꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂

Par AnamariaAbuselidze

635 118 31

ოლივია ღრუბლების სამეფოში ყველაზე ნაზი,საყვარელი და ჭკვიანი გოგოა. მალე ის უნდა გათხოვდეს თუმცა სანამ გათხოვდ... Plus

თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
Თავი 12
Თავი 13
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 1
თვი 24
თავი 25
თავი 26

თავი 14

19 5 3
Par AnamariaAbuselidze

ვიცი რომ ოუენმა ვარდის სურვილი აასრულა და დაეხმარა ამ წამებისგან თავი დაეღწია რაც მე ვერ შევძელი. მაგრამ მაინც სიზმრად კოშმარს ვნახულობდი, მასში ასახული იყო როგორ გამოჭრა ოუენმა ყელი პატარა გოგოს.
ამ ყველაფრის გახსენებაზე ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა,კოშმარებიდან კი გაოფლიანებული ვიღვიძებდი.
და ეხლაც საწოლზე აქოშინებული წამოვხტი.სარკეში ჩავიხედე და დავინახე ჩემი ჩაშავებული თვალები, გვირგვინი თავზე რომლის მოხსნაც დამვიწყებოდა და აბურდული თმები ამ ყველაფერს უკვე მივეჩვიე.ერთი კვირა გავიდა ქორწილიდან და ოთახიდან საერთოდ არ გავსულვარ
ვერც ფანჯარას ვაღებდი რადგან ის მაშინ დალუქეს როცა დედოფლად მაკურთხეს იმიტომ რომ ისევ არ გადავმძვრალიყავი.თუმცა პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. არც ვინმე შემოსულა.
მთელი დღეები სიჩუმეში ვიყავი საწოლზე წამოწოლილი და ჩემს ანარეკლს ვუყურებდი სარკეში.
ძალიან გავხდი არაფერს ვჭამდი თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ არც არაფერი შემოჰქონდათ ოთახში მიუხედავად იმისა რომ დედოფალი ვიყავი(მართალია ეს სტატუსი არ მომწონდა მაგრამ საათობით მარტო ყოფნაც არ მსიამოვნებდა)
ერთადერთი რაც მამხიარულებდა ეს ქარის ლაპარაკი იყო. ასევე მესმოდა კედლების,საწოლის,ტანსაცმლის და სხვა საგანთა ლაპარაკი.
სიმართლე გითხრათ დიდად არც უკვდავება მსიამოვნებდა შესაძლოა ვინმეს მოწონდეს ეს ყველაფერი და იფიქროს არასდროს მოვკვდებიო,მაგრამ აბა იმაზე დაფიქრდით რა უნდა აკეთოთ ამ სიცოცხლის განმავლობაში?
მოსაბეზრებელია!
ფანჯრებზე ფარდები ჩამოვაფარე და ეს ისედაც შავი ოთახი უფრო ჩამუქდა ერთადერთი სანთელი ანათებდა ოთახში მარტო .როგორც ჩანს ჩაქრობა დამავიწყდა.
ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გარეთ გასვლა მომინდა და დარწმუნებული ვიყავი იქ არავინ შემხვდებოდა.
საწოლიდან ფრთხილად ავდექი თითქოს ოთახში ურჩხული ცხოვრობდა და მე მისი გაღვიძება არ მინდოდა.
ასევე ფრთხილად მოვიპარე ოთახის კართან და იქვე იატაკზე დაგდებული გასაღები ავიღე. როგორც ჩანს ეს სასახლე საკმაოდ დიდი ხნის იყო რადგან ეს კარებიც სიძველის განსახიერება იყო რასაც ისიც ადასტურებდა რომ გაიჭრაჭუნა.
ხალათი უფრო ფართოთ მოვიჭირე რადგან საოცარი სიცივე სუფევდა.
სიცივეს მიჩვეული არ ვიყავი იმიტომ რომ ღრუბლებში ძალიან სიცხეა და სინათლე იყო ,აქაურობა კი 
საპირისპიროა  სიბნელე და სიცივე.
გარეთ გამოვდივარ და კარს ზურგსუკან ვიხურავ. სიბნელე მეგებება. აქ არავინაა რაც ცოტათი მომწონს და ცოტათი არა იმიტომ მომწონს რომ ჩემ ღამეულ მოგზაურობას ვერ დაინახავენ ხოლო იმიტომ არ მომწონს რომ მარო ყოფნა დიდად არ მხიბლავს.
ქორწილის დროს მარცხნივ წავედით ეხლა კი მარჯვნივ მივდივარ იმ მხარეს საედანაც მომიყვანეს.როცა გზა ებიმ ამირია მართალია ვერაფერი დავიმახსოვრე მაგრამ იმის  დამახსოვრება მაინც მოვახერხე საედან მოვედი.
კიბეებს მივუყვები და ჩურჩულით ვითვლი საფეხურებს.
ვაპირებ თუ ამ ღამეს მოვასწრებ მთელი სასახლე დავათვალიერო.
კბილები მიკაწკაწებს და ხელებს ერთმანეთზე გახახუნებით ვითბობ.
ჯერ მარცხნივ წავედი და თაღოვან ადგილას გავიარე შემდეგ ისევ მარცხნივ წავედი და ბიბლიოთეკა აღმოვაჩინე.
ის იმდენად დიდი იყო თავბრუ დამესხა. ჩემ თაროებს რომელიც ღრუბლების სამეფოში მქონდა მარტო ერთი კედელი 4-ჯერ აღემატება.
ძალიან დიდი დერეფანია წიგნის თაროებით გადაჭედილი. ერთადერთი რაც მაკვირვებს ის არის რომ ბიბლიოთეკას კარები არ აქვს და კიდევ ის რომ აქ სითბოა ფანჯრები არსად ჩანს მაგრამ სინათლე მაინცაა მაგიდაზე დაწყობილი სანთლების მეშვეობით.აქვე თეთრი მდივნებია.
წიგნის თაროსთან მივდივარ და ერთ წიგნს ვიღებ რომელსაც ლურჯი ყდა აქვს და აწერია "ჯადოსნური სამყარო" სახელმა დამაინტერესა ამიტომ მდივანზე ჩამოვჯექი და კითხვა დავიწყე.

