინი სხვა სამეფოს დედოფლები იყვნენ.
ერთს ქარა თმა ქონდა და ყავისფერი თვალები ასევე ჭორფლი ცხვირსა და ლოყებზე რაც უკარგავდა ბოროტის იერს.
მეორე კი პირიქით შავგრემანი იყო და პირველის ყავისფერი კაბის მაგივრად შავი ეცვა.
მესამე წითური იყო მწვანე თვალებით.
მის დანახვაზე რანთა გამახსენდა და გამიკვირდა

ამდენი ხანი რატომ არ დავფიქრდი სად არის ჩემი საუკეთესო მეგობარი?

რატომ არ დავინტერესდი მისი ბედით?
ფიქრებს მეოთხე დედოფალი მაწყვეტინებს რომელიც მათ შორის ყველაზე ახალგაზრდაა
-იქნებ ახსნათ ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი?ძალიან არ მსიამოვნებს თქვენ მახინჯ სახეებს ვუყურო.

-არც მე მსიამოვნებს შენი სახის ყურება-თქვა შავგრემანმა მე გაკვირვებით ოუენს შევხედე მაგრამ მას თვალები დაფარული ქონდა ისევე როგორცე და ვერაფერი ამოვიკითხე,
ნეტავ როგორ მოვიქცე?,

-სიმართლე გითხრათ მე თქვენ უფრო მომეწონეთ ვიდრე ეს მახინჯები-ღმერთო,ეს რა ვთქვი!მახინჯებიო.
ვცდილობ სახეზე აღელვება არ დამეტყოს.
ნეტავ სწორად გამომდის?

ყველამ ჩემკენ მოატრიალა თავი და მათ შორის ერთ-ერთმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
მას ახალგაზრდა დედოფალმა მიმართა
-ჯორდან ნუ იცინი მაწუხებს!

ესე იგი ამ ბიჭს ჯორდანი ქვია.
ნეტავ დანარჩენებს რა ქვიათ?

-ბოლოსდაბოლოს ახსნით რატომ შევხვდით დღეს?

-არაფერი განსაკუთრებული,ქალებს არ მოგიწევთ ამაზე ფიქრი,რადგან ამ ყველაფერში დახმარება არ გვჭირდება ეს ყველაფერი მხოლოდ მმართველებმა უნდა გააკეთონ. -ოუენმა პირველად ამოიღო ხმა ამ საღამოს ჩემ თავს ავუკრძალე მისი ხმის გაგონებისას სხეულში

-ძალიან კარგი,დიდად არ მსიამოვნებს ქვეყნის ბედის გადაწყვეტა.-თქვა ქერამ და კაბის წვალება დაიწყო.

-ბოლოსდაბოლოს არ დავჯდებით საჭმელად?
ძალიან მშია!-წამოიძახა ამჯერად სხვა მმართველმა
და სხვებიც აყვნენ ,ისეთი ყაყანი იყო თავი ძლივს შევიკავე ყურებზე ხელი რომ არ ამეფარებინა.
ამის გამო ოუენმა სტუმრებს მაგიდისკენ ანიშნა.
იქ უკვე ეწყო საჭმელები:სხვადასხვა სენდვიჩი,ხილი,ბოსტნეული,
და სხვა უამრავი რომლებიც არ ვიცოდი საერთოდ რა იყო.
ოუენი თავში დაჯდა მის მოპირდაპირედ კი "მამაჩემი" ოუენია მარჯვნივ მე დავჯექი დედოფლებთან ერთად დედოფლების წინ კი ალბათ მათი ქმრები ანუ მმართველები.
ჩემ წინ ადგილი თავისუფალი იყო.

ალბათ ვიღაც მოდის

გავიფიქრე როცა ოუენი მაგიდიდან ადგა და კარებში გავიდა.
მალევე სისილიასთან ერთად დაბრუნდა.
მას უკვე მოესწრო გამოცვლა და ამჯერად ნარინჯისფერი კაბის მაგივრად ყვითელი ეცვა.
ხოლო მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მაინც იდგა.
ოუენი წინ წამოვიდა უკან კი სისილია გამოყვა,შემდეგ კი ჩემ წინ დაჯდა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.

-არ ფიქრობთ რომ ძალიან გამომწვევად გაცვიათ?-უთხრა ახალგაზრდამ და ტუჩი ოდნავ აბზიკა.
-არა-მოკლე და სწრაფი პასუხი მიიღო

-არ გვინდა ქმრები წაგვართვა თორემ ისე სულ არ გვაინტერესებს შენი ესეთი ჩაცმულობა-ამჯერად წითელთმიანმა მიმართა.

-იცით მე არავისთვის არ ვაპირებ ქმრის წართმევას რადგან არ მაინტერესებს ესენი-და ხელი მათ შეურაცმყოფილად მოატარა.
მსახურებმა თეფშები მოიტანეს და დედოფლებს გვირგვინები აულაპლაპდათ.მათ ჩემნაირი გვირგვინები არ ქონდათ მაგრამ მე იმან გამაკვირვა რომ ახალგაზრდას არ ეხურა.

როგორც კი თეფშები დადგეს ყველამ მალევე გადაიღო საჭმელები,რომლებიც არ ვიცოდი რა იყო.
სისილიამ თვალით მანიშნა რამე ამეღო ამიტომ მე ვაშლი ავიღე

-სულაც არ მიკვირს ასე გამხდარი რომ ხარ სალინდა-თქვა " მამაჩემმა"

-მე აქ მხოლოდ ვაშლი მომწონს ამიტომ არავინ გეკითხება-ვუთხარი და იცით მგონი გამომდის ბოროტად მოქცევა.თუ შეიძლება ასე დაერქვას.

სისილიამ ისევ მანიშნა საჭმელი ამეღო.
ის არ ვიცოდი რა იყო და ამიტომ ოუენს ჩურჩულით ვკითხე:
-ეს რა საჭმელია?

მან კი ასევე ჩუმად მიპასუხა ისე რომ თეფშიდან თავი არ აუწევია:
-ქათამი

მართალია ქათამი მომეწონა მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვჭამე.

-ოუენ დაფიქრდი ჩემ წინადადებაზე?-იკითხა ჯორდანმა

-კი და არა-უპასუხა მშვიდად

ნეტავ რა ხდება?

-რას ნიშნავს?-დაეჭვებით იკითხა მმართველმა და ოუენს შეხედა თუმცა ფაქტია მის მზერას ვერ გადააწყდა.

-იმას რომ დავფიქრდი მაგრამ უარს გეუბნები-ამჯერად თეფშიდან თავი აწია.

ამ დროს ჯორდანმა მაგიდას ხელები დაარტყა და იყვირა:

-ეს დინასტიის გაძლიერებაა!მე შენი და ცოლად მინდა,ის დედოფალი გახდება განა რამე ცუდია ამაში?

ყველას თვალები გაოცებისგან გაგვიფართოვდა,ისინი სისილიას მიაჩერდნენ და შემდეგ ჯორდანს მე კი ახალგაზრდა ქალს და ვკითხე

-აბა თქვენ ვინ ხართ?-ჩემ ხმაში ცნობისმოყვარეობა იგრძნობოდა.

-ოჰ,სულელო მე ჯორდანის დედა ვარ-გადაიხარხარა ქალმა

ორივე თვალი გაოცებისგან ორმაგად გამიფართოვდა

კი მაგრამ რანაირად შეინარჩუნა ახალგაზრდობა?

ის ალბათ ჩემ ფიქრებს მიხვდა რადგან მაშინვე თქვა

-შელოცვები,ჯადოქრობა და ამგვარი რამეები-და თან სახეზე საჩვენებელი თითი მოიტარა

ეხლა შევამჩნიე რომ სისილია ფეხზე წამომხტარიყო და ჯორდანს შეშინებული თვალებით უყურებდა ჯორდანი კი მშვიდად.
ოუენი სკამის საზურგეს მიყრდნობოდა და ხელები გადაჯვარედინებული ქონდა.
ხოლო დედოფლები სისილიას  ამრეზით უყურებდნენ.

-დაჯექი-თქვა მშვიდად ოუენმა მაგრამ კანკალი დამეწყო.
მივხვდი რომ მისი მეშინოდა მაგრამ რატომ?
ალბათ იმიტომ რომ ვარდი მოკლა
მაგრამ ეს ყველაფერი ხომ თავად გოგონას უნდოდა?

არ ვიცი

თუმცა ფაქტია ის მაშინებს.

-ჯობს ქალები მარტო დავტოვოთ და ჩვენ ცალკე გავიდეთ ყველაფერზე სასაუბროთ-თქვა "მამაჩემმა"

-კარგი-ყველა ერთად დაეთანხმა ოუენის გარდა.

შემდეგ ის წამოდგა და მმართველებს სხვა ოთახში გაუძღვა.

მე,სისილია,ჯორდანის დედა და დედოფლები ოთახში დავრჩით.

საჭმელები გაქრა და ამის გამო დედოფლებმა მდივანზე გადაინაცვლეს.
არც მე და არც სისილიას თავი არ შეგვიწუხებია მათ გავყოლოდით.
ჩვენ ადგილას დავრჩით და გვესმოდა როგორ ჭორაობდნენ სისილიაზე მაგრამ მას არ აინტერესებს.
მალევე მმართველები უკან ბრუნდებიან და ოუენი ამბობს

-სისილია არ გათხოვებ ამიტომ არ ინერვიულო-თქვა ოუენმა და ტუჩები თხელ ხაზად შეკრა.

სისილიამ(ანუ სისიმ რომლის დაძახების ვერსია მე მოვიფიქრე და იმედია არ მიწყენს)შვებით ამოისუნთქა და ოთახი დატოვა,შემდეგ ოთახიდან დედოფლები გავიდნენ და მმართველები რომლებსაც არც ნახვამდის უთქვამთ და არც მადლობა

-უზრდელები-ჩავიჩურჩულე,
ოთახში მარტო მე  და ოუენი ვიყავით შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა ზედმეტი კითხვების გარეშე-ზღვაზე წამიყვან არა?-ვკითხე და წარბი ავწიე

-კი-თქვა და ოთახიდან გავიდა

ეხლა ვიაზრებ რომ აქ მოსასვლელი გზა არ მახსოვს!

ჯანდაბა!!

_____________________
1553 სიტყვა

Continue Reading

You'll Also Like

2M 100K 37
Presenting the story of ISHIKA MEHRA Whose innocence made the king bow down to her AND ABHIRAJ SINGH RATHORE Whose presence is enough to make the per...
54.1K 1.4K 191
Disclaimer : This is not my story. No plagiarism intended. The credit goes to original author. ◆◇◆◇◆◇◆◇ The entire Yunzhou knew that the Ye Family h...
134K 3.7K 25
Warning: 18+ ABO worldကို အခြေခံရေးသားထားပါသည်။ စိတ်ကူးယဉ် ficလေးမို့ အပြင်လောကနှင့် များစွာ ကွာခြားနိုင်ပါသည်။
308K 15.4K 47
Ruby King is your average young woman who is starting to attend college full time. Everything is going great until she notices that there seems to be...