***
ამის შემდეგ ყოველ დღე როცა კოშმარიდან გამეღვიძებოდა ჩუმად ვაღებდი კარს და ბიბლიოთეკაში სანთლის შუქზე ვკითხულობდი.
სიბნელიდან სინათლეში,სიცივიდან სითბოში ვინაცვლებდი და ყოველდღე სხვადასხვა წიგნს ვასრულებდი.ეს ყველაფერი იმდენად მითრევდა რომ ხანდახან თუ წიგნის კითხვას ღამით ვერ მოვასწრებდი ოთახში მიმქონდა და იქ ვასრულებდი შემდეგ კი უკან ვაბრუნებდი და სხვას ვიღებდი.
არც არავინ მაწუხებდა თუთქოს სასახლეში არავინ იყო და მარტო მე ვცხოვრობდი.
ბიბლიოთეკაში შესვლისას გვირგვინს ვიხსნიდი და ცოტა ხნით ვივიწყებდი ჩემს სტატუსს.
დღესაც ვზივარ აქ უკვე საყვარელ მდივანზე და წიგნს ვკითხულობ სახელად "მიყვარდი" ფინალი ძალიან სევდიანი აქვს ბიჭი გოგოს გულს უნერგავს რადგან ის დაავადდა ნეტავ არსებობს ისეთი სიყვარული როგორიც წიგნებშია?
მგონი კი.
ვფიქრობ მე და კრისტოფს ასეთი სიყვარული გვექნებოდა,მაგრამ იმედია დაავადება არ მექნებოდა,რადგან არც კრისტოფის სიკვდილი მინდოდა.
ჯერ კიდევ განვიცდიდი სიყვარულს და ლტოლვას მის მიმართ.
ვტირივარ და ვსლუკუნებ დასასრულში როცა ბიჭი გოგოს წერილს ჩუქნის რომწლშიც უხსნის რა გააკეთა.
როცა უკნიდან ხმა მესმის ბოხი და მშვიდი.
-გამარჯობა სალინდა-მეუნება ოუენი
აქ საედან გაჩნდა? ასე ჩუმად როდის შემოვიდა? იქეთ ვაბრუნებ თავს საედანაც ხმა მესმის. ანუ ხელმარჯვნივ მაგრამ კარგად ვერ ვამჩნევ რადგან თვალები აცრემლებული მაქვს,შესაბამისად გამოსახულება ამღვრეულია მაგრამ მაინც ვამჩნევ ჩვეულ მანტიას და თმას რომელიც თვალებზე აქვს ჩამოფარებული მისი დანახვისას ჩემი კოშმარი მახსენდება და კანკალი მეწყება,მაგრამ ვჩერდები და ვეუბნები
-სალინდა არ ვარ!-ჩემი ხმა ჩუმია მაგრამ მივხვდი გაიგო რაც ვთქვი.
-კი როგორ არა-ლოყებზე ფოსოები უჩნდება
ჩავიფრუტუნე და წიგნს მივუბრუნდი
-ეგ წიგნი წაკითხული მაქვს-მეუბნება და ოდნავ მიახლოვდება
ეხლა ვხვდები რომ გვირგვინი თავისით დამადგა თავზე რადგან ოუენი მხედავს.
ეხლა ვხვდები რომ მხოლოდ სარაფანა მაცვია და ფეხები შეკეცილი მაქვს ამიტომ კაბა ზევითაა აწეული.

მაშინვე ძირს ჩამოვუშვი ფეხები.
ყურადღებას არ ვაქცევ მის ნათქვამს და ცრემლებს ვიწმენდ.
შემდეგ ვდგები და უკვე დასრულებულ წიგნს თაროზე ვაბრუნებ.
ვგრძნობ მის მზერას.
მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ
-მე ოლივია მქვია- ვეუბნები და მისკენ ვტრიალდები ეხლა ამჩნევს ჩემს თვალებს.
და მისი პირი ოდნავ შესამჩნევად იღება ამის დანახვაზე მეცინება მაგრამ არა ხმამაღლა.
ისევ წიგნის თაროს მივუბრუნდი და ახალი წიგნის შერჩევა დავიწყე.
არცერთმა არ დამაინტერესა
მივხვდი რომ ველოდებოდი რას იტყოდა მაგრამ 15 წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია მდივანზე დაჯდა.ამას იმით მივხვდი რომ მდივნის კვნესა გავიგონე
ჯანდაბა უკვე მერამდენედ უნდა დაჯდეთ ამ ადგილას  თქვენი უკანალის ყურება არ მსიამოვნებს!
მეცინება და ამჯერად ხმამაღლა.
ნეტავ ოუენს მისი ხმა ესმის?
ალბათ არა რადგან როცა ვიცინივარ შემკენ ატრიალებს თავს.
-რა გაცინებს?-მეკითხება მშვიდად
-შენ რომ ის გაგეგოთ რაც  მე გავიგონე შენც კარგად გაიცინებდი-ვუთხარი და ამას ჩემი მხრიდან კიდევ სიცილი მოყვა
-მაინც რა გაიგე?-ამჯერად მის ხმაში ცნობისმოყვარეობა ამოვიკითხე

-მდივანმა გაგლანძღა და თქვა რომ უკანალის ყურება უკვე მობეზრდა და ამ ადგილას აღარ დაჯდეთო-ისევ გადავიხარხარე რამაც მისი სიცილიც გამოიწვია
მას ისეთი სასიამოვნო სიცილი ქონდა თავშაკავებული მაგრამ მაინც სასიამოვნო მოსასმენი.მისი სიცილის მოსმენისას სხეულში სითბო ჩამეღვარა.

მოიცა რა??
სხეულში სითბო?
ის ხომ ჩემი მტერია!
ის ბოროტია!
ძალით დამაწორწილეს მასზე მე კი სხულში სითბო მეღვრება როცა იცინის?
მან ჩემი სახელიც არ იცის !
სალინდა ვგონივარ!
-კარგია ვია-რაო ვია დამიძახა? ამის უფლება მხოლოდ ჩემს ახლობელ ადამიანებს აქვს მისთვის კი ოლივია ვარ

-ოლივია-შევუსწორე მექანიკურად და მისკენ მოვიხედე

-კარგი ოლივია,იცი რომ ძალიან სუსტი ხარ?-საერთოდ ამას რატომ აღელვებს მე გამხდარი ვარ თუ მსუქანი
-ჭამა გჭირდება და კიდევ როგორც დედოფალი ისე უნდა მოიქცე. შენ ვერ დაამტკიცე ბოროტება და ხვალ მართველების შეხვედრაზე მაინც უნდა იყო ბოროტი.-ძალიან მშვიდი ხმა აქვს
-არ ვარ ბოროტი!-ძალიან ხმამაღლა გამომივიდა
-თუ არ ხარ ისე მოიქეცი თითქოს ხარ-ისევ მშვიდი ხმა
უკვე მაღიზიანებს
-რატომ?-ვეკითხები
-იმიტომ რომ თავი არ მოგკვეთონ-მპასუხობა და დგება.
-მაშინ ერთი სურვილი შემისრულე -ვეუბნები და ისევ წიგნებს ვათვალიერებ,ვგრძნობ როგორ მიახლოვდება და მალევე მისი სუნთქვის ხმა ძალიან ახლოს მესმის
-რამდენიც გინდა-ამბობს ჩურჩულით და უფრო მიახლოვდება
-ზღვაზე წამიყვანე-ვეუბნები და ადგილიდან რომელიც ჩვენ შორისაა ვძვრები და ბიბლიოთეკიდან გავდივარ

________________
1031 სიტყვა

Continuer la Lecture

Vous Aimerez Aussi

191K 4.6K 109
As the Maid of Evil, Y/n sacrifices her life for her twin brother. As the Mist Hashira, Y/n sacrifices her life for humanity. But not anymore will Y...
38.1K 646 11
This story is based on village story with lots of smut...
72.5K 1.8K 68
"mom, dad, Im married!" lahat ng relatives namin ay nagulat sa announcment ko. Sino ba naman kasi ang mag aakala na ang unica ija ng pamilyang Letpr...
1.2M 39.8K 59
Princess Nymeria is well aware that her kingdom is in decline. It has been for hundreds of years after all. Unlike her ancestors, she's willing to re...